კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ადამი და ევა

ქალები და მამაკაცები

 

მამაკაცი და ქალი ორი ერთმანეთისგან განსხვავებული არსებაა. მართალია, ორივე ადამიანია, მაგრამ, ბუნებამ ისე მოაწყო, რომ მათ ერთმანეთი შეევსოთ. არ გჯერათ? – ვნახოთ ფაქტები...

თუმცა, სანამ ფაქტებს წაიკითხავდეთ, აღიარეთ: ქალების უმრავლესობა უკვე ბავშვობაში ხვდება, რომ განსხვავება სქესებს შორის თვალშისაცემია, მეცნიერები კი ამ განსხვავებებს ითვლიან და საზოგადოებას აცნობენ:

* მოზრდილი ქალის ტვინი 200 გრამით უფრო მსუბუქია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამაკაცი ქალზე ჭკვიანია. ასე რომ იყოს, გორილა გენიოსი იქნებოდა – მისი ტვინი ხომ ყველა არსების ტვინზე (მამაკაცისაზეც) ბევრად მძიმეა.

* ქალები ნაკლებად ოფლიანობენ, თავს კი მეტად უვლიან.

* ქალები ნაკლებად აგრესიულები, ნაკლებად ბოღმიანები და შურისმაძიებლები არიან. საქმე ტესტოსტერონშია, რომელსაც კაცის ორგანიზმი ათჯერ მეტს გამოიმუშავებს. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გაამწარო ქალი, რომ მან თავში ლარნაკი გესროლოს.

* ქალი არასდროს ლაპარაკობს მხოლოდ ყურადღების მისაქცევად ისეთ საკითხებზე, რაც არ ესმის, ანუ, რაშიც კომპეტენტური არ არის. მამაკაცი პირიქით იქცევა.

* სამწუხარო ფაქტია ის, რომ მთელ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ქალების დაავადების რიცხვი 2,5-ჯერ მეტია. იმიტომ, რომ, უსაფრთხო სექსის დროსაც კი, მათ დაავადების შანსი მეტი აქვთ.

* მამაკაცს ყოველდღიურად ქალზე 700 კილოკალორიით მეტი საკვები სჭირდება, იმ მიზეზით, რომ მამაკაცის სხეულის ტემპერატურა მაღალია, ხოლო ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა – დაჩქარებული.

* ქალის კანი მამაკაცის კანზე ადრე ბერდება. ქალის კანის ზედა შრე – ეპიდერმისი – გაცილებით მგრძნობიარეა გარეშე ფაქტორების მიმართ. ამიტომაც, ქალის კანს მუდმივი მოვლა სჭირდება. 

* მამაკაცების 44 პროცენტი საერთოდ ვერ ხედავს საკუთარ ნაკლს, ქალების უმრავლესობა კი მეტისმეტად კრიტიკულად აფასებს თავის გარეგნობას.

* თუ ქალი საუბრისას გეუბნებათ – „დიახ“! ეს ნიშნავს, რომ გისმენთ. რასაც ვერ ვიტყვით მამაკაცზე. ისინი ძალიან იშვიათად უსმენენ მოსაუბრეს, მით უმეტეს – ქალს.

P.S. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ: შეიძლება, ოდესმე, კონკრეტულ სიტუაციაში, ერთნაირად ვიმოქმედოთ?!

 

ფსიქოლოგია და სხვა არაფერი...

 

ბავშვთა ფსიქოლოგების უმრავლესობას აქვს მოსაზრება, რომ გოგონები ბიჭებზე გაცილებით დამჯერი და ყურადღებიანები არიან. თანაც, ბიჭუნები ხშირად სრულიად დაუფიქრებლად მოქმედებენ, რაშიც დამნაშავე ტესტოსტერონია. ფსიქოლოგებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს ისიც, რომ ქალები უფრო ხშირად არიან ღალატის ინიციატორები, თუმცა, მიზეზი ძირითადად მამაკაცშია. განქორწინებული ქალბატონები ორჯერ უფრო სწრაფად პოულობენ ახალ პარტნიორებს. მამაკაცები მძიმედ იტანენ რადიკალურ ცვლილებებს და ადვილად ვერ ეგუებიან ახალ გარემოს. 

მამაკაცები ნუ განაწყენდებიან, მაგრამ, ქალებს მეტად უყვართ კითხვა: ქალების 53 პროცენტი ნაკითხია, მაშინ, როცა კაცებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 27 პროცენტს აღწევს.

ქალები ხშირად იცინიან და მოსაუბრეს ყოველთვის თვალებში უყურებენ. მამაკაცების უმრავლესობა ლაპარაკისას მზერას აგარიდებთ – შეიძლება, ისინი ტყუიან უფრო ხშირად, ან, თითქმის ყოველთვის.

მამაკაცებს აქვთ მათემატიკური ნიჭი – ისინი ამ საქმეში ქალებს აშკარად უსწრებენ. აუტიზმითაც მამაკაცები ოთხჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. ტყუილია, თითქოს ქალი სკანდალებისკენ იყოს მიდრეკილი. ქალი ყველაზე მეტად აფასებს სიმშვიდეს, სტაბილურობასა და ჰარმონიას.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომელსაც ადასტურებენ ფსიქოლოგები: პარტნიორის მაღალი ინტელექტი, თუნდაც მხოლოდ სექსუალური ურთიერთობისთვის, აუცილებლად სჭირდება ქალს, და არა მამაკაცს.

 

მამაკაცის სისუსტე...

 

მამაკაცები ამტკიცებენ, რომ პრაგმატულები და რაციონალურები არიან; რომ მათი ყველა ნაბიჯი კარგად აწონილი და გააზრებულია და, ამიტომაც, ცხოვრებაში ნაკლებ შეცდომებს უშვებენ. ძლიერი სქესიც ხომ თვითონ დაირქვეს! ვერ იპოვით მამაკაცს, რომელიც მარტივად და თავისი ნებით აღიარებს, რომ შეცდა, აღარაფერს ვამბობთ დანაშაულის აღიარებაზე. სამართალთანაც ხომ ძირითადად კაცებს აქვთ პრობლემები და არა ქალებს.

რომელი ქალი გაჰყვება ცოლად მამაკაცს მარტო იმიტომ, რომ მას გრძელი ფეხები აქვს?! პარტნიორის გარეგნობას ქალებისთვის ნაკლებად აქვს მნიშვნელობა. ვერაფრით ვერ იქნება ქალის სისუსტე კაცის მკერდი, მაშინ, როცა მამაკაცის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სისუსტედ სწორედ ქალის მკერდი მოიაზრება და ზოგჯერ სერიოზული პრობლემების მაპროვოცირებელიც არის. საწყალი კაცები! ისინი რომანტიკას უკანალშიც კი ხედავენ... შეიძლება, ამიტომაც, ხშირად აქვთ დეპრესია და აპათიაც ეუფლებაც, თანაც, მამაკაცის დეპრესია ქალისაზე დიდხანს გრძელდება – ისინი ხომ შოპინგის – ამ ქალური თერაპიის მიმართ გულგრილნი არიან! ერთი სიტყვით, თუ ჩავუღრმავდებით, შეიძლება, ქალებს მამაკაცები გადასარჩენიც კი გაგვიხდეს. ცუდი ის არის, რომ ისინი ჩვენს უპირატესობებს არასდროს აღიარებენ და... ესეც მამაკაცური სისუსტეა.

 

სიმართლე სიმართლისათვის

 

შოპოჰოლიზმი ქალებს სისხლში აქვთ – ჯობია, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ. სოციალურმა კვლევებმაც კი აჩვენა, რომ 17-დან 24 წლამდე ასაკში ქალბატონი თავის კარადას 144 ნივთით მეტით ავსებს, ვიდრე მამაკაცი. ანუ, მამაკაციც ყიდულობს თავისთვის სამოსს, მაგრამ, გაცილებით ნაკლებს. ფაქტია ისიც, რომ საყიდლებზე სიარული ქალებს ამშვიდებს, კარგ გუნებაზე აყენებს, ახალისებს... მამაკაცებს კი, შეიძლება, ნერვებიც მოეშალოთ.

მიზეზი მარტივია – ქალს აქვს განახლების სურვილი, თანაც, აქვს მუდმივად და ყველაფერში, მამაკაცი კი ზარმაცია, ქალზე მეტად კონსერვატორი და ცვლილებები აფრთხობს. კაცი სტილსაც ნაკლებად იცვლის, ისიც, ან ქალის ძალდატანებით, ან გარემო პირობებიდან გამომდინარე. კიდევ არის რაღაც „სიმართლეები“, რომლებიც უნდა ვიცოდეთ და მივიღოთ, როგორც ფაქტი:

* მამაკაცებს შორის ორჯერ მეტია „ცაცია“;

* ქალები სიცოცხლის განმავლობაში მამაკაცებთან შედარებით 20 პროცენტით მეტ ფულს ხარჯავენ;

* მამაკაცების უმრავლესობა, მთელ მსოფლიოში, უპირატესობას ანიჭებს ლურჯსა და ცისფერს, ქალებში კი პოპულარული მწვანე და ვარდისფერია.

* სუსტი სქესის უპირატესობა მისი თანდაყოლილი კანონმორჩილებაა. მთელ პლანეტაზე ყოველ 10 გასამართლებულზე მხოლოდ ერთია ქალი. დანარჩენი ცხრა კი – მამაკაცი.

скачать dle 11.3