კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პერიოდში ჯობია სასიყვარულო რომანის წამოწყება

ყველა მოვლენას და მათ შორის, სასიყვარულო ურთიერთობებსაც, საკუთარი საწყისი წერტილი აქვს. ამ საწყის წერტილს ასტროლოგიაში ერთ-ერთი უმთავრესი როლი აკისრია, რადგან საკმაოდ საინტერესო და გამოსადეგი ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა. თუ იმ დღეს გაიხსენებთ, როცა პირველად შევხდით გულის სწორს და გაარკვევთ, იმ დროს მზე რომელ ზოდიაქოს ნიშანს გადიოდა, თქვენსა და თქვენი საყვარელი ადამიანის მომავალზე უფრო მეტს შეიტყობთ. ეს საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია. კერძოდ, თუ თქვენს პარტნიორს შეხვდებით: 

ვერძის ზოდიაქოში, ანუ 21 მარტიდან 20 აპრილამდე: სწრაფი და ნათელი ნაცნობობის დასაწყისია. თქვენ გმართებთ, გამოავლინოთ საკუთარი ინდივიდუალობა და ამის საშუალება პარტნიორსაც მისცეთ. ბევრს მიაღწევთ, თუ ერთი მიზანი გექნებათ. ნებისმიერი პარტნიორის მხრიდან მკვეთრ და იმპულსურ მოქმედებებს ნეგატიური შედეგი მოჰყვება. ნუ დაიწყებთ ეგოიზმის გამოვლენას, იფიქრეთ პარტნიორზეც. 

კუროს ზოდიაქოში, ანუ 21 აპრილიდან 20 მაისამდე: ემოციური და გრძნობისმიერი ურთიერთობების დასაწყისია. თქვენი მიზანია, ისწავლოთ ადამიანური სითბოს გამოვლენა რჩეულის მიმართ. არ დაიზაროთ და დაინანოთ კომპლიმენტები, ეს ხელს შეუწყობს თქვენი ურთიერთობის განმტკიცებას. ერთადერთი ნეგატიური ტენდენცია, რომელიც ამ პერიოდში დაწყებულ ურთიერთობებს უშლის ხელს, ესაა სიჯიუტე. 

ტყუპების ზოდიაქოში ანუ, 21 მაისიდან 20 ივნისამდე: ამ პერიოდში იმატებს მგზავრობისას ან ტელეფონით გაცნობის ალბათობა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ურთიერთობა ინტელექტუალურ დონეზე წარიმართება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ეს ყოველივე ზედაპირულ ხასიათს ატარებს. თუ რჩეულის დაკარგვა არ გინდათ, მაშინ კატეგორიულად გირჩევთ, მოერიდეთ ამავე პერიოდში ახალი ფლირტის დაწყებას. 

კირჩხიბის ზოდიაქოში, ანუ 21 ივნისიდან 22 ივლისამდე: ამ დროს დაწყებული ურთიერთობე ბის აბსოლუტური უმრავლესობა ოჯახის შექმნით მთავრდება. ნებისმიერი პირადი ნაცნობობა, შესაძლოა, ურთიერთსიმპათიასა და შემდეგ, დიდ სიყვარულში გადაიზარდოს. იმ ადამიანებს კი, ვისთვისაც ფლირტი გართობაა, თავშეკავებას ვურჩევთ, რადგან ამას მათი ემოციური მხარის რღვევა მოჰყვება. 

ლომის ზოდიაქოში, ანუ 23 ივლისიდან 23 აგვისტომდე: შემოქმედი ადამიანებისთვის ეს იდეალური დროა სასიყვარულო ურთიერთობების წამოსაწყებად. თეატრში, კინოში, ბარში, რესტორანში, კონცერტებზე, ანუ სწორედ თავშეყრის ასეთ ადგილებშია დიდი ალბათობა იმისა, რომ მომავალი მეორე ნახევარი გაიცნოთ. თუ მასთან სიყვარულის გაგრძელებაზე სერიოზულად ფიქრობთ, მაშინ თქვენი გულის სწორი გაანებივრეთ საჩუქრებით. ეს თქვენს მომავალ ურთიერთობას უფრო მეტ რომანტიკულობას შესძენს. 

ქალწულის ზოდიაქოში, ანუ 24 აგვისტოდან 24 სექტემბრამდე: ზედმეტი თავმდაბლობა, კრიტიკულობა და ეჭვიანობა ის ტენდენციებია, რაც ამ პერიოდში წამოწყებულ ურთიერთობას უშლის ხელს. პარტნიორის მიმართ იყავით ყურადღებიანი, გააანალიზეთ და გათვალეთ ნებისმიერი წვრილმანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მომავალში პრობლემებს შეგიქმნით. რჩეულის წინაშე იყავით მეტად მოწესრიგებული. 

სასწორის ზოდიაქოში, ანუ 24 სექტემბერიდან 23 ოქტომბრამდე: ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობები ვერ იტანს უხეშობას – ორივე პარტნიორის მხრიდან მოითხოვს სიმშვიდისა და დელიკატურობის გამოვლენას. ამ დროს ნებისმიერი წამოწყება და ინიციატივა პარტნიორს უნდა მიანდოთ. შეეცადეთ, თავს არ მოახვიოთ თქვენი იდეები. 

მორიელის ზოდიაქოში, ანუ 24 ოქტომბრიდან 21 ნოემბრამდე: ეს პერიოდი ძირითადად ვნებიანი და სექსუალური ადამიანებისთვისაა ხელსაყრელი. ამ დროს ნებისმიერი დამაინტრიგებელი საშუალება გამართლებულია. თამამად შენიღბეთ საკუთარი პიროვნება, მიეცით იდუმალი და მისტიკური სახე. ეს კიდევ უფრო გაუმძაფრებს თქვენს პარტნიორს თქვენთან ურთიერთობის სურვილს. თუმცა, არ არის გამორიცხული, მხურვალე რომანს დიდი სულიერი ტკივილიც მოჰყვეს. 

მშვილდოსნის ზოდიაქოში, ანუ 22 ნოემბერიან 21 დეკემბრამდე: ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობა ზედაპირულია. კარგი იქნება, თუ რომელიმე პარტნიორი საკუთარ თავზე აიღებს მასწავლებლის ფუნქციას. ერთად მოგზაურობა პოზიტიურად აისახება თქვენს ურთიერთობაზე. 

თხის რქის ზოდიაქოში, ანუ  22 დეკემბერიდან 19 იანვრამდე: ამ დროს დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა სერიოზულია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერმა დაუფიქრებელმა და გაუაზრებელმა მოქმედებამ, შესაძლოა, გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგიყვანოთ. წინააღმდეგობების ნუ შეგეშინდებათ, თქვენ სასურველ შედეგს მიაღწევთ. 

მერწყული ზოდიაქოში, ანუ 20 იანვრიდან 18 თებერვლამდე: ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობა უცნაური და ორიგინალური იქნება. შესაძლოა, მოვლენები ისე სწრაფად განვითარდეს, რომ პარტნიორებმა ერთმანეთის ნორმალურად გაცნობაც კი ვერ მოასწრონ. 

თევზების ზოდიაქოში, ანუ 19 თებერვლიდან 20 მარტამდე: ამ პერიოდში ჩამოყალიბებული სასიყვარულო ურთიერთობის დროს ყველა ნიუანსს უნდა მიაქციოთ ყურადღება. იყავით გულწრფელი. ნებისმიერ ტყუილს გამოუსწორებელი ზიანი მოჰყვება და მოსალოდნელია, ურთიერთობის ნგრევა. ამიტომ, შეეცადეთ, სიმართლე ილაპარაკოთ. 

скачать dle 11.3