კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ვინ შეუქმნა კომფორტი ხატია შამუგიას ხურგადაში და ვის უქმნის ის დისკომფორტს თავისი პედანტობით

ხატია შამუგია: ძალიან მშვიდად და კარგად დავისვენე. ყოველთვის თურქეთში მივდიოდი ზაფხულობით დასასვენებლად, წელს კი რატომღაც ეგვიპტეში, ხურგადაში გადავწყვიტე წასვლა, თან ჩვეულ დროზე ადრე. ალბათ, გული მიგრძნობდა აგვისტოში იქ არეულობა რომ დაიწყებოდა. 

– ეს დასვენება კიდევ რით იყო გამორჩეული?

– ხურგადაში 8 დღით ვიყავი წასული, გამორჩეული კი რამდენიმე გარემოების გამო იყო. რაც ყველაზე მთავარია, პირველად ვიყავი დასასვენებლად ნიკუშასთან (შვილთან) ერთად და  ეს ძალიან მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იყო. ცოტა ვნერვიულობდი კიდეც, რადგან არ ვიცოდი, რამდენად კომფორტული იქნებოდა ჩემთვის ბავშვთან ერთად დასვენება. თან, მე ძალიან ფეთიანი დედა ვარ, ამიტომ პასუხისმგებლობას მხოლოდ საკუთარ თავზე რომ ვიღებდი, ორმაგად ვნერვიულობდი. გარდა ამისა, ეს მოგზაურობა იმითაც მნიშვნელოვანი იყო, რომ ნიკუშა პირველად გაემგზავრა უცხოეთში და ასევე, პირველად იფრინა თვითმფრინავით. მინდოდა, ნიკუშას ყველა ემოცია საკუთარი თვალით მენახა. ამიტომ, საკმაოდ დახუნძლული ჩამოვედი დადებითი ემოციებით. ძალიან ამაყი ვიყავი ჩემი შვილით, როცა მივხვდი, რომ ის უკვე დიდი და დამოუკიდებელი ადამიანია. ვგრძნობდი, რომ ბიჭთან ერთად ვიყავი დასასვენებლად და რაღაც თუ მჭირდებოდა, პრობლემას ის აგვარებდა. სხვათა შორის, ინგლისურადაც მშვენივრად ლაპარაკობს თურმე. მივხვდი, რომ ნიკუშა იმ ასაკშია, როცა მასთან ერთად უკვე დასვენება შეიძლება. ის საკუთარ თავსაც აქცევდა ყურადღებას და დედასაც. 

– როგორ ერთობოდით?

– მე დიდად გართობის მოყვარული არ ვარ, უფრო მეტიც, პასიურ დამსვენებელთა სიაში, ჩემს მეგობრებში პირველ ადგილზე ვარ. ამიტომ ჩემთან ერთად დასვენება დიდად არ უყვართ. მაგალითად, თაკო დოლაბერიძეს პირდაპირ აქვს ნათქვამი, მე ხატიასთან ერთად მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალ დასასვენებლად, თუ კიდევ ვინმე წამოვა, მარტო რომ არ ვიგრძნო თავიო. ერთხელ ვიყავით ერთად და თაკომ რამდენიმე დღეში თბილისში დაურეკა ჩვენს მეგობრებს, ოფიციალურად მარტო ვისვენებ და ვინმე ჩამოდით, თორემ ლაპარაკი დამავიწყდებაო. ამ გოგოს ან სძინავს, ან ცურავს, მეტს არაფერს არ აკეთებსო. თუმცა, კომფორტული ვარ იმ მხრივ, რომ ფაქტობრივად, არ ვარსებობ. იმდენ ენერგიას ვხარჯავ მთელი წლის განმავლობაში და იმდენ ემოციას გავცემ, რომ პასიური დასვენება ენერგიის აღდგენაში ძალიან მეხმარება, მით უმეტეს, უცხოეთში, სადაც შემთხვევით ნაცნობ სახეებს ვერ ვხედავ და ვისვენებ ისე, როგორც მინდა. შემიძლია, მთელი დღის განმავლობაში ხმაც არ ამოვიღო, ვიწვე ზღვის სანაპიროზე და დავისვენო. მიყვარს სასტუმრო, რაც უფრო პატარა და მყუდროა, თუმცა აუცილებლად 5-ვარსკვლავიანი. არც აუზების რაოდენობა წარმოადგენს აუცილებელ პრიორიტეტს. შეიძლება, საერთოდ არ იყოს აუზი, ამაზეც თანახმა ვარ. თუმცა, ასეთები არ არის უცხოეთში. ჩემთვის მთავარია, სასტუმრო ზღვის ნაპირზე იყოს. რა ჯობია, კარს რომ გააღებ და პირდაპირ ზღვას ხედავ. ვფიქრობ, სწორედ ეს არის განტვირთვის საუკეთესო საშუალება. თან, ძალიან პედანტი ვარ, სულ რეჟიმში ვარ და საერთოდ, სულ გეგმის მიხედვით ვცხოვრობ.

– მარტო ნიკუშასთან ერთად იყავი თუ კიდევ იყვნენ თქვენთან ერთად სხვებიც?

– ჩვენთან ერთად ჩემი რამდენიმე დაქალი იყო. ნატუკა სამი შვილით, სოფო ორი შვილით, თამუნა ერთი შვილით და მანჩო ორი შვილით. წარმოგიდგენია, იქ რა ამბავი იქნებოდა? სხვათა შორის, პირველად ვიყავით ერთად და ძალიან კარგად დავისვენეთ. ფანტასტიკური ბავშვები არიან, თითქმის ყველა ერთი ასაკის. ამიტომ, ასაკობრივი დისბალანსი არ იყო და კარგად ერთობოდნენ. სასტუმრო ძალიან კარგად იყო დაცული, არც ამ მხრივ გვქონდა პრობლემა. ამიტომ, ბავშვები თავისთვის ერთობოდნენ, დედები თავისთვის. ერთადერთი დისკომფორტი ის იყო, რომ მე 11 საათზე უკვე ვიძინებდი. ისე, ანიმაციებს გულგრილად ვერ ვუვლიდი გვერდს და თუკი რამ ხდებოდა, ყველაფერში მონაწილეობას ვიღებდი. ასეთი გართობა მომწონს.   

– კიდევ გეგმავ დასვენებას სადმე, თუ ამით დაასრულე საზაფხულო არდადეგები?

– ჯერჯერობით არა, რადგან სექტემბერსა და ოქტომბერში ევროპაში მივლინებით მომიწევს წასვლა. მართალია, საქმიანი ვიზიტები იქნება, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, როცა გარემოს იცვლი. ჩემს გოგოებთან ერთად კი, თუ ყველაფერი კარგად იქნა, სავარაუდოდ, დეკემბერში ვგეგმავთ ერთად დასვენებას. კარგი იყო ბავშვებთან ერთად, მაგრამ ცოტა მარტო დასვენებაც გვჭირდება.

– საერთოდ, ლეგენდები დადის ხატია შამუგიას საზაფხულო რუჯის მიღების პროცედურებზე...

– იმდენი რამ მქონდა წაღებული – ყველანაირი დამცავი კრემი, თავისი თერმული წყლებით. ტანსაცმელი ერთი პატარა ჩანთაში მეწყო, დიდი ჩემოდანი კი ყველანაირი კრემით მქონდა სავსე. მართლა არ მეზარება, აუზზე გასვლამდე შემიძლია, ნახევარი საათი ვისვა სხვადასხვა დამცავი საშუალება. გოგოები იცინოდნენ, კი არ კითხულობს რა რისი „მაზია“, ფერების მიხედვით ცნობს ყველაფერსო. ერთხელ თაკო დოლაბერიძე ამყვა „ფერხულში“. ერთი დღე წაისვა კრემები, მეორე დღეს კი თავი დამანებეო, გაგიჟდა. გვანცა კილასონია სულ იმას ამბობს, სანამ ეს ამ ყველაფერს წაისვამს, მზე ჩადის და ამიტომ ვერ იღებს კარგ რუჯს ვერასდროსო. 

– მართლა არ გეზარება ამ რიტუალის ჩატარება აუზზე ყოველი გასვლის წინ?

– არა და ყველას ვურჩევ, რომ დამცავი საშუალებები აუცილებლად წაისვან. ამით საკუთარ ჯანმრთელობასაც დაიცავენ და კარგადაც გაირუჯებიან.

скачать dle 11.3