კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: როგორ მივხვდე, ავტომობილის ძრავას პრობლემები თუ შეექმნება? რა სიმპტომები აჩვენებს მის გაუმართავ მუშაობას?

პასუხი: პირველი ნიშანი – თუ დილით ავტომობილს ქოქავთ და ზეთის მაჩვენებელი ინდიკატორი მაშინვე კი არა, რამდენიმე წამის შემდეგ ჩაქრა, ეს იმას ნიშნავს, რომ ძრავა და მისი შიდა დეტალები უკვე საკმაოდ გაცვეთილია. მეორე ნიშანი – დილით დაქოქვისას, როდესაც ძრავა ცივია, ის გამოსცემს ცივი წკრიალის ხმას, ეს სულ რამდენიმე წამი გრძელდება და მერე იდეალურად იწყებს მუშაობას – მთელი დღე არანაირი ხმა აღარ აქვს. ეს ნიშნავს, რომ ძრავა სულ მალე გამოვა მწყობრიდან, თუ დროულად არ მიხედავთ. დროული მიხედვა კი კარგი ხარისხის ზეთის ჩასხმაა. მესამე ნიშანი კი უკვე იმ დროს იჩენს თავს, როცა ძრავას სერიოზული პრობლემა აქვს. ეს ხდება უკვე ავტომობილის, ანუ ძრავის გათბობის შემდეგ. ძრავის გახურების შემდეგ, ზეთი თხელდება, გათხელებული ზეთი ვეღარ ავსებს გარკვეულ დეტალებში გაჩენილ ღრიჭოებს. ამ ღრიჭოების არსებობა კი უკვე სერიოზული პრობლემაა და საშუალო ბრუნებზე, ვთქვათ, 2 500-დან 3 500 ბრუნამდე, ყრუ წკრიალის ხმა აქვს. არა ცივი, არამედ მოგუდული კაკუნის ხმა. ეს ხმა უკვე ნიშნავს, რომ ძრავა მწყობრიდანაა გამოსული. ავტომობილი იმწამსვე უნდა გააჩეროთ და გადაიყვანოთ პროფილაქტიკაში.

კითხვა: მყავს იაპონური წარმოების ავტომობილი და ვერაფრით შევეჩვიე მარჯვენა საჭით მის მართვას. მინდა, საჭის გადმოტანა, მაგრამ ვფრთხილობ, მეშინია, რამე სერიოზულად არ დაუზიანდეს და დისკომფორტი არ შემიქმნას. ვისაც ვკითხე, ყველა მეუბნება რომ ეს საკმაოდ სარისკოა. რას მირჩევთ?

პასუხი: საჭის გადატანაზე ჩვენი რუბრიკის საშუალებით არაერთხელ გვისაუბრია. თუ ამას კარგი სპეციალისტი აკეთებს, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა, მძღოლებმა თავიდანვე უნდა იცოდნენ ის ნიუანსები, რომელიც შემდეგ აუცილებლად შეუქმნით დისკომფორტს, მაგრამ თავიდან ამაზე არც კი დაფიქრებულან. მაგალითად, საჭის გადმოტანის შემთხვევაში, საბარგულის, ბენზინის ავზის, ძრავის სექტორის ხუფის, ანუ „კაპოტის” ასახდელი მოწყობილობები მარჯვენა მხარეს რჩება. იმ შემთხვევაში, თუ გვერდით ძალიან ახლობელი არ გიზით და ზემოდან ვერ გადააწვებით, მაშინ ამ მოქმედების შესასრულებლად, „შეწუხება” და ავტომობილიდან გადმოსვლა მოგიწევთ. ასეთი ბევრი ნიუანსია. იგივე, თუნდაც, კონდიციონერის სისტემებიც ვერ კეთდება ისე, რომ ზუსტად გამოუშვას ცივი თუ ცხელი ჰაერი. ასევე, ელექტროგაყვანილობებს უნდა მიექცეს ყურადღება, რომ სიგრძე გვერდით, საჭემდე ეყოს. პედლები და სამანიპულაციო ელემენტები ზუსტად უნდა იყოს განთავსებული. მომიწია ისეთი ავტომობილის მართვა, სადაც პედლები არაზუსტად იყო დამონტაჟებული და გვერდულად ვიჯექი საჭესთან. ასე რომ, თუ მარჯვენასაჭიან ავტომობილს შეიძენთ, ყველა ნიუანსი გაითვალისწინეთ.

კითხვა: მყავს ავტომობილი „მერსედესი”, 2001 წლის, მართვის ავტომატური კოლოფით. მუშაობს მაღალ ბრუნზე. დაახლოებით 1 000-1 100 ბრუნზე გადახურების მდგომარეობაშია. შესაბამისად, სიჩქარეში რომ ვაგდებ, ძიგძიგს იწყებს. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

პასუხი: ავტომობილის მაღალი ბრუნების დაკლება, არც ისე რთულია ხელოსნისთვის. ასეთ მდგომარეობაში მუშაობა კი კოლოფისთვის ძალიან ცუდია. ამიტომ, დროულად მიაკითხეთ ხელოსანს. მაღალი ბრუნები რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული იმისდა მიხედვით, ავტომობილი რა სისტემითაა აღჭურვილი. მაგრამ, ძირითადად მაინც ორ მიზეზს გამოვყოფ, რაც ბევრ მოდელზე ერთნაირად იჩენს თავს. ესენია: შემშვებ კოლექტორში საიდანღაც ჰაერი იპარება, ანუ მისი ან მასთან მიმაგრებული დეტალების ჰერმეტულობა დარღვეულია; მეორე – „დროსელი” შეიძლება, იყოს ნორმაზე ღია, რაც იმას ნიშნავს ავტომობილისთვის, რომ გაზზე ოდნავ ფეხია მიჭერილი. თუმცა, ამის დარეგულირებაც მარტივადაა შესაძლებელი. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „სიტროენი”. ავტომობილის ძირში დამცავი საფარი, ეგრეთ წოდებული „ზაშიტნიკი,” ოდნავ ჩამოწეული იყო, რისთვისაც ყურადღება არ მიმიქცევია. ამ წვიმების დროს კი მთლიანად ჩამოვარდა. ამ დღეებში მისი შეკეთება არ შემიძლია და იქნებ მითხრათ, რამდენად საშიშია ამ პლასტმასის გარეშე სიარული?

პასუხი: დამცავი პლასტმასის არქონა ერთი და ორი დღე პრობლემას არ შეგიქმნით. მაგრამ, რაც შეიძლება ფრთხილად უნდა იაროთ, მაქსიმალურად მოერიდოთ ორმოებსა და თხრილებს, რომ კარტერი არ დაზიანდეს და ზეთი არ დაიღვაროს. წვიმების შემთხვევაში კი, მოერიდეთ გუბეებს. კარგი იქნებოდა, სანამ ახალ პლასტმასს მიაყენებთ, ხელოსნისთვის მაინც გეჩვენებინათ, შიდა რაიმე დეტალი არ იყოს დაზიანებული პლასტმასთან ერთად. 

скачать dle 11.3