კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, რა სიმპტომებით გამოირჩევიან ძუ ძაღლები მშობიარობის წინა პერიოდში?

პასუხი: მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე, სეირნობისას ძუ ცდილობს, შორს არ წავიდეს; იმზადებს „ბუდეს;“ უმეტესად მოუსვენრობს, ხშირად წევს და პატრონის მიმართ გადამეტებით მოსიყვარულე ხდება. მშობიარობამდე ორი-სამი დღით ადრე მას სარძევე ჯირკვლებში უდგება რძე (განსაკუთრებით – ნამშობიარებ ძუებს). უმჯობესია, თუ თქვენს ძაღლს ორი-სამი დღით ადღე აჩვენებთ ვეტერინარს. 

მშობიარობის პროცესი, მიმდინარეობის მიხედვით, შეიძლება დავყოთ სამ სტადიად: პირველი – სამშობიარო გზების გაფართოება; მეორე – ლეკვის დაბადება. როცა შეიმჩნევა საშვილოსნოს კუმშვები, ეს სტადია ნორმალური სამშობიარო აქტის დროს ორ საათამდე გრძელდება; მესამე – სანაყოფე გარსებისა და პლაცენტის გამოდევნა, რაც ძირითადად, ხდება 5-15 წუთში ლეკვის დაბადებიდან ან მომდევნო ლეკვის დაბადების დროს. 

რაც შეეხება ჭინთვებს, ეს არის მუცლის კედლის კუნთების შეკუმშვა, რაც საშვილოსნოს ნაყოფის გამოძევებაში ეხმარება. ჭინთვებისა და საშვილოსნოს შეკუმშვის ლოგიკური დასასრულია ლეკვის დაბადება, რომელიც თანდათანობით გამოდის სამშობიარო წყლების ბუშტთან ერთად მენჯში, შემდეგ კი სწრაფად გამოიდევნება გარეთ. 

ლეკვი, როგორც წესი, იბადება თავით, ზურგით მაღლა, მაგრამ, არის შემთხვევები, როცა ნაყოფი იბადება უკუღმა. ლეკვი ძირითადად იბადება სანაყოფე გარსებთან ერთად, მაგრამ, მშობირობის დროს, შეიძლება, სანაყოფე გარსები გასკდეს და მოხდეს სანაყოფე სითხის დაღვრა. ლეკვის დაბადების შემდეგ ხდება პლაცენტისა და სანაყოფე გარსების გამოძევება სამშობიარო გზებიდან. 

კითხვა: თუ სახლში ორი ძაღლია, როგორ ავარიდოთ მათ ურთიერთობას უსიამოვნო ინციდენტები?

პასუხი: იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ კონფლიქტები ერთ სახლში მცხოვრებ ძაღლებს შორის, უნდა გაითვალისწინოთ მთელი რიგი წესები. მაგალითად: თუ გსურთ, რომ სახლში მიიყვანოთ ზრდასრული ძაღლი, მაშინ, თქვენი ძაღლი და ახალი ძაღლი  ეთმანეთს უნდა გააცნოთ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ერთად უნდა გაასეირნოთ და უნდა ეცადოთ, რომ ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდეთ. არ უნდა დაუშვათ, რომ მათ შორის იერარქიული დამოკიდებულება შეიქმნას. მას შემდეგ, რაც მათ ერთმანეთს შეაჩვევთ, ერთად წაიყვანეთ სახლში. თუ რომელიმე მათგანს ჩამოუყალიბდება ტერიტორიული ინსტინქტი, უმჯობესია, ისინი ერთად გადაიყვანოთ ისეთ ადგილას, რომელიც ორივესთვის უცხო იქნება – ასეთ სიტუაციაში უკეთესად ყალიბდება კეთილი  ურთიერთდამოკიდებულება.

კითხვა: მაინტერესებს, რა ასაკშია ლეკვის აყვანა ყველაზე სწორი და სასურველი?

პასუხი: სასურველია, ლეკვი დაბადებიდან 45 დღის შემდეგ აიყვანოთ. 30 დღის ასაკამდე აუცილებელია, რომ ლეკვი დედის რძით იკვებებოდეს. აყვანის შემდეგ კი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ კონკრეტული პერიოდი, როცა ძაღლს გაორმაგებული ყურადღება სჭირდება თქვენგან. მართალია, ყურადღების მიქცევა მუდმივად საჭიროა, მაგრამ, განსაკუთრებული ყურადღება ლეკვს 4-დან 6-თვის ასაკში უნდა მიაქციოთ, რადგან ამ პერიოდში ის კბილების ცვლას იწყებს. სამედიცინო თვალსაზრისით, კბილების ცვლა ერთ-ერთი რთული რამ არის ორგანიზმში. ამ პერიოდში ლეკვს დანამატის სახით ყველაზე მეტი ვიტამინის მიცემა სჭირდება, რადგან, ის იფიტება და იმუნიტეტი უქვეითდება. 

скачать dle 11.3