კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

დათონაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დათონა – ეს დავითის კნინობითი ფორმაა.

1721 წლის აღწერით, ბურვილში მოიხსენიება ყაფლანიშვილების ყმა – ბერა დათონაშვილი.

1523 წელს ბარათაანთ გაყრის სიგელში მოიხსენიება აზნაური დათონაშვილი.

საქართველოში 1 254 დათონაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 441, გურჯაანში – 283, ქუთაისში – 90. არიან სხვაგანაც.

გეტაშვილი

სოფელ მუხათში გვხვდება სახინჯარი გეტაანი.

გადმოცემის მიხედვით, გეტაშვილი და ცეცხლაძე მონათესავე გვარებია.

პეტრე გეტაშვილი, იგივე ცეცხლაძე, მისი მეუღლე მართა, შვილები – გიორგი და მაია, მოიხსენიებიან სოფელ დიდ ენაგეთში, 1823 წლის კამერულ აღწერაში.

საქართველოში 26 გეტაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 24, კასპში – 2.

ასპანიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ასპანა.

ასპანიძე ძველი ქართული ფეოდალური საგვარეულო სახელია.

მეთორმეტე საუკუნეში ასპანიძეები ტაოს მფლობელები იყვნენ და ფანასკერტელებად იწოდებოდნენ. მათი ერთი შტო მეთხუთმეტე საუკუნეში გადასახლდა ქართლში და ფანასკერტელ-ციციშვილად იქცა.

ამავე ძირისაა გვარი ასპანაშვილი.

საქართველოში 668 ასპანიძე ცხოვრობს: ასპინძაში – 197, თბილისში – 166, ახალციხეში – 104. არიან სხვაგანაც.

სამელია

გვხვდება საკუთარი სახელი: სამე, სამველ, სამოელ, რომელიც, შესაძლოა, გვარის ფუძე იყოს, ან, არ არის გამორიცხული, რომ გვარის ფუძე სულაც მელა იყოს. აქედანაა გვარები მელია, მელაშვილი, მელაძე.

ლესამლე – ტყეა და საძოვრები მოროჟის (მაროჟის) მარჯვენა მხარეს.

გვარი სამელია მოხსენიებულია მეთექვსმეტე საუკუნის დამლევს შედგენილ ნაჟანეულის (ოტობაია) საეკლესიო მრევლს შორის. ამავე სოფელში ოცი წლის შემდეგ მოიხსენიება მარსალია სამელია. ამოსავალია პირსახელი ამელი, რაც სამოელის ან სამუელის ვარიანტი უნდა იყოს.

გვარში სა – ართრონი (წინსართი) უნდა იყოს, მელა კი გარეული ცხოველია და მას ემატება ია სუფიქსი. ასევე, გვხვდება გვარები: მელია, მელივა.

საქართველოში 102 სამელია ცხოვრობს: წალენჯიხაში – 62, ზუგდიდში – 28, თბილისში – 12.

ქაცარავა

გვარის ფუძედ გამოყენებულია საკუთარი სახელი ქაცარი.

ქაცარი მეგრულში იგივეა, რაც თიკანი.

ქაცარი ეწოდებოდა სალიპარტიანოს ერთ-ერთ სოფელს.

„ხუსესა და ქრისტეშია ქაცარავებს მართებთ ხონის საყდრის ბეგარა“ (1600 წელი).

საქართველოში 260 ქაცარავა ცხოვრობს: თბილისში – 126, ხობში – 33, ბათუმში – 25. არიან სხვაგანაც.

კედელაშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი კედელა.

ამავე ძირისაა გვარი კედელაძე. 

1721 წელს მოიხსენიება პაატა საგინაშვილის ყმა – ბერია კედელაშვილი.

1823 წლის აღწერით, სოფელ ვარდისუბანში ივანე ბარათოვის ყმებად მოიხსენიებიან ნონია კედელაშვილი და მისი ოჯახი.

ვარდისუბნელმა სახაზინო ყმამ სოლომონ კედელაშვილმა, 1884 წელს დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის ეკლესიაში მონათლა ვაჟი – სიმონი.

საქართველოში 460 კედელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 132, დუშეთში – 98, დედოფლისწყაროში – 71. არიან სხვაგანაც.

41 კედელაძე: გორში – 34, თბილისში – 5, ბათუმში – 2.

შოშიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი შოშია. 

ყმის ნასყიდობის წიგნში, 1609 წელს, მოხსენიებულია, რომ შანშე ჯავახიშვილს გიორგი ცალქალამანიძისთვის მიუცია შოშია ბესალაშვილი; 1703 წელს კი გიორგი შოშიაშვილს მიუცია ბერი ბერიაშვილისთვის მახარე შოშიაშვილი.

1873 წლის აღწერით, იასე და ალექსანდრე სოლოღაშვილების მამულში მოიხსენიებიან მახარე და მიხეილ შოშიაშვილები.

საქართველოში 1 412 შოშიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 352, თელავში – 243, გარდაბანში – 232. არიან სხვაგანაც.

ბედინაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბედინა. 

ასევე, გვხვდება საკუთარი სახელები: ბედანა, ბედია, ბედენა, მათგან კი მომდინარეობს გვარები: ბედანაშვილი, ბედენაშვილი, ბედიანი, ბედია, ბედიანიძე, ბედინაძე, ბედიაშვილი, ბედინეიშვილი, ბედმანიკაშვილი.

1823 წელს, ღოუბანში, აღწერის დროს დაფიქსირებულია თავად ქაიხოსრო ორბელიანის მამულში მცხოვრები გიორგი ბედიანაშვილი ოჯახით.

კოდაში მცხოვრებმა სახელმწიფო ყმამ, მიხეილ ბედიანაშვილმა, ცოლად ითხოვა გრიგოლ გოდერძიშვილის ქალიშვილი – ელისაბედი. სასიძოს თავმდები იყვნენ დავით კოჭლაშვილი და გიორგი სუხიტაშვილი.

საქართველოში 500 ბედინაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 184, გარდაბანში– 140, რუსთავში – 50. არიან სხვაგანაც.

სუხაშვილი-სუხიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სუხა. 

1721 წელს მოიხსენიება როსტომ ნამამლევიშვილის ყმა – ქიტუა სუხაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები: სუხანაშვილი, სუხიაშვილი, სუხიშვილი, სუხიტაშვილი.

1883 წელს სოფელ ვარდისუბანში მოიხსენიება გიორგი სუხანაშვილი.

საქართველოში 624 სუხაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 197, კასპში – 175, საგარეჯოში – 115. არიან სხვაგანაც.

949  სუხიაშვილი.

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3