კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კალეიდოსკოპი

ფიზიკოსებმა რადიაციის უცნობი ფორმა აღმოაჩინეს

ადამიანმა პირველად შეძლო, ჩაეხედა სამყაროს ყველაზე ადრეულ „ბავშვობაში“, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით – ანუ, როდესაც ის დაბადებიდან სულ რაღაც 100-დან 300 წლამდე ასაკის იყო. ამერიკელმა მეცნიერებმა უფრო ზუსტად შეისწავლეს „მისი სინათლის ანაბეჭდი“, ვიდრე თავისი არსით წარმოადგენს კოსმოსური მიკროტალღური ფონური გამოსხივება (კიდევ მას რელიქტურს უწოდებენ) და შეძლეს, მიეღოთ უფრო ზუსტი ცნობები იმ დროს მიმდინარე ფიზიკური პროცესების შესახებ. აგრეთვე, აღმოაჩინეს რადიაციის აქამდე უცნობი ფორმის ნიშნები. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მატერია მთლად ისე არ იქმნებოდა, როგორც მანამდე ფიქრობდნენ.

უფრო მაღალი გარჩევადობით, ხმაურებისა და სხვა დაბრკოლებებისგან მნიშვნელოვნად გასუფთავებული მონაცემები მგრძნობიარე აპარატურის საშუალებით მიიღეს, რომლებიც ორბიტულ ობსერვატორია Planck-ზე და „ნასას“ კოსმოსურ აპარატ WMAP-ზეა დადგმული და განკუთვნილია სახელდობრ რელიქტური გამოსხივების ანალიზისთვის.

თანამედროვე შეხედულება იმის შესახებ, თუ როგორ ფორმირდებოდა სამყარო, ძირითადად, დადასტურდა, თუმცა, გამოვლინდა გადახვევა „სტანდარტისგან“ – აღმოჩნდა რელიატივისტური ნაწილაკები, რომელთა წყაროს არ წარმოადგენს რელიქტური გამოსხივება. მკვლევრებს აქვთ ორი ჰიპოთეზა: პირველის თანახმად, შეიძლება, ვილაპარაკოთ ეგრეთ წოდებულ „გარეულ“ ნეიტრონზე (სუბატომური ნაწილაკები, ელექტრულად ნეიტრალური, ძალზე მცირე, პრაქტიკულად, გაუზომავი მასით). ტერმინი „გარეული,“ მოცემულ შემთხვევაში, ნიშნავს, რომ ეს ნაწილაკები, რომლებიც სამყაროს „შექმნაში მონაწილეობდნენ“, სულაც არ არიან ისეთები, როგორიც ნეიტრონები, რომლებიც ამჟამად ფორმირდებიან.

მეორე ჰიპოთეზის თანახმად, უცნობი გამოსხივება თავის წარმოშობას უნდა უმადლოდეს, ასევე, უცნობი ბნელი ენერგიის ფორმას, რომელიც სამყაროს ადრეულ დღეებში, როგორც ჩანს, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჩვენს დროში. ბნელი ენერგია – ეს ანტიგრავიტაციული ძალაა, რომელიც სამყაროს გაფართოებას აჩქარებს.

მაიას უნიკალური ქანდაკება 

არქეოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა გვატემალაში მაიას „გასაოცარი“ ქანდაკება აღმოაჩინა. ქანდაკება მაიას პირამიდის შესწავლის დროს იპოვეს – მის ქვეშ იმყოფებოდა ნაძერწი ფრიზი, რომლის სიგრძე 9 მეტრია, ხოლო სიმაღლე – 1,8 მეტრი.

სწავლულთა გამოთვლით, ქანდაკება და ფრიზი დაახლოებით 590 წელს გაუკეთებიათ. წითლად შეღებილი ფრიზი ლურჯი, ყვითელი და მწვანე ფერის დეტალებით გამოსახავს სამ მამაკაცს, რომლებსაც ახურავთ მაიას ტრადიციული თავსაბურავები. არქეოლოგების თქმით, სიძველეები შესანიშნავადაა  შემონახული. ერთი ვერსიით, სცენა გამოსახავს მეფედ კურთხევას.

პირამიდაში კი იპოვეს ადამიანის ჩონჩხი და ძვირფასი ქვებით შემკული სამკაულები. მეცნიერთა აზრით, პირამიდაში დაკრძალულია მმართველი კლასის წარმომადგენელი. მკვლევრები აპირებენ, გათხრები სწორედ მის ირგვლივ  აწარმოონ. არქეოლოგებმა აღმოჩენა გააკეთეს, სავარაუდოდ, პოტენციური მძარცველების, უძველეს სიმდიდრეთა მაძიებლების მიერ გათხრილი არხის  შესწავლისას. 

გენიოსები „ახალგაზრდავდებიან“

ინგლისის ქალაქ ნორტჰემპტონის სკოლის 11 წლის მოსწავლე პრეტენზიას აცხადებს ქვეყანაში  ყველაზე ჭკვიანი ბავშვის სახელზე. გოგონას ინტელექტის კოეფიციენტი – IQ – 162 ქულის ტოლია, რაც უფრო მეტია, ვიდრე ბილ გეიტსის, ალბერტ აინშტაინისა და სტივენ ჰოკინგის 160-ქულიანი მაჩვენებლები.

კერის კუკსამი-პარნელი ტესტირებას მენსის ორგანიზაციაში გადიოდა, რომელიც მაღალი ინტელექტის ადამიანებს უტარებს ტესტირებას. ამ ორგანიზაციის წევრია მისი მამაც, რომლის IQ 142 ქულაა. გოგონას სიტყვებით. მისი მიზანი „სახუმარო“ იყო – უნდოდა ეჯობნა მამისთვის, მაგრამ, ის არ მოელოდა, რომ მამას მთელი 20 ქულით გაუსწრებდა. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, კერისი იმ ადამიანთა 0,004 პროცენტში შედის, რომლებმაც ერთხელ მაინც აჩვენეს 162-ქულიანი შედეგი მენსის ტესტის მიხედვით.

როგორც გოგონა ამბობს, ის არ აწყობს განსაკუთრებულ ინტელექტუალურ დისკუსიებს თავის თანატოლებთან. მისი მამა კი აცხადებს, რომ კერისი ყოველთვის ჩვეულებრივი ბავშვი იყო და სულაც არ გამოიყურებოდა „უცნაურად“, მაგრამ, ძალიან უყვარდა კითხვა. ამასთან, ცხადი იყო, რომ მას განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა.

ახლა კერისი „გენიოსების საზოგადოებას“ შეუერთდა, მომავალში კი მას სურს იმუშაოს ფინანსების სფეროში, ვინაიდან, მას სიამოვნებს, საქმე ჰქონდეს რიცხვებთან. გოგონა იმედოვნებს, რომ, ერთხელაც, ის შეძლებს, უხელმძღვანელოს ინგლისის ბანკს ან გახდეს პრემიერ-მინისტრი.

скачать dle 11.3