კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რობერტო ბაჯოს „ცხენისკუდი” და მარუან ფელაინის „დისკო“ – მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების ვარცხნილობები

ფეხბურთელების იმიჯი უმეტეს შემთხვევაში მისაბაძი ხდება და სპორტის ამ სახეობის მოყვარულები თავიანთ საყვარელ სპორტსმენებს ხშირად ბაძავენ: იკეთებენ ტატუებს, იმოსებიან სპორტული მაისურებით და, რა თქმა უნდა, არც მათი ვარცხნილობა რჩება ფანების ყურადღების მიღმა. ფეხბურთელების ვარცხნილობა იმდენად ტრენდული მიმდინარეობა გახდა, რომ, ამა თუ იმ ვარსკვლავის სხვა ვარცხნილობით ნახვა წარმოუდგენელიც კი არის.

 

დევიდ სიმენი

„არსენალისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილი გოლკიპერის, დევიდ სიმენის იმიჯი მუდმივი განსჯის საგანი გახლდათ. ფეხბურთელის ვარცხნილობა და ულვაშები ღიმილის მომგვრელი იყო ფეხბურთის ნებისმიერი მოყვარულისთვის. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია სიმენისთვის, რომ თითქმის 40 წლამდე ყოფილიყო ფორმაში და მან საკმაოდ ასაკოვანმა დაანება სპორტს თავი.

დავიდ ლუიზი, ფაბრიციო კოლოჩინი და კარლეს პუიოლი

სამივე დამცველის ვარცხნილობა იმდენად ჰგავს ერთმანეთს, არსებობს ეჭვი, რომ სამივე ერთ დალაქთან იჭრის და ივარცხნის თმას. გარდა ამისა ლუიზი „ბარსელონას” სატრანსერო ინტერესებში ფიგურირებს და, თუკი მოხერხდება „ჩელსიდან” მისი გადაბირება, კატალონიელების ცენტრში ორი ხუჭუჭა ცენტრალური მცველი იქნება; ხოლო, არგენტინელი კოლოჩინი, რომელიც თავის დროზე ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მცველად ითვლებოდა, ინგლისის პრემიერლიგიდან უქომაგებს ვარცხნილობაში „კოლეგებს”.

რენე იგიტა

ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ქარიზმატულ მეკარეს, კოლუმბიელ რენე იგიტას, თანაგუნდელებისგან განსხვავებული გარეგნობა ჰქონდა – გრძელი, შავი, ხვეული თმა. საგულისხმოა, რომ ვარცხნილობა იგიტას არ უშლიდა ხელს საფირმო „მორიელის დარტყმის” შესრულებასა და ნარკობარონ პაბლო ესკობართან მეგობრობაში.

რაულ მეირელეში

თურქული „ფენერბაჰჩეს” ნახევარმცველი, პორტუგალიელი რაულ მეირელეში ნამდვილი ჰიპსტერია, უამრავი ტატუირება და იროკეზული ვარცხნილობა მისი საფირმო ნიშანია. ინგლისში თამაშის დროს მეირელეშს ხშირად ჰქონდა პრობლემები პოლიციასთან, რადგან, იგი მუდმივად იწვევდა ეჭვს გარეგნობის გამო.

ნეიმარი

„ბარსელონის” ახალი ვუნდერკინდი ნეიმარი საკუთარ თავს „მეტროსექსუალს” უწოდებს. შეგახსენებთ, რომ ეს იმ მამაკაცთა კატეგორიაა, რომლებიც დიდ დროს უთმობენ გარეგნობას. სხვათა შორის, ამ საქმის პიონერი თანამედროვე ფეხბურთში დევიდ ბექჰემია. 

ალექსანდრ სონგი

კიდევ ერთი „ბარსელონელი” ალექსანდრ სონგი ვარცხნილობების ხშირი ცვლით „არსენალში” გახდა ცნობილი, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. კატალონიაში გადასვლის შემდეგ სონგმა ფეხბურთის თამაშს მოუკლო, თუმცა, ვარხნილობებს კვლავ იცვლის. სხვადასხვა დროს სონგის თავს ანანასს ან კარტოფილ „ფრის“ ადარებდნენ.

რიგობერ სონგი

ალექსანდრის ბიძა, მასზე გაცილებით სახელოვანი ფეხბურთელი, კამერუნის ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი რიგობერ სონგი, თავისი კარიერის ბოლოს ვარცხნილობის ხშირი ცვლით გახდა ცნობილი. რიგობერს სამშობლოში „ალბინოს ლომს“ უწოდებდნენ, რადგან ის თავსა და წვერს თეთრად იღებავდა.

ედგარ დავიდსი

„პიტბულად” წოდებული ლეგენდარული ჰოლანდიელი, საყრდენი ნახევარმცველი ედგარ დავიდსი, უპირველეს ყოვლისა, სათვალიანი იმიჯით გახდა ცნობილი საფეხბურთო მოედანზე, თუმცა, აფრიკული ნაწნავებიც მისი იმიჯის განუყოფელი ნაწილი იყო.

მარუან ფელაინი

„ევერტონის” ბელგიელი ნახევარმცველი მარუან ფელაინი 1970-იანი წლების დისკოს მოცეკვავეს წააგავს თავისი ვარცხნილობით. 

დევიდ ჯეიმსი

ექსტრავაგანტური და ორიგინალური ინგლისელი გოლკიპერი დევიდ ჯეიმსი, კარიერის განმავლობაში საფეხბურთო კლუბების მსგავსად, ვარცხნილობასაც ხშირად იცვლიდა. ის ხან ქერა, ხან მელოტი, ხან კი კიკინებიანი გამოდიოდა საფეხბურთო მოედანზე, თუმცა, ყველაზე პოპულარული იყო მისი იამაიკური ვარცხნილობა, რითაც მან კარიერის ბოლო წლები გაატარა.

ბაკარი სანია

 დიდი ხანია, „არსენალის” ფრანგი მცველი ერთსა და იმავე ვარცხნილობას ატარებს, თუმცა, ასეთი ვარცხნილობით მის ისტორიულ სამშობლოში – აფრიკაში, ხანში შესული ქალბატონები იწონებენ თავს, ხოლო ინგლისში სანიას ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ „ფრიკად” მოიხსენიებენ.

მარიო ბალოტელი

„მილანის” თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ცნობილია თავზე „განხორციელებული“ ექსპერიმენტებით: ის ხშირად იცვლის თმის ფერს, ფორმას და ასე შემდეგ. მისი ვარცხნილობა ისეთივე ცვალებადია, როგორც მისი ხასიათი.

ბენუა ასუ-ეკოტო

„ტოტენჰემის” კამერუნელი მცველი, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისში იყო სტუმრად გუნდთან ერთად, ადრე აფრიკული ნაწნავებით იწონებდა თავს, ახლა კი თმა ფაფახივით ადევს და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს თავს არ უვლის. 

რობერტო ბაჯო

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, რობერტო ბაჯო, საფეხბურთო მოედანზე საინტერესო ვარცხნილობითაც გამოირჩეოდა, რისთვისაც მას მეტსახელი – „ცხენისკუდა” უწოდეს. ბაჯოს გრძელი ნაწნავი მისი კარიერის ბოლო წლებში შიშის ზარს სცემდა „ბრეშას” მოწინააღმდეგეებს.

რუმინეთის ნაკრები

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რუმინეთის ნაკრებმა შოკში ჩაყარა ფეხბურთის ქომაგები. მეორე მატჩის შემდეგ, მას მერე, რაც პლეი-ოფის საგზური განაღდებული იყო, მთლიანმა შემადგენლობამ, 22-მა კაცმა, თმა ყვითლად გადაიღება, ხოლო მთავარმა მწვრთნელმა, ანგელ იორდანესკუმ, თავი გადაიხოტრა.

скачать dle 11.3