კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რატომ არ გაჰყვა „ვაით ნეგა“ კანონიერი ქურდი ბიძების გზას და რა კომფორტი ჰქონდა მას ჰოლანდიურ ციხეში

რეპერმა „ვაით ნეგამ“ – იგივე ზურიკო კოკლინმა ნიდერლანდების სამეფოში მკურნალობისა და რეაბილიტაციის სრული კურსი გაიარა. ამბობს, რომ ქართველმა ექიმებმა გადარჩენის ყოველგვარი  იმედი გადაუწურეს, ჰოლანდიელმა ექიმებმა კი სიკვდილს გადაარჩინეს. ოქტომბრის ამბების შემდეგ, მან საპროტესტო სიმღერაც ჩაწერა – ამბობს, რომ რეგულარულად მოიხმარს მარიხუანას, მაგრამ მძიმე ნარკოტიკს არ ეკარება.

 ზურა კოკლინი: ამჟამად დეიდაჩემთან ვცხოვრობ, დეპორტაციას ვერ მიკეთებენ (იცინის). ერთადერთი შანსი, რომ ჰოლანდიაში საბუთი „დავითრიო,“ ის არის, რომ აქაურ ქალთან ხელი მოვაწერო. სხვა არანაირად არ გამოვა. საერთოდ, აქაურ ხელისუფლებას ქართველები და საქართველოდან ჩამოსულები დიდად არ „ევასება“, ცუდად ექცევიან ძალიან – ალბათ, იმიტომ რომ ტელევიზიით ყველაფერი კარგად ჩანს და გეუბნებიან თქვენთან ხომ ყველაფერი კარგად არის, სომალელებივით არ გიჭირთ და აქეთ რატომ მორბიხართო. აფრიკელებს და იქაურ ლტოლვილებს, ყველას უპრობლემოდ აძლევენ საბუთს – ჰგონიათ, რომ ჩვენ არ გვიჭირს. გაყარეს ბევრი – დარჩნენ მარტო ხელოვანები, ვისაც ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლება აქვს. მე ალკმაარში ვცხოვრობ და, რომ იგებენ საქართველოდან ვარ, ძალიან უხარიათ. შოთა არველაძე ძალიან უყვართ აქ. შესაბამისად, ქართველების მიმართაც კარგადაა ხალხი განწყობილი. სულ უკვირთ ჩვენი მენტალიტეტი და ტრადიციები. გოგოს რომ სადმე დაპატიჟებ, ეგ ხომ ელემენტარულია, რომ ფული შენ უნდა გადაიხადო – ამათ ეგ უკვირთ. ერთი გოგო დავპატიჟე ეგრე და ისე გაუხარდა, ზედ შემომხატა და კისერზე ჩამომეკიდა (იცინის). ქართული ენაც რომ ესმით, ამბობენ, ჟღერადი და ძალიან ლამაზიაო. ისე, აქაც არის მაინც ნაციონალისტური განწყობა, 2009-2010-ში ძალიან ბევრი შემოეყარა საქართველოდან ნარკომანები...

– ნარკომანი და წამალი უკვირთ ჰოლანდიაში? არ გამაგიჟო ახლა...

– (იცინის) ჰო, აბა? წარმოიდგინე, ხომ ლეგალიზებულია მარიხუანა, მაგრამ 90 პროცენტი სულ ჩამოსულები ეწევიან. ჰოლანდიელი მაგაზე დროს და ფულს არ დახარჯავს. ბევრს მუშაობენ, რომ ფული დააგროვონ და კარგად დაისვენონ. დაზომბირებულები არიან, ზედმეტ კაპიკს არ გადაიხდიან არაფერში. ზოგადადაც, ძუნწი ხალხია. ნაციონალიზმზე რომ ვამბობდი, არის აქ ოჯახები, რომლებიც დღემდე შავკანიანს გამარჯობას არ ეუბნებიან. ერთი სიტყვით, კომუნისტური ცხოვრებაა აქ – კარგი მანქანა რომ იყიდო, ვთქვათ, და არ მუშაობ, მოგადგებიან, დაგკითხავენ და თუ ვერ დაამტკიცე საიდან გაქვს – ჩამოგართმევენ.

– ესე იგი, უცხოელები არ უყვართ დიდად...

– რა ვიცი, ასეც არის და ისეც. პოლონელები არიან აქ ბევრნი. მაგათთან ხომ ზლოტია, ევრო არ არის. აქ ჩამოდიან სამუშაოდ და ფულს შოულობენ – 100 ევრო 10 000 ზლოტია (იცინის). მერე პოლონეთში ბრუნდებიან და მილიონერები ხდებიან.

– შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია ამჟამად?

– ძალიან კარგად ვარ. ჰოლანდიელმა ექიმებმა სიცოცხლე დამიბრუნეს. რეზისტენტული ტუბერკულოზი მქონდა – 180 000 ევრო დაჯდა ჩემი მკურნალობა და მთლიანად ჰოლანდიის მთავრობამ დამაფინანსა. მორჩილად მივყვებოდი, მეტი რა გზა მქონდა. ახლა რომ ვფიქრობ, რა პროცედურებს მიტარებდნენ, გული მისკდება. ერთხელ რაღაცა ზონდისმაგვარი მილით ფილტვში ჩავიდნენ ცხვირიდან – ეგეთი რამე გაგებულიც არ მქონდა. მონიტორზე ჩემს შიგნეულს ვხედავდი, გავგიჟდი კინაღამ (იცინის). ვეუბნები, ხალხო, ეგ ეკრანი მაინც გაწიეთ, სადისტები ხართ-მეთქი?! 18 თვის განმავლობაში დღეში 25 ტაბლეტს ვიღებდი, 3 ქილა სისხლს მიღებდნენ დღეში... უდიპლომო ექიმი ვარ. მაგ ამბების მერე, შემიძლია, ქართველ ექიმებს ტრენინგები ჩავუტარო (იცინის).

– მარიხუანას ეწევი, როგორც მითხარი...

– კი, ვეწევი ხოლმე. რომ არ მომეწია, გავგიჟდებოდი ამ ხნის განმავლობაში, ისე, ვცდილობ, ნელ-ნელა მოვეშვა. აქ ჩამოვიდეს მუსიკოსი და მარიხუანა არ მოწიოს, წარმოუდგენელია – კარგია, გონებას ხსნის, გეხმარება. მთავარია, არ „დაიგრუზო“ და არც გავნებს. „გაბერილი“ მექნებოდა გიჟივით, რომ არ მომეწია, საშინელი რაღაცეები მაქვს გამოვლილი. უფრო სერიოზულ ნარკოტიკს არც გავკარებივარ და არც გავეკარები. ჩემ თვალწინ მოუხარშავთ და გაუკეთებიათ უბნელებს, ეგ ადამიანზეა დამოკიდებული. უბრალოდ, მეცოდება ეგეთი ხალხი, ციხე კი არა, მკურნალობა სჭირდებათ. ჰოლანდიაში მძიმე ნარკოტიკიც ლეგალიზებულია. ძირითადად, შავები და ემიგრანტები ვაჭრობენ წამლით. სადგურთან დგანან და თუ თვითონ არ ყიდიან, აუცილებლად მიგასწავლიან „დილერს“. აქ ჩვეულებრივად არის კაფეები – „ქოფი შოპ“, სადაც იყიდება ნარკოტიკი, მაგრამ ასაკი შეზღუდულია, რა თქმა უნდა. ბავშვები გარეთ დგანან და უფროსებს სთხოვენ, მიყიდეო – მე არასდროს მიყიდია ბავშვისთვის „პლანი“ და არც ვიყიდი – საშინელებაა...

– კრიმინალის დონე მაღალია?

– გააჩნია. როტერდამში ჩაწეული მინით ვერ დატოვებ მანქანას, მაშინვე მოგპარავენ – ძირითადად აფრიკელები. ქართველი ქურდები და ყაჩაღები აღარ არიან აქ. ვინც დარჩა, წესიერი ხალხია.

– ყველაზე რთულად რომელი პერიოდი გახსენდება ჰოლანდიაში ცხოვრებიდან?

– ალბათ, საავადმყოფოში რომ ვიწექი და კიდევ ციხე... ორი კვირა მარტო ვიწექი, იზოლირებული. ექიმები ნიღბებით შემოდიოდნენ, ვიდრე გაიგებდნენ, „გადამდები ვიყავი“ თუ არა. მაღაზიაში ნიღბით გავდიოდი, მაძლევდნენ გარეთ გასვლის უფლებას – ყველა მე მიყურებდა, საცოდავს რა სჭირსო, ფიქრობდნენ... მაგრად „მიტყდებოდა“. მერე აღმოჩნდა, რომ არ ვიყავი გადამდები და გადამიყვანეს ჩვეულებრივ პალატაში. ქართველმა ექიმებმა ყველანაირი იმედი გადამიწურეს, ჩვენ ვერ მოგარჩენთო, მეგონა, ვკვდებოდი... ჰოლანდიელმა ექიმებმა სიცოცხლე დამიბრუნეს: უკეთესობისკენ მიდის ყველაფერი – არაფერს ვნანობ, მიმაჩნია, რომ საჭირო იყო.

– ძველ ხელისუფლებასთან მაინცდამაინც კარგ ურთიერთობაში არ იყავი და ამიტომ არ ჩამოდიოდი?

– ჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა. მე არ შემხებიან, სამაგიეროდ, ჩემს მეგობრებს შეეხნენ. ბევრი იჯდა ციხეში და ციხის ამბებიც, ასე თუ ისე, ვიცი. საგიჟეთი რომ იყო და განწირული ღრიალი ისმოდა მთელი ღამე. მაგ ამბებს მივუძღვენი საპროტესტო სიმღერა. 2 კვირა ვიჯექი ჰოლანდიურ ციხეში და სატანჯველი იყო. ქართულ ციხესთან რა შედარებაა, სატრენაჟორო დარბაზია ციხეში, დღეში სამჯერადი კვება. კამერაში სულ ორი კაცი ვიყავით – განვიცდიდი ძალიან, მაგრამ ვიმშვიდებდი თავს, რომ ჩემი მეგობრები უარეს დღეში იყვნენ ქართულ ციხეში. წინასწარი დაკავების იზოლატორში თეთრეულისა და პლედის გარეშე, ცარიელ ბეტონზე ვიწექი. მარტო ჭერი იყო ღია და იქიდან შემოდიოდა შუქი. ზედამხედველმა რომ გაიგო, საქართველოდან ვიყავი, ძალიან გაუხარდა, „ალკმაარის“ ქომაგი იყო და შოთას ხათრით კარგად მექცეოდა (იცინის). მანამდე, 2010-ში დამიჭირეს, მაგრამ დეპორტაციას ვერ მიხერხებენ, იმიტომ რომ თანამშრომლობაზე არ ვთანხმდები, ხელს არ ვაწერ და საბუთებს ვხევ ხოლმე (იცინის). ისე გამოდის, რომ თავი არ უნდა დავაჭერინო...

– ჩამოსვლა გადაიფიქრე?

– რა გავაკეთო, რომ ჩამოვიდე? მშობლების კისერზე ვიჯდე 27 წლის ბიჭი? ამიტომაც არ ჩამოვდივარ.

– შენი ბიძები კანონიერი ავტორიტეტები იყვნენ და შენ რატომ არ გაჰყევი ამ გზას? შენ თუ იწონებ ამ გზას?

– ჩემთვის ყველანაირი გზა მისაღებია, რაც ადამიანურია. ისე მოხდა, რომ სხვა გზა ავირჩიე, მაგრამ ამ გარემოში ვიზრდებოდი და ასეთ ადამიანებს პატივს ვცემ. ძალიან კარგი ბიძები მყავდა, აღარც ერთი აღარ არის ცოცხალი. ერთხელ მქონდა ბიძაჩემთან ლაპარაკი მაგ თემაზე, ბავშვი ვიყავი, ცეპებით და ჩაჩებით დავდიოდი. მითხრა, მთავარია, გულით აკეთო, რასაც აკეთებ და ყველაფერი გამოგივა. ყველა ქურდი და ყაჩაღი ვერ იქნებაო (იცინის).

– თქვი, რომ ჰოლანდიელ გოგონას ხვდები.

– როგორ გითხრა, არ მინდა ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება. ამ ეტაპზე მარტო შვილი და ოჯახი მაინტერესებს. კი, ვხვდებით ერთმანეთს. ეს გოგონა ჰოლანდიაშია დაბადებული და გაზრდილი, ძალიან დამეხმარა და გვერდში დამიდგა – თუმცა, გამოვტყდები, სერიოზული ურთიერთობების ცოტა მეშინია. არ მინდა, თავი შევაყვარო და მერე გული ვატკინო – უმაგრესი ადამიანია და ძალიან ვაფასებ.

скачать dle 11.3