კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „დააგოიმეს“ აზარტული ნუცა ჯანელიძე მოსკოვში და ვისთან ერთად დადიოდა ის ანტალიის კაზინოში

ნუცა ჯანელიძის გვერდით ნამდვილად არ მოიწყენ – ის თავისი ენერგიულობით, ხალისითა და საუბრით ნებისმიერი ადამიანის გულს დაიპყრობს. როგორც თავად ამბობს, არასდროს უჩიოდა თაყვანისმცემელი მამაკაცების ნაკლებობას, თუმცა გათხოვებისგან თავი შეიკავა. თუ რაზე ოცნებობდა ბავშვობიდან, აპირებს თუ არა პოლიტიკაში წასვლას და როგორ გახდა ის სამი შვილის დედა, ამაზე თავად მოგიყვებათ.

ნუცა ჯანელიძე: ბავშვობიდან ოცნებად მქონდა, ოპერის მომღერალი გამოვსულიყავი, რადგან კლასიკური მუსიკა ყოველთვის მხიბლავდა. ვფიქრობდი, რომ სიმღერით გაცილებით ადვილია გრძნობების გამოვლენა. დედაჩემს ჰქონდა კონსერვატორია დამთავრებული, ვოკალისტი გახლდათ და ალბათ, მისგან დამყვა მუსიკისადმი სიყვარული და ნიჭიც, თავისთავად. მან ჩამომიყალიბა მუსიკალური გემოვნება, რაც დღემდე მომყვება. სხვათა შორის, აბაზანაში გადასარევი ხმოვანებაა და ბავშვობაში, „დუშით” ხელში ბევრჯერ მიმღერია (იცინის). ყველა ამბობდა, ამ ბავშვს კარგი სმენა და სუფთა ინტონაცია აქვსო. დღეს რომ ის დრო დავაბრუნოთ, ხმის რეჟისორებს ძალიან ცოტა დრო დასჭირდებოდათ, ჩემს ჩამოსაყალიბებლად. სულ იმას ვამბობ, ნეტავ, დრო უკან გადამახვევინა, ასე, 30 წლით, რომ ბევრი რამის გამოსწორება შევძლო-მეთქი.

– კონკრეტულად, რას გამოასწორებდით?

– ძალიან უხეში ვიყავი ურთიერთობებში. ახლა უფრო პრინციპული ვარ. დედაჩემმა ისე ვერ გამზარდა, ურთიერთობაში ცოტა ლავირება და ეშმაკობაც მეხმარა. სულ მეუბნებოდა, ჯობია, მწარე სიმართლე თქვა, ვიდრე მოიტყუოო. თუმცა, ჩემი აზრით, კეთილშობილი ტყუილი, ხანდახან კარგია (იცინის). ასე რომ, 30 წლით უკან რომ დამაბრუნონ, ბევრ რამეს შევცვლიდი ჩემს ქცევებში. 

– ალბათ, დამეთანხმებით, რომ ქალისთვის მთავარი ოჯახი და დედობაა. ვიცი, რომ არასდროს უჩიოდით თაყვანისმცემელი მამაკაცების ყურადღებას. რატომ არ შექმენით ოჯახი? ამას არ ნანობთ?

– არ ვნანობ, რომ საკუთარი ოჯახი არ შევქმენი. იცით რა, მე არ მიმშობიარია, თორემ ოჯახში სამი ძმისშვილი ჩემი გაზრდილია. მათი დედა მე ვარ. დღიდან სამშობიაროდან გამოყვანისა, მათ აღზრდა-გაზრდაში ვარ. ოთხი შვილიშვილის ბებიაც გახლავართ. ასე რომ, დედობრივი სიყვარული მათგან გავიგე და ისინი ჩემი ნამდვილი შვილები და შვილიშვილები არიან. ვფირობ, ასით არა, მაგრამ ოთხმოცი პროცენტით ბედნიერი ვარ. 

– ყოველთვის კარგ განწყობაზე ხართ. ამას როგორ ახერხებთ?

– ძალიან მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, ყავის სმა და ჭორაობა. სულ ვლაპარაკობ (იცინის), მოსაწყენად სად მცალია.

– ჭორაობა რომ გიყვართ, საკუთარ თავზე ჭორები არ გსმენიათ?

– როგორ არა (იცინის). გავიგე, რომ თურმე ქრთამებს ვიღებდი სამსახურში. ისე კი მეტყობა როგორი ქრთამისტიც ვიყავი – სახლი არ მაქვს თბილისში, ნაქირავებში ვცხოვრობ, მანქანა მე არ მყავს, არც ოქრო დამიგროვებია და აგარაკიც არ გამაჩნია. ერთადერთი, დიპლომი მაქვს საკუთარი. ხანდახან ვიცინი, ამას რომ კაცი გაიგებდა, მე ცოლად მომიყვანდა-მეთქი? (იცინის). ახლა, ამას რომ დამაბრალებ ადამიანი, ან ეკლესიაში არ დადიხარ, ან სანთელს არ ანთებ, ან ნამუსი არ გაქვს? რა ვიცი, ერთხელ კი, ვთქვი, შეიხს გავყვებოდი, ვისაც საკუთარი ორი ნავთობის საბადო აქვს-მეთქი. არიქა, გავრცელდა ჭორი, ნუცა შეიხს ეძებს, რომ სარფიანად გათხოვდესო (იცინის). ეჰ, კარგი იქნებოდა მილიარდერი შეიხის ცოლობა, მაგრამ სად არის? (იცინის).

– ამბობენ, რომ საკუთარი რესტორანი გახსენით თბილისში, თუ ესეც მორიგი ჭორია?

– შეიხის არ იყოს, რესტორანიც კარგია, მაგრამ სად არის? (იცინის) მე კი არა, არც ჩემ გარშემო აქვს ვინმეს რესტორანი. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი რესტორნის მფლობელი. მადლობა იმ ხალხს, ვინც ეს ჭორი ააგორა, ეტყობა, ამ ამპლუაში უფრო კარგად დამინახეს, ვიდრე სცენაზე (იცინის). ახლა დავფიქრდი, რესტორანი რომ გავხსნა, დავარქმევ: „ნუცა გეპატიჟებათ”. მგონი, კარგი იქნება.  სხვათა შორის, ბევრი მეკითხება, რატომ არ იწყებ რაიმე ბიზნესსო. თუ დავიწყებ ბიზნესს, ეს ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე უნდა იყოს. აბა, ხორბლის შემოტანას და ნაჭრების შემოზიდვას მე ვერ დავიწყებ. ჯერჯერობით, აქტიური ხელოვანი ვარ და მადლობა ღმერთს, სცენაზეც საჭირო ვარ. არაერთხელ მქონდა შემოთავაზება მუსიკალური სტუდიებიდან, თანაც კარგი ანაზღაურებით, მაგრამ რატომღაც თავი შევიკავე.

– საკუთარი მუსიკალური სტუდიის შექმნაც ხომ სარფიანი იქნებოდა?

– ხლაფორთს ვერ ვიტან. ცხრილი, ბუღალტერია და განრიგების ჩამოწერა, ჩემი საქმე არ არის. 

– მე ისიც გავიგე, ნუცას პოლიტიკაში უნდა წასვლაო.

– სად შემიძლია პოლიტიკურ-დიპლომატიური ლაპარაკი (იცინის). მე რა მინდა პოლიტიკაში? დიპლომატიურად ისაუბრო, თან საქმე აკეთო, ისე რომ, არც მწვადი დაწვა და არც შამფური, მე სად შემიძლია? მე ცუდი პოლიტიკოსი ვიქნები და ამიტომ, არც დეპუტატობა მინდა. ვერ წარმომიდგენია, დავდგე ხალხის შუაში, გამოვიდე სიტყვით – ამას გაგიკეთებთ, იმას გაგიკეთებთ-მეთქი და თან ვიცოდე, რომ ამას ვერ გავაკეთებ და დანაპირებს ვერ ავუსრულებ. ასე რომ, ჯერ ოფიციალურ პოლიტიკაში ვერ მიხილავთ. 

– როგორც ვიცი, კულტურის სამინისტროდან გქონდათ შემოთავაზება, თუმცა უარი თქვით. რატომ?

– იყო ამაზე საუბარი, უფრო სწორად, შემოთავაზება კი არა, შუამავლური საუბარი, მაგრამ, ვფიქრობ, ჯერ კაბინეტში ჩემი ჯდომა ადრეა. დეპარტამენტში უნდოდათ უფროსი სპეციალისტი ვყოფილიყავი. ჯერ ამაზე საუბარი არ დასრულებულა, მაგრამ ალბათ, თავს შევიკავებ. მე თანამდებობა არ მხიბლავს, ხალხის სიყვარულიც მყოფნის.

– ძალიან აზარტული ხართ. ხშირად აგებთ თუ იგებთ?

– კი, აზარტული ნამდვილად ვარ და მოსკოვში ისე „დამაგოიმეს“, ახლაც მრცხვენია. ჩავედი, გავედი ქუჩაში და დავინახე ხალხის გროვა დგას. დავინტერესდი, მივედი და ვხედავ, ამობრუნებულ ჭიქებს ატრიალებენ და შიგნით კამათელია. შენ კი უნდა გამოიცნო, რომელ ჭიქაში დევს არევის შემდეგ. ავვარდი თბილისიდან ჩასული გოიმი და დავიწყე თამაში. შევედი აზარტში და არ დავკარგე ორასი დოლარი? არბატზე ახლაც რომ გავივლი, მრცხვენია (იცინის). თურქეთში კი, ანტალიაში, ყოველ საღამოს დავდიოდი მეგობართან ერთად კაზინოში. ხან ვიგებდი, ხან გაგებდი და ისე ჩამითრია თამაშმა, კიდევ კარგი, დროულად მოვთოკე თავი, თორემ ამ ჩემს ნაქირავებ ბინასაც დავკარგავდი და ქუჩაში აღმოვჩნდებოდი (იცინის).

скачать dle 11.3