კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რას პასუხობს ეკა კვალიაშვილი ყოფილ ქმარს, თემურ გვალიას და უშლიდა თუ არა ის შვილს მამასთან ურთიერთობას

ნუკა გვალია და ნიკუშა კობახიძე თებერვალში შვილს ელოდებიან. ეკა კვალიაშვილიც მონდომებით ემზადება ბებიობისთვის. ამბობს, რომ ძალიან გახარებულია, რომ პროექტიც დამთავრდა და სოციალურ ქსელებში მათი დაუმსახურებელი ლანძღვა-გინებაც.

– ეკა, პროექტი დამთავრდა და მითქმა-მოთქმაც შედარებით მინელდა. ახლა შვილიშვილს ელოდებით. როგორ ემზადებით ბებიობისთვის, შეეგუეთ თუ ჯერ ვერ აღიქვამთ?

– არა, რატომ? გადასარევი რეაქცია მქონდა, რომ გავიგე. რა მომენტია, იცი? ჩემი შვილის მეგობრები, ჩემი უმცროსი მეგობრები ყველანი მეძახიან „დე-ს,“ მიჩვეული ვარ, მიმართვის ფორმა მაქვს ასეთი და ახლა ეს „დე” უნდა გადავიტანო „ბე-ში” (იცინის). მთავარია, ჯანმრთელი იყოს. თებერვლისთვის ველოდებით. 

– ნუკამ პროექტის განმავლობაში გაიგო, რომ ორსულად იყო, თან უკვე დასასრულს უახლოვდებოდა კონკურსი. ალბათ, ძალიან გაუჭირდა. 

– ძალიან ვნერვიულობდით. რთული სიმღერები ჰქონდა შესასრულებელი –  როკის სტილში, დიფ ფარფლის „ჰაივეი სთარ” იმღერა, ჯგუფ „ნირვანას” რეპერტუარიდანაც შეასრულა სიმღერა და მე და მისი გინეკოლოგი ვნერვიულობდით საშინლად. ყველა ტურის მერე ურეკავდა გინეკოლოგი: ნუკა, აბა როგორ ხარო. პირველი თვეები ხომ ყველაზე სათუთი პერიოდია. კონკურსის შედეგი იმდენად არ მაღელვებდა, რამდენადაც ნუკას მდგომარეობა. ძალიან უჭირდა, ტოქსიკოზი ჰქონდა, საშინელი ძილიანობა, სულ ეძინებოდა, არადა დატვირთული საკონკურსო რეჟიმი ჰქონდა, ძალიან გადაიღალა. კონკურსი რომ დამთავრდა, არავის ისე არ გახარებია, როგორც მე (იცინის). ჩემს მეგობართან ერთად დავდიოდი საგულშემატკივროდ. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ნუკა რომელი ტურიდან გავარდებოდა. მე ვიცი რომ, ჩემი შვილი ძალიან კარგი მომღერალია. უბრალოდ, მინდოდა, გამომეცადა, სცენაზე როგორ გამოვიდოდა, ხალხი როგორ მიიღებდა.

– თქვენ რით გგავთ თქვენი შვილი?

– ძალიან პირდაპირია, სამართლიანი და მეგობრული. რასაც ფიქრობს, ყველაფერს ხმამაღლა ამბობს. გულღია ადამიანია. ნუკამ ძალიან ბევრი რამ გადალახა შინაგანად ისე, რომ არავის გაუგია. მაგალითად, ნიკუშას უნდოდა თავის მშობლებთან, კანადაში წასვლა, არადა მაშინ გაირკვა, რომ ნუკა მოხვდა კონკურსში და ამიტომ ვერ შეძლეს წასვლა. ნიკუშას ძალიან უნდოდა, მაგრამ დათმო ნუკას გამო. ზოგი იმასაც წერდა, სცენაზე უემოციოდ დგასო, ვისაც როგორ უნდა რომ დაგინახოს, ისე გხედავს. სცენაზე ნუკა არასდროს ნერვიულობდა. არ არის პანიკიორი, ძლიერი გოგოა. სიმღერას რომ ამთავრებდა, ცოტა მერე ეტყობოდა დაძაბულობა. სხვების გავარდნას ისე განიცდიდა, ტიროდა. უბრალოდ, გული მწყდება, უზრდელობას ვერ ვიტან. რომ ამბობენ, „ეკას კლანიო”, ჩემი კლანია მარო თარხნიშვილი. ბაბუაჩემი, კონსტანტინე კვალიაშვილი, მარიკა კვალიაშვილი... თან კიდევ წარმოიდგინე, მარიკა კვალიაშვილს იმ პერიოდში შვილიშვილი გარდაეცვალა. კვირას დაკრძალეს და ორშაბათს ნუკამ იმღერა მარიკას სიმღერა „ცოტა კიდევ მოითმინე, გულო.“ ისე მიხარია, რომ დამთავრდა ეს მარაზმი სოციალურ ქსელებში. სტატუსი ვერ დამიწერია მაგათ გარეშე – კვალიაშვილი ბოღმაა და ანთხევს ამ ბოღმასო, რით ვერ გაძღა ეს ქალიო. სად დაინახეს ჩემი ბოღმა?

– ნუკას არჩევანში თუ ჩარეულხართ რომელიმე ეტაპზე? 

– გააჩნია, რა არჩევანში. მე ყოველთვის ვცდილობდი, ნუკასთან თავისუფალი, მეგობრული დამოკიდებულება მქონოდა, რომ არ გაზრდილიყო დაკომპლექსებული, შეზღუდული ადამიანი. უბრალოდ, ახლა ჩემი შვილი აღარ ცხოვრობს ჩემთან. მინდოდა, ჩემი შვილი ჩემთან გახსნილი ყოფილიყო. გინდა თუ არა, ასე გააკეთე –  ყვირილით და ჩხუბით არ ყოფილა. იყო ერთი პერიოდი, გარდატეხის ასაკში ვერაფრით ვერ ვუდგებოდი. მერე ყველაფერი დალაგდა. ნუკასთანაც და მის მეგობრებთანაც ძალიან ახლოს ვარ. მირეკავენ ხოლმე: „ეკუშ, რას შვრები?” (იცინის). მოდიან ყავის დასალევად ჩემთან.  

– დედისერთები ხშირად ეგოისტები არიან. 

– კი, ასეა და ვცდილობდი, ნუკას ეგოიზმის მომენტი არ ჰქონოდა. 9 წელი პლეხანოვზე, იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით და უამრავი ბავშვი იყო ხოლმე ჩვენთან სახლში. ერთხელ მახსოვს, ერთმა ბავშვმა ბაღიდან ტილები მოიტანა და ყველას გადასდო (იცინის). ყველას სათითაოდ დავასხი „პარა პლუსი“ და დავბანე. ვცდილობდი, არ განმესხვავებინა. სულ ვეუბნებოდი, ენების მიტან-მოტანა, ჭორაობა არ გავიგონო-მეთქი. ძლიერი ხასიათი ჩამოვუყალიბე და არასდროს ყოფილა გატყლარჭული გოგო, ბიჭებთან მეგობრობდა ძალიან კარგად. 

– ბიჭებს არ სცემდა?

– სკოლაში დამიბარეს რამდენიმეჯერ, მშობლები ჩივიან, ბიჭებს სცემსო. 

–  მუსიკის ნიჭი როდის გამოავლინა ნუკამ პირველად?

–  პატარაობიდანვე, როცა ჯერ კიდევ ჭოჭინით დადიოდა სახლში, პიანინოსთან მივიდა და ნოტი აიღო, თან წაიმღერა. იმწუთას მივხვდი, რომ სმენა ჰქონდა. ძალიან მრავალწახნაგოვანია, ერთნაირად წარმატებულად მღერის სხვადასხვა მანერაში –  სოული, ქართული, როკი... ჩემზეც ასე ამბობდნენ თავის დროზე. 

– ნუკას არჩევანი როგორ მიიღეთ?

– ნუკას და ნიკუშას, ძალიან დიდხანს, ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი. შეგუებული ვიყავი, რომ ურთიერთობა სხვა ეტაპზე უნდა გადასულიყო. რომ მოვიდნენ და მითხრეს, ღმერთმა დაგლოცოთ-მეთქი, ვუთხარი. გამიჭირდა, თავისთავად, თუმცა რაც გათხოვდა, ცოტა ხანში მოსკოვში გადავედი. მერე დავრჩი, დავიწყე იქ მუშაობა. აქ უმუშევრობამ გადამრია, ჯანმრთელობა შემერყა ლამის. ცოტა ამოვისუნთქე მოსკოვში, თვალს წყალი დავალევინე. 

– რუსეთის თემის გამოც ხშირად გაკრიტიკებენ. 

– იცით რა, სულ არ მაინტერესებს, ვინ რას ამბობს. მე ჩემი გაჭირვება მქონდა და ჩემი ოჯახის, შვილის წინაშე ვალი უნდა მომეხადა. სიძე შემომივიდა და ელემენტარულად, ნიშნობის ბეჭედი ხომ მაინც უნდა მეყიდა?! მე არ მქონდა არანაირი საშუალება, რომ სუფრა გამეშალა და ხალხი მომეწვია. იქ რომ ჩავდივარ, ძალიან დიდ პატივს მცემენ და ივსება დარბაზი. სახლში რომ ვიყავი, რომელმა მომიკაკუნა და მკითხა, ეკა, როგორ ხარ, როგორ ცხოვრობო? მიხედონ თავიანთ ცხოვრებას. 

–  თქვენს ყოფილ ქმარზე უნდა გკითხოთ. ვერ ავცდებით ამ თემას. ჩვენს ჟურნალთან რამდენიმე თვის წინ ინტერვიუ ჰქონდა თემურ გვალიას და თქვა, არ მელაპარაკებიან ეკა და ნუკაო. 

– ტყუილია. იქიდან დავიწყოთ, რომ გაბრაზებული ვიყავი კი არა, ყველანაირად ვცდილობდი, მხარში დავდგომოდი და გამემხნევებინა, როგორც შემეძლო.  ხან ვის ვეხვეწებოდი, ხან ვის, იქნებ ერთი კვირით ადრე მაინც გამოუშვათ-მეთქი. ძალიან მინდოდა, თავის დაბადების დღეზე საკუთარ ოჯახში ყოფილიყო. პირველად რომ დაიჭირეს, ციხეში ვურეკავდი, ვამხნევებდი... ნუკასთან მე დავარეკინე. თუ თემურთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას ვცდილობდი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი ჩემთან დაბრუნება მინდოდა. უბრალოდ, მე და თემური ბავშვობის მეგობრები ვიყავით, მერე მეუღლეები და ჩემი შვილის მამაა. მე ვცდილობდი, ნუკას მამა არ დაეკარგა, მაგრამ ის უპასუხისმგებლო მამა იყო და ასეც რჩება! დარეკავდა წელიწადში ერთხელ, მოვალო. ბავშვი იჯდა და ელოდა, მერე დაიკარგებოდა თვეები, წლები... ნუკას ვეუბნებოდი, ასეთი სამსახური აქვს, მამა ვერ იცლის, მაგრამ ძალიან უყვარხარ-მეთქი. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ ნუკას არ ჰქონოდა არასრულფასოვნების კომპლექსი. როგორც გაირკვა, ამ ჩემი დამოკიდებულებით ადამიანმა დაიჯერა, რომ ის კარგი მამა იყო და თურმე ხალხში ამბობს, რომ ნუკა მისი გაზრდილია. წლების განმავლობაში ყურადღებას არ აკლებდა და მან დააყენა გზაზე. ნეტავ, მართლა ასე ყოფილიყო (იღიმება). წლების განმავლობაში ვთხოვდი: ბავშვს ნუ ატყუებ, გელოდება და აქედან გამომდინარე, ტრავმას იღებს-მეთქი. ამასობაში, ნუკა გაიზარდა და როცა ახალ წლამდე თემური გათავისუფლდა ციხიდან, ისევ დაჰპირდა ნუკას, რომ ნახავდა, გათხოვებას მიულოცავდა, სიძეს გაიცნობდა. თუნდაც თავის ოჯახში მიიპატიჟებდა, სადაც არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს და ყველანაირად უწყობს ხელს თემურს შვილებთან ურთიერთობაში (ეს ჩემი ყოფილი მულისგან ვიცი პირადი საუბრიდან). მაგრამ ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა ნუკასთვის, რადგან მამას არც ახალი წელი მიულოცავს შვილისთვის და არანაირი ინიციატივა აღარ გამოუჩენია. საზოგადოებაში კი სხვაგვარად ლაპარაკობენ. არასდროს მომითხოვია თემურისგან არაფერი, მხოლოდ მინდოდა ყურადღება გამოეჩინა შვილის მიმართ. როცა ნუკამ დაწერა, რომ მამა არ მონატრებია, ამას მოჰყვა საშინელი ლანძღვა ჩემი თუ ნუკასი, რამაც გამაოგნა. ადამიანი ერთხელ არ დასწრებია კონცერტს, არც სურვილი გამოუთქვამს. ვინ ეტყოდა უარს? მინდა, საქვეყნოდ ვუთხრა მის მეგობრებს, რომლებიც იმდენად არაკორექტულები არიან, რომ ეჭვი მეპარება, ამის უფლებას თემური აძლევს. მე და თემური ვიყავით ოფიციალურ ქორწინებაში სიყვარულით, ასევე შეგვეძინა საერთო შვილი. ასე რომ, თემურის კოლორიტო ნათესავ-მეგობრებო, თემურ გვალიას ჩემთვის ბავშვი არ „გაუპრავებია!” სირცხვილია თქვენი მხრიდან ასეთი მდაბიო საქციელი. ვფიქრობ, თემურს თავის და მათ მაგივრადაც, ბოდიში აქვს მოსახდელი. მეტი რა გითხრათ, სხვა დანარჩენში თემურს ვუსურვებ წარმატებებს,. ოჯახურ ბედნიერებას. ეს ყოველთვის გულით გამიხარდება. 

скачать dle 11.3