კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდა სოფია კენჭიაშვილი ნამდვილ სამოთხეში და ვინ ასრულებს ქართველი გოგონების ყველა ხუშტურს

სოფია კენჭიაშვილი უკვე მეორე წელია, რაც ჩინეთში ცხოვრობს და სხვა ქართველ გოგონებთან ერთად, სამოდელო საქმიანობით აქტიურად არის დაკავებული. ჩინეთში ცხოვრებამ მას გარკვეული გამოცდილება შესძინა, ბევრ საკითხს სხვაგვარად შეხედა და, რაც მთავარია, სამსახურმა მას თავშეკავების, ემოციების მოთოკვის დიდი უნარი გამოუმუშავა.

სოფია კენჭიაშვილი: ჩემი სააგენტოდან დამიკავშირდნენ, მითხრეს, მოდელები გვჭირდება ჩინეთში სამუშაოდო. ეს არ არის ტიპური ფეშენი, ანუ დიზაინერის კოლექციით პოდიუმზე გამოსვლა. ეს არის ღამის კლუბში შოუები მომღერლებთან და მოცეკვავეებთან ერთად – თემატური სამოსით და დეფილეთი. მიდიხარ, მოდიხარ, იღიმები და ფულს გიხდიან იმიტომ, რომ გაქვს დიდი თვალები და გამოიყურები არაჩინურად.

– კარგად გიხდიან დიდი თვალებისა და არაჩინური გარეგნობის გამო?

– გააჩნია, როგორ მუშაობ. მე კარგად მიხდიან, ფაქტობრივად, ფული არაფერში მეხარჯება გარდა საკუთარი თავის განებივრებისა. ვსწავლობ და ამაში ვიხდი ფულს, კიდევ ჩემთვისაც რაღაცეებს ვყიდულობ. 

– მშვენივრად გამოიყურები.

– როდესაც ადამიანს ყველაფერი კარგად, სტაბილურად აქვს: მშვიდად ხარ, კარგი სამსახური გაქვს, გარშემო კარგი ადამიანები გახვევია, კარგ ქვეყანაში ცხოვრობ – ეს ყველაფერი გარეგნობაზე აისახება. სულ რომ არ ვუვლიდე თავს, მაინც ბედნიერი სახე მაქვს. თან, აქ ყველა უვლის თავს, მოდელებს ამაზე არც ესაუბრებიან. სანამ შოუ იწყება, აცხადებენ: მოდელები ევროპიდან. ამაზე კი მეცინება ხოლმე, მაგრამ ასეა... პირველი ორი თვე სხვებივით, მეც ჩვეულებრივი მოდელი ვიყავი. ახლა აქ გოგონების რამდენიმე ჯგუფია და მე ერთ-ერთი მთავარი მენეჯერი ვარ. ქართველების ჩინელებისადმი დამოკიდებულება რომ ვიცი: ფუ ასეთები, ფუ, ისეთები... იმდენი აქვთ ქართველებს ჩინელებისგან სასწავლი: თუნდაც ადამიანური ურთიერთობის, სამშობლოს სიყვარულის, ერთმანეთისადმი ურთიერთობის, მამაკაცის ქალისადმი დამოკიდებულების მხრივ. იეროგლიფების სწავლა რომ დავიწყე – თითოეულ იეროგლიფში ადამიანური ურთიერთობის იმხელა აზრი დევს, შოკში ვარ. თავიდან ჩემით დავიწყე სწავლა – ვიდეო, აუდიო გაკვეთილებით. ახლა რეპეტიტორი მყავს. თუ ვისწავლი, სამსახურის, ბიზნესის მხრივ, ძალიან გამომადგება. ის ტიპი არ ვარ: არიქა, გავთხოვდე, ბავშვი გავაჩინო. მინდა, ცხოვრება ავიწყო. სახლს ვიყიდი, ყველაფერს გავაკეთებ, რაც მე მინდა, მექნება კარგი შემოსავალი და მერე მოვიყვან ქმარს. 

– შენი „ფეისუბუქის“ ფოტოებიდან და სტატუსებიდან თუ ვიმსჯელებთ, სიმპათიური, ჩინელი ბიჭი გყავს გვერდით. 

– ჯერჯერობით, მეორე თვეა, რაც ერთმანეთს ვხვდებით. ინგლისური არ იცის, მაგრამ ჩინურს მასწავლის. ჩინელი კაცები იმდენად განსხვავდებიან ქართველი კაცებისგან, რომ თავიდან ქართველი გოგონები აბსოლუტურ შოკში ვიყავით. საქართველოში კლუბში მოვა ქართველი ბიჭი, „შებმას“ დაგიწყებს, ტვინს გაგიღუნავს, აქ – პირიქით. ჯერ ერთი, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ძალიან თავშეკავებულები არიან, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებას საერთოდ არ ავლენენ. კლუბში, სადაც ვმუშაობ, ბევრია ცოლ-ქმარი. სანამ თვითონ არ იტყვიან: ეს ჩემი ცოლი, ან ქმარიაო, მანამდე ვერაფერს მიხვდები. მშობლებს ისეთ პატივს სცემენ... 30-35 წელს გადაცილებული მეგობრები მყავს, რომლებიც ამბობენ: დედაჩემმა მითხრა, მამაჩემმა მითხრა. თავიდან გამეცინა და ძალიან ეწყინათ. მერე, ამათ შემხედვარეს, ჩემი მშობლების მიმართ დამოკიდებულება შემეცვალა, უფრო მეტი მოწიწება გამიჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არც მანამადე მაკლდა. ძველი ტრადიციები საოცრად აქვთ შემონახული. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ქალიშვილობის ინსტიტუტი, გეების, ლეზბიანკების მიმართ არ არიან აგრესიულად განწყობილები. ეს მაინც ევროპისა და აზიის საოცარი შერწყმაა. ხომ ხვდები, ჩემთვის როგორი სამოთხეა. თუმცა, არის გარკვეული მინუსებიც. თავიდან ჩემთვის მიუღებელი იყო იმის დანახვა, როგორ აწკლაპუნებენ ჭამის დროს პირს და რა ძვირიან რესტორანშიც არ უნდა იყვნენ, ნაგავს პირდაპირ ძირს ყრიან. მაგრამ, ახლა რეაქცია აღარ მაქვს. 

– მოდი, ახლა შენს საქმიანობას დავუბრუნდეთ, ანუ, როგორ მუშაობ, როგორი რეჟიმი გაქვს, რას აკეთებ?

– სიმღერების თემატიკა ძირითადად არის პაპსა. ჰყავთ ჩინელი ცნობილი მომღერლები, ასევე ჩამოჰყავთ ვარსკვლავები უცხოეთიდან. ძალიან კარგი სამუშაო გვაქვს, ვერთობით. უხეშად რომ ვთქვათ: კლუბის რეკვზიტები ვართ – ლამაზი დამატება. მომღერალი მღერის, მე ვიცი, როდის უნდა ავიდე სცენაზე, მოცეკვავე კი ცეკვავს. „ვიქტორიას სიქრეტის“ შოუებს ვეძახით ხუმრობით: როგორც მათ აქვთ ფრთები, ასე გვაქვს ჩვენც. სულ რაღაც დღეებს ზეიმობენ: სიყვარულის დღე, პლაჟის ივენთი – თავისი ქოლგებით, შეზლონგებით. ჩინურს რომ ვისწავლი, მერე უკვე სხვა გეგმები მაქვს. პირველად, ჯგუფის მენეჯერი რომ გავხდი, 23 ქართველი გოგონა მყავდა ჩაბარებული. ახლა ისეთი ფანტასტიკური ჯგუფი მყავს, გოგონებს ყოველდღე მადლობას ვეუბნები. მეც ყველასთან მეგობრულად ვარ, კონფლიქტებიც ყოფილა, მაგრამ, ტყუილად არავის არაფერს ვეუბნები. ამ სამსახურმა თავშეკავების, ემოციების მოთოკვის დიდი უნარი გამომიმუშავა.

– კლუბში ხდება კონფლიქტური სიტუაციები?

– მეორე წელია, აქ ვარ და კლუბში სტუმრებს შორისაც კი მხოლოდ ერთხელ ვნახე ჩხუბი. ისიც, თუ არ ვცდები, უცხოელებმა დააყარეს. ჩინელები არ არიან ისეთი ემოციური, კონფლიქტური ტიპები, რომ დათვრნენ და იჩხუბონ. იქ ვიღაცამ ასე შემომხედა, ისე – ეს ყველგან ხდება და ამისთვის არსებობს კლუბში დაცვა. საკმარისია, თვალით ვანიშნო და მაშინვე მოდის, თავის საქმეს აკეთებს. გარდა ამისა, ჯგუფს ჰყავს პირადი დავცვა – ჩინელი ბიჭი, რომელიც ყველგან დაგვყვება და ჩვენს ყველა ხუშტურს ასრულებს. გვემსახურება მანქანა, რომელსაც მივყავართ-მოვყავართ. უკვე 10 თვეა, ერთ ქალაქში ვმუშაობ, ყველაფერი ზეპირად ვიცი. ქალაქს ჰქვია შიში – წყნარი ოკეანის სანაპიროზეა. კლუბის უფროსობას იმდენად ვუყვარვართ მე და კიდევ ერთი გოგო, რომელიც პირველი დღიდან ჩემთან ერთად არის, რომ უკვე კლუბის სტაფად მივიჩნევით. გოგონები იცვლებიან, ჩვენ ვრჩებით. ჩვენი კლუბი ამ რაიონში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია – ძვირად ღირებული ივენთებით, ჩამოყვანილი სტუმრებით. ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო ლედი გაგას შოუ: 8 ჩინელი მომღერალი და 16 ქართველი მოდელი ვმონაწილეობდით. მთელი შოუ სულ უნდა გეთვალა, წამი არ უნდა გაგპარვოდა. შოუებს,  ზოგადად, კლუბის არტდირექტორი დგამდა. ერთხელ ქართველი გოგონები არ უსმენდნენ და არტდირექტორი მომიბრუნდა: სოფია, მე თუ არ მისმენენ, ახლა შენ დადგი ეს შოუო. სხვათა შორის, იმის მერე მე ვდგამ მოდელების შოუებს. ესეც ვისწავლე და ძალიან საინტერესოა. 

– ფოტოზე ვნახე, როგორ იხატავდი მთელ ზურგზე დრაკონს.

– გადასატანად საშინელება იყო, მთელ ზურგზე მაქვს დრაკონი. დაბადების წლის მიხედვით დრაკონი ვარ, თან დრაკონების ქვეყანაში ვარ. 7 საათი ვიკეთებდი. თავიდან 4 საათი, ხმას არ ვიღებდი, სამაგიეროდ, ხელებში შემომეტვრა ის საწოლი, რაზეც ვიწექი. „ტატუიროვშიკმა“ რომ შემატყო, ფიზიკურად ვეღარ ვუძლებდი, გაჩერდა. ათ დღეში მოდი და მერე დავამთავროთო. დაცვის ბიჭი მდარაჯობდა და იმას უთხრა: კაცებიც კი ვერ უძლებენ და ამას ხმა არ ამოუღიაო. თავიდან ვამბობდი: ერთი-ორი წელი ხმას არ ამოვიღებ ტატუზე-მეთქი, მაგრამ ახლა, უკვე მინდა. 

скачать dle 11.3