კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იკურნებოდნენ და ახელდნენ თვალს ბრმები ღვთისმშობლის მიძინების დღეს და რა ეხმარება ადამიანს საკუთარი სულის გადარჩენაში

28 აგვისტოს ეკლესია მარიამობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მიიძინა ღვთისმშობელმა, რომელიც მიძინებამდე ადამიანებს შემწეობასა და მფარველობას შეჰპირდა. როგორ იზრდებოდა ღვთისმშობელი, რა სასწაულები მოხდა მისი მიძინების ჟამს, ამის შესახებ ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი) გვესაუბრება. 

– სანამ ადამიანის სული ცოცხალია, მანამდე უნდა ევედროს ღმერთს, უნდა შეინახოს მარხვა, თქვას აღსარება, მიიღოს წმიდა ზიარება, რომ მისი სული არ გარდაიცვალოს, არ განეშოროს უფალს. სამოთხეში ადამიანი ჯერ სულიერად კვდება (რა თქმა უნდა, ბრჭყალებში), განეშორება ღმერთს, დაეცემა და, მერე, შედარებით მოგვიანებით, უფლისგან განშორების შემდეგ, კვდება უკვე ხორციელად, ანუ, ყოველივეს წინ მაინც სულიერი გარდაცვალება უძღვის. ჩვენ ხანდახან მართლმადიდებლობის ნიღაბს ვირგებთ, ვიწერთ პირჯვარს, დავდივართ ეკლესიაში, მაგრამ, როგორც კი ეშმაკი ჩვენს ნაყროვანებაზე, გემოთმოყვარეობაზე იმოქმედებს, მაშინვე ვიხსნით ნიღაბს და ნამდვილ სახეს ვაჩენთ. როგორც გრიგოლ ნოსელი ამბობს, ქრისტიანობა არის მიბაძვა საღვთო ბუნების. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანს მიეცა საღვთო ბუნება: მასში თავისუფალი ნება ბუნების ნაყოფია, ხოლო არჩევანი – მისი პიროვნების. თუ შენ ხარ ადამიანი, უფალმა მოგცა თავისუფალი ნება, ამ თავისუფალი ნებით უნდა შეინახო მარხვა და გამოამჟღავნო პიროვნული არჩევანი – გინდა თუ არა უფალთან ყოფნა, სულის ხსნა და ცხონება. ადამიანები ხშირად სწორედ მარიამობის მარხვის პერიოდში მიდიან დასასვენებლად. რა თქმა უნდა, დასვენება აუცილებელია, მაგრამ, მინდა, ყველას შევახსენო, რომ დასვენება ნიშნავს ცოდვებისგან განშორებას და არა მათ დაგროვებას, რაც ჯერ ხორციელად გვამძიმებს და მერე – სულიერად, რაც აშლილობას იწვევს და შემდეგ ხელახლა გვიწევს ახსნა, რომ აღსარება უნდა თქვან, ეზიარონ. გვიჭირს მათი გაჩერება ეკლესიაში, რადგან, უსაქმურობას, ლხენას, ხორცის მსახურებას მიეჩვივნენ. ნურავინ ჩამოვა სოფლიდან ცოდვებით აღსავსე და ნუ იტყვის – ვერ ვნახე ეკლესია, არ მქონდა საშუალება, მივედი და არ დამხვდა მღვდელიო. 

– 28 აგვისტოს ეკლესია ერთ-ერთ დიდ დღესასწაულს – მარიამობას, ანუ, ღვთისმშობლის მიძინებას აღნიშნავს. საინტერესო იქნება, თუ ვისაუბრებთ იმაზე, როგორ და რა ვითარებაში იზრდებოდა დედაღვთისა, რომელმაც ადამიანებს მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე გვიშვა.

– ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი ნაზარეთში დაიბადა, ღვთისმოსავი ცოლ-ქმრის – იოაკიმესა და ანას ოჯახში. იოაკიმე და ანა ღვთის წინაშე მართლები იყვნენ და მცნებებსაც სუფთა გულით იცავდნენ. ისინი შთამომავლობით იმდენად არ იყვნენ ცნობილნი, როგორც მორჩილებითა და გულმოწყალებით. ისინი მხოლოდ იმაზე დარდობდნენ, რომ უნაყოფოები იყვნენ, თანაც, იმდროინდელი წარმოდგენით, უშვილობა შეურაცხმყოფელი იყო და უდიდეს სასჯელად მიიჩნეოდა. მათი თანაცხოვრების 50 წელი იყო გასული და იუდეველები ხშირად აყვედრიდნენ. ერთ დღეს, დაფნის ხის ძირას მჯდარი ანა ლოცულობდა: „მხოლოდ მე ვარ ველი უნაყოფო, უსიცოცხლო და აღმოუცენებელი, მომხედე, უფალო, და ისმინე ჩემი ლოცვა”. უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოზი წარმოდგა და უთხრა: „ნუ გეშინია, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება შვილი და შენი თესლიდან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე. შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მისგან მიიღებს”. ანგელოზი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა, რომელიც სალოცავად უდაბნოში იდგა და ახარა, რომ შვილი ეყოლებოდათ. გარდამოცემა მოგვითხრობს, რომ, როდესაც მარიამი ექვსი თვის გახდა, დედამ მიწაზე დასვა – სურდა, გამოეცადა, შეძლებდა თუ არა ფეხზე დგომას. მარიამმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და კვლავ მასთან დაბრუნდა. მართალმა ანამ ხელში აიყვანა და შესძახა: „შენ მიწას ფეხს არ დააკარებ მანამ, სანამდის უფლის ტაძარში არ მიხვალ”. ამის შემდეგ ანამ თავის საძინებელ ადგილას განსაკუთრებული სამყოფელი მოაწყო, სადაც არანაირი უწმინდურება არ დაიშვებოდა. როდესაც მარიამს ერთი წელი შეუსრულდა, იოაკიმემ მოიწვია ღვთისმსახურები, მწიგნობრები, მოხუცებულები და მათ მარიამი დალოცეს. 2 წლის მარიამის შემხედვარე ადამიანები  გაოცებულები იყვნენ მისი გონებისა და გულის არაჩვეულებირივი განვითარებით, რაც მის ასაკს აღემატებოდა. 3 წლის ასაკში ტაძრად მიიყვანეს და მოათავსეს ქალწულთა სავანეში. დადგენილი კანონებისამებრ, ის ალიონზე დგებოდა და დღეში სამჯერ ლოცულობდა, დანარჩენი დროის განმავლობაში კი წიგნების კითხვითა და ხელსაქმით იყო დაკავებული. საეკლესიო საგალობლებში არის იმის მოწმობა, რომ მარიამს წმიდა ანგელოზები ეცხადებოდნენ და ზეციურ საკვებს მიუძღვნიდნენ ხოლმე. 

– რა მოვლენები უძღოდა წინ ღვთისმშობლის მიძინებას? 

– ზეთისხილის მთაზე ლოცვისას მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში აღსვლის დრო ახლოვდებოდა და რომ ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ აღსრულდებოდა. ამ ხარების დასამოწმებლად მან სამოთხეში დანერგილი ფინიკის ხის ტოტი გადასცა და უთხრა, რომ, ეს რტო, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა, მის საფლავთან უნდა მიეტანა. ღვთისმშობლის მოახლოებული მიძინების ამბავი მთელ შემოგარენს მოედო. ხალხი ყოველი მხრიდან მიდიოდა იოანე ღვთისმეტყველის სახლში, მწარედ ტიროდნენ და ევედრებოდნენ ნუგეშისცემას. ღვთისმშობელი მათ აიმედებდა და ჰპირდებოდა, რომ არ მიატოვებდა და, ვინც მწუხარებისა და უბედურების ჟამს მიმართავდა, მისი მსწრაფლშემწე და შუამდგომელი იქნებოდა უფლის წინაშე. ანგელოზის გამოცხადებიდან მესამე დღეს, მოულოდნელად, სახლის ჭერი გაიხსნა, ღვთაებრივი დიდების ნათელმა იქ მყოფნი განაბრწყინა, ციური დასებით გარშემორტყმული იესო ქრისტე მოევლინა ყოვლადწმიდა დედას, რომელიც სარეცელიდან წამოიწია და თაყვანი სცა უფალს. ტკივილების გარეშე შვა მან მაცხოვარი და მაცხოვარმაც ტკივილების გარეშე გაიყვანა მისი სული სხეულიდან – წმიდა სხეული გახრწნისგან დაიცვა. ამის შემდეგ ღვთისმშობლის სული უფლის ხელით, ზეიმითა და ზეციური ძალების თანხლებით ავიდა ცათა სასუფეველში. მისი სხეული კი ზეციური ნათლით ბრწყინავდა და მისგან საოცარი კეთილსურნელება მოდიოდა. მის სარეცელზე შეხებით ყველა ჭირვეული კურნებას იღებდა, მთავარანგელოზები კი უგალობდნენ. ღვთისმშობლის დაკრძალვის მსვლელობის პროცესში მის სხეულს გაცისკროვნებული გვირგვინის მსგავსი ღრუბელი დასცქეროდა ზემოდან, ხოლო ციდან ანგელოზთა გალობა ისმოდა. ურწმუნო იუდეველებმა ხალხის გასაფანტავად მეომართა რაზმი გაგზავნეს – უბრძანეს, მოციქულები დაეხოცათ, ხოლო ღვთისმშობლის სხეული დაეწვათ. მაგრამ, სხივცისკროვანი ღრუბლის გვირგვინი ძირს დაეშვა და პროცესიას გალავანივით შემოერტყა. სიმჭიდროვის გამო მდევრის დიდმა ნაწილმა ქალაქის გალავანთან თავი გაიტეხა, სხვებს კი გზა დაეკარგათ. იუდეველმა მღვდელმა ათონიამ ღვთის საგმობი სიტყვები თქვა ღვთისმშობლის სარეცელთან, შემდეგ კი შეეცადა ყოვლადწმიდა დედის ცხედარი ძირს გადმოეგდო. მაგრამ, როგორც კი ოდნავ შეეხო, ანგელოზმა ორივე ხელი წარჰკვეთა, მოკვეთილი ხელები სარეცელზე დაეცა, ხოლო თვითონ საშინელი გოდებით დავარდა ძირს და მოციქულებს პატიება სთხოვა. პეტრე მოციქულმა პროცესია შეაჩერა და უთხრა: იწამე მთელი გულით და ბაგით აღიარე, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი მესიაა და განიკურნებიო. ათონიამ ხმამაღლა იწამა და პეტრე მოციქულმა უბრძანა, რწმენით მიემართა ღვთისმშობლისთვის და მკლავები სარეცელზე დაყრილი მოჭრილი ხელებისთვის მიედო. ხელები მაშინვე გაუმთელდა, მხოლოდ იდაყვების გასწვრივ შემორჩა ძაფივით წითელი ზოლები. ამის მხილველმა ბევრმა იუდეველმა შეინანა, იწამეს ქრისტე, ღვთისმშობლის სარეცელს მიემთხვნენ და ბევრი განიკურნა, ბევრს კი მხედველობა დაუბრუნდა. შემდეგ ღვთისმშობელი გეთსამანიის ბაღში დაასაფლავეს. ღვთისმშობელმა მხოლოდ ცოტა ხნით მიიძინა, მესამე დღეს კი მკვდრეთით აღდგა.

скачать dle 11.3