კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

როგორ დაიჭრა ფრონტის წინა ხაზზე სტალინი

1944 წლის 29 მარტს დიდი ბელადი, გიორგი ჟუკოვის თანხლებით, პირველი უკრაინული ფრონტის სამეთაურო პუნქტს ეწვია დასავლეთ უკრაინაში, რათა ადგილზე გაცნობოდა ჩვენი სახელოვანი არმიის წარმატებულ წინსვლას, თან ფაშისტ ოკუპანტთა უკუსვლისთვის შეევლო თვალი. ჩვენი ფორტ-პოსტი ლვოვთან ახლოს, სულ ახლად გათავისუფლებულ ტერიტორიაზე მდებარეობდა. იქ ჯერ კიდევ გაუნადგურებელი ნაციონალისტი უკრაინელების ბანდები დაძრწოდნენ და ზოგჯერ ფაშისტური ავიაციის თვითმფრინავებიც ახერხებდნენ იმ ზონაში შეჭრას. ფაქტობრივად, ფრონტის წინა ხაზზე გამგზავრების გადაწყვეტილება დიდმა ბელადმა ორი დღით ადრე მიიღო და მიუხედავად ჩვენი (დაცვის) და ბერიას დაჟინებული თხოვნისა, გადაეფიქრებინა გამგზავრება, მან თავისი გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ სტალინს სიტყვას ვერავინ უბრუნებდა და მასთან მსგავსი „პაექრობა“ ცეცხლთან თამაშის ტოლფასი იყო. თუმცა, ასეთი რამ მაინც მომხდარა და ეს ყოველივე, დიდი ბელადის პირადი უსაფრთხოების გამო. 2 მარტს, მას შემდეგ, რაც სტალინმა გამგზავრების ბრძანება გასცა, ბერიასა და დიდ ბელადს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა: „ამხანაგო სტალინ, იქ (იგულისხმება დასავლეთი უკრაინა) ჯერ კიდევ ბანდები დაძრწიან და მიუხედავად ჩვენი უპირატესობისა, კვლავ საშიშია გამგზავრება. ამიტომ, კატეგორიულად მოგიწოდებთ, უარი თქვათ და სხვა ვინმე გააგზავნოთ“. სტალინს ჩაეღიმა (ეს საუბარი დიდი ბელადის კაბინეტში მიმდინარეობდა), ჩიბუხი დატენა, შემდეგ გააბოლა და კარგა ხნის პაუზის შემდეგ თქვა: „ლავრენტი! კატეგორიული მოწოდება კარგა ხანია, არავისგან მომისმენია და სიმართლე გითხრა, ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში ისე ცოტა იყო, რომ ცალი ხელის თითებზე დაეტევა“. ბერია გასუსული უსმენდა დიდ ბელადს. თუმცა, სახეზე არამცთუ შიში, ოდნავი დაბნეულობაც კი არ შეინიშნებოდა. სტალინი განაგრძობდა: „ნუთუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენი ძლევამოსილი წითელი არმიის მეთაური მხოლოდ საკუთარი კაბინეტიდან უნდა ხელმძღვანელობდეს ჩვენს ასევე, ძლევამოსილ წინსვლას? მას უფლება არ აქვს, საკუთარი თვალით იხილოს ის პროცესი, რომელსაც მთელი ომის განმავლობაში ასე მოუთმენლად ელოდა?“ ბერიას წარბიც არ შეუხრია, ჯიუტად კვლავ განაგრძო: „ამხანაგო სტალინ, სწორედ ჩვენი ძლევამოსილი გამარჯვების გამო გთხოვთ, უარი განაცხადოთ იმ სახიფათო ზონაში გამგზავრებაზე და აქედან გააგრძელოთ მეთაურობა. მით უმეტეს, რომ თქვენი იქ ჩასვლა, მაინც შეუმჩნეველი დარჩება ჯარისკაცებისთვის და არანაირ მორალურ ეფექტს არ მოიტანს“. სტალინს კვლავ გაეღიმა, თუმცა, ეგრევე არ უპასუხა და მხოლოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თქვა: „მე ასე არ ვფიქრობ. დარწმუნებული ვარ, როცა ჩვენს ძლევამოსილ ჯარისკაცებს სიტყვით მივმართავ, მათ არ უნდა გაუჭირდეთ ჩემი ცნობა“. ბერია, რომელსაც აქამდე აღელვება არ ეტყობოდა, ერთბაშად წამოწითლდა, შემდეგ მარცხენა წარბი ნერვიულად აუთამაშდა და ჩაილაპარაკა: „ამხანაგო სტალინ! ჩვენო დიდო მამაო! სწორედ რომ, ჩვენი ძლევამოსილი გამარჯვების გამო არ შეიძლება, თქვენ ასეთი გაუმართლებელი რისკი გაწიოთ. მიუხედავად თქვენდამი უზომო სიყვარულისა და მორჩილებისა, ჩვენ (იგულისხმება „ჩეკა“, რომელსაც მეთაურობდა ბერია და ფორმალურად სტალინის დაცვაც მას  ექვემდებარებოდა) იძულებული ვართ, თქვენს ბრძანებას არ დავემორჩილოთ და დასავლეთ უკრაინაში თქვენს გამგზავრებას შევეწინააღმდეგოთ“. სტალინი, რომელიც თითქმის ყოველთვის ინარჩუნებდა აბსოლუტურ წონასწორობას, ბერიას სიტყვებმა გააღიზიანა. სიბრაზისგან გაფითრდა, თუმცა უცებვე დაიოკა ვნება და სავსებით მშვიდად მიუგო: „ლავრენტი! ჩემი სიტყვა საბოლოოა, მას მე არ შევცვლი და ქვეყანა რომ დაინგრეს, მაინც უნდა გავემგზავრო“. დიდი ბელადის ეს სიტყვები იმდენად შეუვალი იყო, ბერიას მთელი სიმტკიცე და სიტყვის შებრუნების ყოველგვარი ხალისი წამშივე დაეკარგა. თუმცა, შეპასუხება უკანასკნელად მაინც სცადა: „ამხანაგო სტალინ! ჩვენ (იგულისხმება „ჩეკა“) კანონიერი უფლება გვაქვს, გავაუქმოთ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც თქვენს უსაფრთხოებას ემუქრება და ამგვარად...“ სტალინმა ბერიას უხეშად შეაწყვეტინა: „ამგვარად, თქვენ მიიჩნევთ, რომ უფლება გაქვთ, მთავარსარდლის ბრძანება გააუქმოთ და საკუთარი შეხედულებისამებრ იმოქმედოთ, არა?“ სტალინმა პაუზა გააკეთა, ჩიბუხი დატენა, შემდეგ გააბოლა და კაბინეტში კარგა ხნის სიარულის შემდეგ ჩაილაპარაკა: „ლავრენტი! მე მესმის შენი, მესმის, რომ მართლაც ქვეყნის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნავ, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება. ასე რომ, ჯობია, გასამგზავრებლად გაემზადო და საერთო უსაფრთხოებაზე იზრუნო, ხოლო ჩემზე კი ღმერთი გაირჯება...“ ბერიამ თვალები გადმოკარკლა. სტალინის ბოლო ფრაზამ: ჩემზე ღმერთი იზრუნებსო, მას არამცთუ სმენა, არამედ ცნობიერებაც მოსჭრა. სტალინმა მშვენივრად შენიშნა ბერიას ეს მეტამორფოზა და ჩაეღიმა: „ლავრენტი! ნუ დაგავიწყდება, რომ მე ძველი სემინარიელი ვარ. დედაჩემს კი სიცოცხლის ბოლო წუთამდე უნდოდა, რომ მე გენერალური მდივნის თანამდებობა მღვდლობაზე გამეცვალა და ღვთის გზას დავდგომოდი...“

ამგვარად, 29 მარტს, დილის 7 საათზე, სტალინი და პოლიტბიუროს რამდენიმე წევრი დასავლეთ უკრაინაში გაფრინდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჟუკოვისა და ბერიას საიდუმლო შეთანხმების საფუძველზე, დასავლეთ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჩატარდა, რათა იქაურობა (იგულისხმება ის კვადრატი, სადაც  სტალინი უნდა ჩასულიყო) ასი პროცენტით გაეწმინდათ დარჩენილი მტრისგან. მათი, ეს ერთობლივი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად იყო მიღებული და მხოლოდ კეთილი ნებით ნაკარნახევი. გარდა ამისა, გაძლიერდა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, რათა არც ერთ ფაშისტურ თვითმფრინავს იქ რეიდი არ განეხორციელებინა. ერთი სიტყვით, ფაქტობრივად, ნებისმიერი შემთხვევითობა გამოირიცხა და დიდი ბელადის ჩასვლას ფრონტის წინა ხაზზე როგორც უშიშროება, ასევე სამხედროები, დამშვიდებული შეხვდნენ. ზუსტად 13.00 საათზე მთელი ჩვენი დელეგაცია უკვე დასავლეთ უკრაინაში, მთავარ სამეთაურო პუნქტზე იმყოფებოდა. მეორე დღისთვის, 30 მარტს, დანიშნული იყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომელიც მთელი ფრონტით შეტევას ისახავდა მიზნად და სტალინი სწორედ ამისთვის ჩავიდა იქ. ეს ოპერაცია ღამის 02.00 საათზე უნდა დაწყებულიყო. 13 საათი გვქონდა იმისთვის, დეტალურად გავცნობოდით მომზადების პროცესს.  დიდი ბელადი, დურბინდით ხელში, ძალიან ყურადღებით აკვირდებოდა მტერს და რამდენიმე შენიშვნაც კი მისცა ჩვენს სამხედრო ხელმძღვანელობას. საღამოს 22.00 საათზე, იმ დროს, როდესაც შეტევის დაწყებამდე მხოლოდ ოთხი საათი რჩებოდა, უეცრად, ცაში ასობით ფაშისტური „მესსერშმიდტი“ გამოჩნდა და ჩვენი გაძლიერებული საჰაერო თავდაცვის ძალისხმევის მიუხედავად, ჩვენი პოზიციების მასირებული დაბომბვა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სამეთაურო პუნქტის პოზიციები საიმედოდ იყო გამაგრებული და თავშესაფარი მიწაში საკმაოდ ღრმად იყო (სპეციალურად სტალინის ჩამოსვლის წინ გაამაგრეს), იმდენად მოულოდნელი და მასირებული გამოდგა ეს ფაშისტური თავდასხმა, რომ ჩამოგდებული ბომბები სტალინის თავშესაფარსაც კი მისწვდა. დიდი ბელადი მარცხენა მხარში დაიჭრა. ბეტონის სარკოფაგში ჩასმული მიწური ტყის პირას მდებარეობდა და, ერთი შეხედვით, უსაფრთხო იყო. მაგრამ, „მესსერშმიდტების“ მიერ ნატყორცნმა ბომბებმა მისი მარჯვენა კიდე შეანგრია და მცირე ნამსხვრევებმა შეაღწია შიგნითაც. სტალინს იმ სეზონისთვის (ჯერ კიდევ ციოდა) შესაბამისი სქელი შინელი ეცვა და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ჭრილობა უფრო მძიმე ხარისხის არ იყო. პირველადი დახმარება იქვე, მიწურში აღმოუჩინეს. ექიმმა თქვა, რომ უფრო კვალიფიციური დახმარება ესაჭიროებოდა და ბელადი სასწრაფოდ მოსკოვში გადავაფრინეთ. საგულისხმო ფაქტია, რომ სტალინის გადმოფრენა უწყვეტი ცეცხლის ქვეშ განხორციელდა. მოსკოვში ჩასვლისთანავე, დიდი ბელადი კრემლის კლინიკაში მოვათავსეთ. მას საკმაოდ დიდი რაოდენობით სისხლი (დაახლოებით 1 ლიტრი და 250 გრამი) ჰქონდა დაკარგული. მდგომარეობაც  სახიფათო იყო აორტასთან გაჩხერილი ნაღმის ნამსხვრევი მართალია გულს არ ეხებოდა, მაგრამ ექიმებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ იუველირული სიზუსტით ემუშავათ. ნამსხვრევი ამოიღეს, მაგრამ დიდი ბელადი საკმაოდ სუსტად იყო და კლინიკაში 3 აპრილამდე გაჩერდა. თუმცა, მას არც გონება დაუკარგავს და არც მუშაობა შეუწყვეტია. სტალინი  ყველაფერს საავადმყოფოდანაც აკონტროლებდა, მაგრამ წოლითი რეჟიმი ჰქონდა დანიშნული და ბოლოსდაბოლოს დაემორჩილა ექიმთა კატეგორიულ მოთხოვნას. 

3 აპრილს ბერია და ჟუკოვი დიდმა ბელადმა პალატაში დაიბარა და განუცხადა: „ლვოვში მომხდარი ინციდენტი დაივიწყეთ, თქვენ არაფერ შუაში ხართ და როგორც ჩემი დაჭრა, ისევე გადარჩენა, ღმერთის ნება იყო...“ ბერიამ უკვე მეორედ მოისმინა სტალინის სიტყვები ღმერთზე და ჩუმად ჩაეღიმა. ჟუკოვი კი განცვიფრებული იდგა და ვერ გაერკვია, ხუმრობდა, თუ სერიოზულად საუბრობდა დიდი ბელადი. კრემლის კლინიკა მდინარის პირას იდგა.  სტალინის პალატიდან გამოსული ჟუკოვი ისეთი დაძაბული იყო, რომ, როგორც კი საავადმყოფოს ტერიტორიას გამოსცდა, მდინარეში სამოსიანად გადაეშვა და გაგრილდა.


სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით

скачать dle 11.3