კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვაშლი და ნუში მამაკაცებისთვის აუცილებელი საკვებია

თუ გსურთ, ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ, კარგად დაფიქრდით და ისე შეარჩიეთ ყოველდღიური საკვები.

თუ დღეში ორ ცალ ვაშლს შეჭამთ, ამით შეამცირებთ ინსულტის განვითარების ალბათობას, თან, ჯანმრთელ გულს შეინარჩუნებთ. ვაშლი განსაკუთრებით სასარგებლოა მამაკაცებისთვის, რადგან, ის ამცირებს პროსტატის, ფილტვებისა და ღვიძლის კიბოს განვითარების რისკს.

თუ გსურთ, დიდხანს შეინარჩუნოთ კარგი მხედველობა, არ დაივიწყოთ C და E ვიტამინები, რომლებიც ამცირებს კატარაქტის განვითარების რისკს. ასე რომ, ყოველდღიურად მიირთვით ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი ან მიიღეთ ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი).  მათი წყალობით  გარანტირებული გექნებათ იდეალური მხედველობა.

თუ დრო არ გრჩებათ, ნორმალურად ისადილოთ, ჭამეთ ნუში. დღეში დაახლოებით 60-70 გრამი ნუში ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია. თუ მას თხუთმეტი-ოცი დღის განმავლობაში მიიღებთ, სისხლში ქოლესტერინის დონე შემცირდება.

ზეითუნის ზეთის რეგულარულად მოხმარება კი საკვერცხეების კიბოსგან დაგაზღვევთ.

 

როგორ ვუმკურნალოთ პანკრეატიტს მცენარეული ნაყენებით

კუჭქვეშა ჯირკვლის ანუ პანკრეასის ქსოვილის ანთებით დაავადებას პანკრეატიტი ეწოდება. ის შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. პანკრეატიტი შეიძლება გამოიწვიოს კუჭქვეშა ჯირკვლისა და სანაღვლე სადინარების დახშობამ, ალკოჰოლის გადაჭარბებამ, ინფექციებმა, საკვებში ცილის დეფიციტმა, ზედმეტად ცხიმიანმა ან მწარე კერძებმა, ზოგიერთმა მედიკამენტმა.

პანკრეასი, ჰორმონ ინიცინის გარდა, გამოიმუშავებს წვენს, რომელიც საჭმლის მომნელებელი ფერმენტებითაა გაჯერებული. პანკრეატიტის დროს ფერმენტები აქტიურდება და საკუთარი ჯირკვლის ქსოვილს აზიანებს, რასაც პანკრეასის შეშუპება და უჯრედის კვდომა მოსდევს.

ქრონიკული პანკრეატიტის დროს ანთებითი პროცესი ქრონიკულად, ანუ მუდმივად მიმდინარეობს, რასაც პერიოდულად საკუთარი ფერმენტების გააქტიურება და პროცესის გამწვავება ახლავს. პანკრეატიტის მთავარი ნიშანი სარტყლისებური ტკივილია, რომელიც გამოხატულია მუცლის ზედა ნაწილში და გადაეცემა წელისა და ზურგის არეს. ასევე, ახლავს გულისრევის შეგრძნება, ტემპერატურის მატება, სლოკინი, კანის გაფერმკრთალება.

ქრონიკული პანკრეატიტის კლინიკური სურათი თავიდან მწვავეს ჰგავს. დაავადების დაწყების შემდეგ ხშირდება ნაწლავების მოქმედება, წონაში კლება; შესაძლოა, განვითარდეს ჰორმონების უკმარისობა, მოგვიანებით კი – შეშუპება და ანემია; კანზე ჩნდება ლაქები. გამწვავების პერიოდში საჭიროა ისეთი მკურნალობა, როგორც მწვავე პანკრეატიტის დროს, კერძოდ: ტკივილის მოხსნა, მკაცრი დიეტა და ალკოჰოლის აკრძალვა. პანკრეასული ტკივილის დაწყებიდანვე საჭიროა მტკივნეულ ადგილას ყინულის კომპრესის დადება, სიმშვიდე და დიეტა. ტკივილის მოსახსნელად ინიშნება ანალგეტიკური საშუალებები.

კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციურ უკმარისობას პანკრეასის ფერმენტებით მკურნალობენ. ავადმყოფს უნიშნავენ ცხიმში ხსნად A, K  და P ვიტამინებს. ინფექციური პროცესის საწინააღმდეგოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები. თუ ადამიანი წონაში იმატებს, უმცირდება ნაწლავების მოქმედება და თავს უკეთ გრძნობს, ესე იგი, მკურნალობა შედეგიანია.

პანკრეატიტის დროს კარგია მცენარეული ნაყენის მიღებაც, კერძოდ: თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს სამყურას ფოთოლი, ცერეცოს თესლი, ფარსმანდუკი, ასისთავა და ცოტა კამის თესლი. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ დაახლოებით 15-20 წუთი. შემდეგ გადაწურეთ, გააცივეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა, დღეში ორჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

 

რომელი საკვების მიღებაა აუცილებელი კლიმაქსის პერიოდში

თუ გაწუხებთ გუნება-განწყობის დაქვეითება, ადვილად იღლებით და სახეზე სისხლი გაწვებათ, ეს სიმპტომები შეიძლება იყოს დაკავშირებული კლიმაქსის წინა პერიოდთან, რომლის დროსაც ქალის ორგანიზმში აღინიშნება ჰორმონული ცვლილებები. პროჰესტერონის დეფიციტმა და ესტროგენების სიუხვემ შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილებში წყლის შეკავება, ქვედა კიდურების სიმძიმე, თავის ტკივილი, სიმსუქნე, კუჭ-ნაწლავის დისფუნქციონირება, ემოციური აშლილობა. ქალი ზედმეტად მგრძნობიარე ხდება. ამ სიმპტომების არსებობისას აუცილებელია გინეკოლოგის კონსულტაცია. კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კლიმაქსის წინა პერიოდის შემაწუხებელ სინდრომს კარგად ებრძვის მაყვალი, რომელიც, შეგიძლიათ, მიიღოთ როგორც ნატურალური, ისე მურაბისა და წვენის სახით. შეშუპების თავიდან ასაცილებლად უნდა შეზღუდოთ მარილის მიღება.

40 წლის ასაკს ზემოთ, ქალს ხშირად აღენიშნება ოფლიანობა, რაც ჰორმონულ ცვლილებებთან არის კავშირში, თუმცა, აუცილებელია ზოგადი გამოკვლევის ჩატარება, რათა გამორიცხოთ რაიმე დაავადების არსებობა.

კლიმაქსის წინა პერიოდში ქალი ხშირად არის დათრგუნული და ზოგჯერ ელემენტარული წესების დაცვაც კი საკმარისია უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად. აუცილებელია ფიზიკური ვარჯიში, ალკოჰოლისა და თამბაქოს შეზღუდვა, მაგნიუმითა და B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება.

ჰორმონული დეპრესია არ არსებობს, მაგრამ, თუ ქალს მანამდეც დეპრესიული მდგომარეობა ჰქონდა, კლიმაქსის წინა პერიოდში ის კვლავ იჩენს თავს. შეგიძლიათ, მიმართოთ ანტიდეპრესანტებსაც, რომლებსაც ექიმი შეგირჩევთ. ასევე, მოამზადეთ გემრიელი წამალი და მიიღეთ კვირაში ერთხელ – ის არეგულირებს ჰორმონებს და ძალიან სასარგებლოა ქალის ჯანმრთელობისთვის, კერძოდ: 1 ჭიქა ადუღებულ წყალში გახსენით 1 კოვზი თაფლი, მაყვლის წვენი – გემოვნებით და მიიღეთ თბილი; ან, 10 გრამ მაყვლის ფოთოლს შეურიეთ 10 გრამი კუნელის ნაყოფი და 20 გრამი ბაბუაწვერა, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ცოტა ხანს თავდახურულ ჭურჭელში, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში.

კლიმაქსის წინა პერიოდში დაიცავით კვების რეჟიმი. კარგია რძე, ბოსტნეული, ხილი, თევზი, მჭლე ხორცი; მოერიდეთ მლაშე, ზედმეტად ცხიმიან საკვებს, რადგან, ისინი უარყოფითად მოქმედებს ქალურ ორგანოებზე.

 

ანწლის ნაყენი რევმატიზმს შველის

მედიცინაში სამკურნალო მიზნით გამოიყენება ანწლის ყვავილებიც და ნაყოფიც. ანწლის ყვავილი შეიცავს გლუკოზიტებს, ეთეროვან ზეთს,  C ვიტამინს, რუტინს, ქოლინს, ვაშლის, ვალერიანისა და ძმრის მჟავებს და ასე შემდეგ. მედიცინაში ყვავილები და გამხმარი ნაყოფი იხმარება როგორც ოფლის მომგვრელი, ნაღველმდენი და შარდმდენი საშუალება. ნაყოფი, აგრეთვე, გამოიყენება ნაწლავების პერისტალტიკის გასაძლიერებლად, კისელის მოსამზადებლად, რომელიც კარგია კუჭის აშლილობის დროს; ანწლის ყვავილები კი რეკომენდებულია ბრონქიტის, ნევრალგიის, ლარინგიტების, თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებისას. ხალხურ მედიცინაში ანწლის ყვავილების ნახარშს იყენებენ რევმატიზმისა და ნიკრისის ქარების საწინააღმდეგოდ.

1 სადილის კოვზი ანწლის ყვავილისა და ნაყოფის ნარევი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ ნახევარი საათი, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ დღეში სამჯერ, მეოთხედი ჭიქა, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

რა იწვევს უეცარ თავბრუხვევას 

არსებობს პათოლოგიები, რომელთა ერთ-ერთი გამოვლინება თავბრუხვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ის სიცოცხლისთვის საშიშ სიმპტომად არ ითვლება, მიზეზის გამოვლენა და მკურნალობა აუცილებელია. თავბრუხვევას უამრავი მიზეზი აქვს. არსებობს პერიფერიული, ანუ, ვესტიბულარული ნერვის ან შუა ყურის დაზიანებით გამოწვეული ვერტიგო და ცენტრალური თავბრუხვევა, რომლის მიზეზი თავის ტვინის დაავადებაა.

თავბრუხვევის მიზეზთა დადგენაში შემდეგი ნიშნები გვეხმარება: ყურიდან გამონადენი და სმენის დაქვეითება შუა ყურის ანთების ნიშნებია; ყურებში შუილი, ღებინება, სმენის დაქვეითება – მენიერის სინდრომის დასაწყისზე მეტყველებს; თუ სმენის ფუნქციის მოშლა არ აღინიშნება, შესაძლოა, ეს ვესტიბულარული ნევრიტის გამოვლინება იყოს. მისთვის დამახასიათებელია უეცარი დასაწყისი – ძლიერი თავბრუხვევა და ღებინება. ხშირად სიმპტომები ორი ან სამი დღის შემდეგ თანდათანობით ქრება, თუმცა, ტკივილის ილუზია კიდევ რამდენიმე ხანს რჩება.

უეცარი ცალმხრივი სიყრუისა და თავბრუხვევის დროს აუცილებლად უნდა გამოირიცხოს თავის ტვინის სიმსივნე. ასეთი თავბრუხვევა თანდათანობით იწყება და ხშირად თან ახლავს ძლიერი თავის ტკივილი. მისთვის დამახასიათებელია თავბრუხვევის გაძლიერება სხეულის ამა თუ იმ მდგომარეობაში ყოფნის დროს.

თავის ტვინის ინსულტისთვის დამახასიათებელია უეცარი დასაწყისი: თავბრუხვევას თან ახლავს თვალებში გაორება, შეგრძნებათა მოშლა, სისუსტე, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. თავბრუხვევა მდგრადია და გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში. თუ თავბრუხვევა არც ისე მდგრადია და თან ერთვის ტკივილი კისრის მიდამოში, მაშინ მიზეზი კისრის მიდამოს დაზიანებაა.

ხშირ შემთხვევაში კი, თავბრუხვევა ქალა-ტვინის ტრავმული დაზიანების გამო ხდება. თუ თავბრუხვევა ანტიბიოტიკების მიღების დროს იწყება, მიზეზი თავად მედიკამენტია. ამიტომ, უნდა შეამციროთ დოზა ან საერთოდ შეწყვიტოთ მისი მიღება.

წონასწორობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხერხემალი, განსაკუთრებით კი – კისრის ნაწილი. სწორედ აქ მდებარეობს მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები, ანუ, რეცეპტორები, რომლებიც მოძრაობის დროს აქტიურდება. კისრის მიდამოში მიმდინარე პათოლოგიური პროცესის შესახებ ინფორმაცია გადაეცემა თავის ტვინს, რომელიც მას ხშირად არასწორად აღიქვამს და თავბრუხვევით პასუხობს. გარდა ამისა, ირღვევა თავის ტვინიდან სისხლის დინება, რაც ქალაშიდა და ყურისშიდა წნევის დროებით მომატებას იწვევს, რის  შედეგად ვითარდება თავში სიმძიმის შეგრძნება, ყურებში შუილი და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. ეს ყოველივე კი თავბრუხვევით გამოიხატება. ასეთი თავბრუხვევები აწუხებთ მათ, ვისაც ფსიქოემოციური დატვირთვა, სტრესი, ფიზიკური უმოძრაობა ახასიათებთ. თავბრუხვევა ხშირად ვითარდება ტრავმის შემდეგ. ამ დროს აუცილებელია თავის ტვინში სისხლის ნორმალური მიმოქცევის აღდგენა.

 

სისხლძარღვების გასამაგრებლად სვით წიწიბურას „კისელი“

წიწიბურა ძალიან სასარგებლო საკვებია. მას ადამიანის ორგანიზმიდან გამოაქვს რადიონუკლიდები, ზრდის კუნთების ძალასა და ამტანობას, ამაღლებს პოტენციას, ამაგრებს სისხლძარღვებსა და ნერვულ სისტემას, ეხმარება ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის განკურნებას.

წიწიბურასგან მომზადებული „კისელი“ დაგეხმარებათ სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. ის აქვეითებს ქოლესტერინის დონეს და არეგულირებს წნევას.

მკურნალობისთვის საჭიროა, დღეში ორჯერ – დილით და საღამოს, მიირთვათ 100 გრამი წიწიბურას „კისელი“, რომელიც ასეთი წესით უნდა მოამზადოთ:

3 სადილის კოვზი დაფქული წიწიბურა გახსენით 1 ჩაის ჭიქა ცივ წყალში. ცალკე ჭურჭელში აადუღეთ 1 ლიტრი წყალი და ნელ-ნელა ჩაასხით შიგ გამზადებული მასა. ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში და თან ურიეთ. შეგიძლიათ, მას ცოტა ნატურალური თაფლი და ნიგოზიც დაუმატოთ.

скачать dle 11.3