კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: რომელი მცენარეა ძალიან იოლი მოსავლელი?

პასუხი: ძალიან ბევრი მცენარეა იოლი მოსავლელი. ისინი კარგია ბინებში, ბაღებში, ეზოებში. სასურველია, ყველა ოჯახში ხარობდეს მცენარე, რადგან მათ შეუძლიათ, გაალამაზონ და გაწმინდონ გარემო. ამასთანავე, ზოგიერთ მცენარეს მჭიდრო კავშირი აქვს ბუნებასთან და ისინი პირველები გვამცნობენ სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენებს, მაგალითად: არმა არის ძალიან იოლი მოსავლელი და ძალიან კარგი მცენარეა; მას შეუძლია, იყოს ამინდის მაჩვენებელი: როცა ამინდი იცვლება და არის ღრუბლიანი, მცენარე იწყებს ფოთლებზე წვეთების მოკიდებას, რაც იმის ნიშანია, რომ იწვიმებს. არსებობს, ასევე, მისივე ოჯახის წარმომადგენელი მცენარე, რომელიც, ელვის მოსალოდნელობის დროს ფოთლებს ჭმუჭნის. არსებობს მცენარე „მლოცველი,” რომელიც ძალიან კარგია ოჯახისთვის. საღამოს, როდესაც მზე ჩადის, ის იწყებს ფოთლების დაკეცვას. მსგავსი ტიპის მცენარეები ძალიან იოლი მოსავლელია. მათ არ სჭირდებათ დიდი ყურადღება და, ასევე, არაა სავალდებულო მათთვის დამატებითი საკვები ნივთიერებების მიწოდება. გაითვალისწინეთ, რომ ამ მცენარეებისთვის სასურველია დიდი და განიერი ქოთანი. 

კითხვა: როგორი მოსავლელია  გიბისკუსი?

პასუხი:  ეს მცენარე არ არის პრეტენზიული და რთული მოსავლელი. ის ძალიან კარგად ხარობს როგორც ჩრდილში, ასევე, მზიან ადგილას. გიბისკუსს ესაჭიროება დიდი ქოთანი; ასევე მას სჭირდება ხშირად გადაჭრა, რათა კარგად იყვავილოს. გიბისკუსი არის ტროპიკული მცენარე და ამიტომ მას ზამთარში უყვარს სითბო და ნესტი, რათა ღეროვანი სისტემა არ გამოუშრეს. ყვავის ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. გიბისკუსი გამოყოფს თესლს და ეს პროცესი კარგად ვითარდება სათბურებში, რადგან, მას იქ აქვს საკმარისი ნესტიც და სინათლეც. თქვენ შეგიძლიათ მისი კალმით გამრავლება ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომით.

კითხვა: როდის შეიძლება, ივან და მარია დავთესო?

პასუხი: ივან და მარია არის სუბტროპიკული მცენარე, არებობს მისი გამოყვანილი ჯიშებიც. ამ მცენარის სულ ექვსი ჯიშია. მცენარე, შესაძლოა, დაითესოს როგორც ადრე გაზაფხულზე, ასევე, გვიან ზაფხულშიც და ზამთრის პერიოდშიც. ის ამოდის ძალიან მალე, არის უსუსური, მაგრამ, ჯანმრთელი. კარგად ეგუება ყველანაირ კლიმატს – როგორც ყინვებს, ასევე, სიცხეებსაც. ეს მცენარე არ არის ერთწლიანი, ის ცოცხლობს დაახლოებით  4-5 წელი, ხოლო შემდეგ კი მუდმივად ტოვებს თავის ნათესს. ივან და მარია კარგად უძლებს მაღალ ტემპერატურას, მაგრამ, ასეთ დროს მას სჭირდება დიდი რაოდენობით წყალი. ივან და მარია ყვავის თითქმის მთელი წლის განმავლობაში – მას ამისთვის რომელიმე კონკრეტული სეზონი არ სჭირდება.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა ადენიუმის ზამთარ-ზაფხულ გარე კლიმატში დატოვება?

პასუხი: ადენიუმის ზოგიერთი სახეობა ვერ უძლებს დიდ ყინვას, ამიტომ, ეცადეთ, ამყოფოთ ისეთ ადგილას, სადაც არ იქნება ყინვა, თუმცა გახსოვდეთ, რომ მისი ოჯახის რამდენიმე წარმომადგენელი ყინვაგამძლეა. ზოგადად, ეს არის უპრეტენზიო მცენარე, მას არ სჭირდება დიდი მოვლა-პატრონობა. ის უნდა იდგას  მზიან ადგილას და ასეთ პირობებში უფრო ლამაზი ხდება. ზოგიერთ მათგანს ძლიერ სიცხეებში ფოთლები უწითლდება. ადენიუმს აქვს ძალიან ლამაზი ყვავილები და მისი ყვავილობა დიდხანს გრძელდება.

скачать dle 11.3