მხოლოდ ფაქტები » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

მხოლოდ ფაქტები

* ინდოეთის მოსახლეობა მილიონ ორასი ათასს შეადგენს, მათ შორის ნახევარი – 25 წლამდე ახალგაზრდაა. ქვეყანაში ერთი მილიონი მილიონერი და მთელი მსოფლიოს ღარიბების 40 პროცენტი ცხოვრობს.

* ამერიკის სპეცმაცივრებში 140 გაყინული ადამიანია. ერთი ადამიანის გაყინვა 150 000 დოლარი ღირს, მხოლოდ თავის – 80 000 დოლარი. მათ შეინახავენ მანამდე, ვიდრე მეცნიერები არ შეიმუშავებენ ტექნოლოგიას, რომლითაც გაყინული ქსოვილით ახალი ადამიანის კლონირებას შეძლებენ.

* მსოფლიოში ყველაზე დიდი, 1 700 მეტრზე გაშლილი „კედელი“ აფრიკაში, მდინარე ზამბეზზე მდებარე ჩანჩქერ ვიქტორიას აქვს. აქ წამში 8 მილიონ ტონაზე მეტი წყალი  ეშვება. ის 1853 წელს დევიდ ლევინსტონმა აღმოაჩინა და დიდი ბრიტანეთის დედოფლის სახელიც თავად უწოდა.

* 1974 წელს ატომურ ფიზიკაში დიდი მოვლენა მოხდა – აღმოაჩინეს ჯეი-პსი, რომელიც შეიცავდა მანამდე უცნობ ნაწილაკს – კვარკს. ამ აღმოჩენამ გადატრიალება მოახდინა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში. მას ახლაც კი, ხანდახან, „ნოემბრის რევოლუციას“ ეძახიან.

* საქართველოს არაქართველებით დასახლებული ყველაზე დიდი სოფელი არის სადახლო, მარნეულის რაიონში. ბოლო აღწერის მონაცემებით, იქ 8 486 ადამიანი ცხოვრობს. ძირითადი მოსახლეობა – აზერბაიჯანელები. ქართველებით დასახლებული ყველაზე დიდი სოფელი დიღომია, მცხეთის რაიონში – 8 746 მოსახლით.

* კვანძის შეკვრის 4 000 ნაირსახეობა არსებობს, მათ შორის ყველაზე ძველი 50 საუკუნეს ითვლის. ჩვეულებრივ ყოფაცხოვრებაში მხოლოდ 3-4 ხერხს იყენებენ. კვანძის შეკვრის სისწრაფით „გინესის რეკორდების წიგნში“ ორიგონელი კლინტონ ბეილი შევიდა – 1977 წელს მან 8,1 წამში 6 სხვადასხვა კვანძი შეკრა.

скачать dle 11.3