კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მამა დედაჩემის ბინიდან წილს ითხოვს

ჩემი მშობლები მაშინ დაშორდნენ ერთმანეთს, 6 წლის რომ ვიყავი. აბსოლუტურად ბანალური ისტორია იყო: მამაჩემი დედას უახლოეს მეგობართან წავიდა, რადგან მან ბავშვი გაუჩინა. არადა, იმ ქალმა თავის დროზე მე მომნათლა. მოკლედ, მამამ მიგვატოვა და მთელი ოცი წლის განმავლობაში, ერთხელაც არ უკითხავს, როგორ ვიყავით. სხვათა შორის, არც მამის ოჯახს მოუკლავს თავი ჩვენზე ზრუნვით. მამაჩემს დედ-მამაც ჰყავდა და და-ძმაც, მაგრამ, მხოლოდ ბაბუა გვირეკავდა ხოლმე ორ-სამ თვეში ერთხელ და მთელი ჩვენი საუბარი ორი შეკითხვით შემოიფარგლებოდა: „როგორ ხართ?“ და „ახლა რომელ კლასში სწავლობ“. მთელი ბავშვობა მიკვირდა, რატომ ავიწყდებოდა ბაბუას ასეთი მარტივი რამ. ერთი პერიოდი ისიც კი მეგონა, რომ სკლეროზი დაემართა, მაგრამ, მერე გაირკვა, რომ არავითარი სკლეროზი არ სჭირდა, უბრალოდ, რაც არ აინტერესებდა, ის არ ამახსოვრდებოდა. მეშვიდე კლასში რომ ვიყავი, ბაბუა გარდაიცვალა და იმის მერე აღარავის უკითხავს ჩვენი მდგომარეობა. ბაბუას გარდაცვალება თითქმის ნახევარი წლის შემდეგ გავიგეთ შემთხვევით მეზობლისგან. არც კი შეგვატყობინეს. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ მამის მხარემ მთლიანად უარი თქვა ჩვენზე და დედამ აბსოლუტურად მარტომ გამზარდა, რადგან თვითონ ადრე დაობლდა და თან დედისერთა იყო.

უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, მეზობელმა კარგი სამსახური მიშოვა, მერე იქ დამაწინაურეს და, ცოტა ფეხზე რომ დავდექი, ცოლი შევირთე. პატარა სამოთახიანი ბინა გვქონდა, შეძლებისდაგვარად შევარემონტე და ვცხოვრობდით ჩვენთვის, მყუდროდ და მშვიდად. მერე ზედიზედ სამი შვილი გვეყოლა და ბავშვების გაზრდაში დედაჩემი გვეხმარებოდა. რძალ-დედამთილს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ერთმანეთთან და ეს ძალიან მახარებდა. ჩემმა ცოლმა იცოდა, რაც გადაიტანა დედაჩემმა ცხოვრებაში და ცდილობდა, სიბერის წლები მაინც გაელამაზებინა მისთვის. მატერიალურად საშუალოდ ვიყავით: მართალია,  თავზე არ გადაგვდიოდა, მაგრამ, არც გვიშოდა და გვციოდა. ყველაზე მეტად ბინის სივიწროვე გვაწუხებდა, მაგრამ, ამასაც რაღაცნაირად ვუძლებდით.

ერთ დღეს კი, სრულიად მოულოდნელად, მამაჩემი მობრძანდა თავისი ბარგი-ბარხანით და ერთი ოთახი მოითხოვა. დედამ უარი უთხრა სახლში შემოშვებაზეც კი, რადგან ეს ბინა დედაჩემს თავისმა გაუთხოვარმა დეიდამ დაუტოვა. მამაჩემის მშობლების ბინაში დედას ერთი დღეც არ უცხოვრია – ქორწილის წინა დღეს გამოუცხადა ბებიაჩემმა, შენი ქმრის გარდა კიდევ ორი შვილი მყავს და იმათ დისკომფორტს ვერ შევუქმნიო. ამიტომ, საქორწინო მოგზაურობიდან რომ დაბრუნდნენ, ერთი თვე დედას მშობლებისეულ ერთ ოთახში ცხოვრობდნენ, მერე კი დედაჩემის გაუთხოვარი დეიდა გარდაიცვალა და, როგორც უკვე გითხარით, თავისი ბინა (რომელშიც ახლაც ვცხოვრობთ) ჩვენ დაგვიტოვა. რადგან საკმაოდ სარემონტო იყო, დედაჩემმა თავისი მშობლების ის ერთი ოთახი გაყიდა და იმ ფულით გააკეთეს რემონტი. მამაჩემს თავისი ერთი თეთრიც კი არ დაუხარჯავს, უბრალოდ, მუშებს ედგა თავზე რამდენიმე დღის განმავლობაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, „არ ახსოვდა“, რადგან, არ აწყობდა. გვიმტკიცებდა, მთელი რემონტი ჩემი გაკეთებულია და ნახევარი ბინა მე მეკუთვნისო. მაგრამ, საბედნიეროდ, დედას ყველა საბუთი შენახული ჰქონდა და მამაჩემს არ გაუვიდა თავისი ნომერი. მერე თავის შეცოდება და რაღაც სულელური ტყუილი ისტორიების მოყოლა დაიწყო, როგორ დარდობდა ჩვენზე, როგორ უნდოდა ჩვენი ნახვა და ჩვენზე ზრუნვა, ბოროტი ადამიანები კი როგორ უშლიდნენ ხელს ამ ყველაფერში. მაგრამ, არაფერი გამოუვიდა და ბოლოს თავი დაგვანება, თუმცა, შიგადაშიგ მაინც შემოგვითვლის ხოლმე – რაც მე მეკუთვნის, მაინც წავიღებო.

აი, ასეთი მამებიც არსებობენ. საწყალმა დედაჩემმა ძალიან ინერვიულა ამ ამბების გამო და ახლა სერიოზულად ცუდად არის. რამე რომ დაემართოს, მამაჩემს ამას აღარ ვაპატიებ, ისეთ დღეში ჩავაგდებ, სიკვდილი სანატრელი გაუხდეს.

ვოვა, 31 წლის.

 

ჩემს უფროსს ჭკუა უნდა ვასწავლო

ისეთი სასოწარკვეთილი ვარ, აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ბევრი ყოყმანის შემდეგ, გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა ჩემი ისტორია. რა თქმა უნდა, ეს არაფერში მიშველის, მაგრამ, გულს მაინც ხომ მოვიოხებ.

უნივერსიტეტი რომ დავამთავრე და მუშაობა დავიწყე, პირველ დღეებშივე ვიგრძენი, რომ ჩემმა უშუალო უფროსმა სხვა თვალით დამიწყო ყურება. საერთოდ, ბუნებით ძალიან მორცხვი და მორიდებული ადამიანი ვარ და არც ფლირტებითა და რომანებით ვყოფილვარ განებივრებული. ამიტომ, ძალიან ვცდილობდი, მისგან მაქსიმალურად შორს დამეჭირა თავი. არც ის მინდოდა, მისი ჩემით დაინტერესების შესახებ თანამშრომლებს გაეგოთ, მაგრამ, თვითონ იქცეოდა ისე (ანუ, არ მალავდა თავის დამოკიდებულებას ჩემდამი), რომ მალე მთელი სამსახური ამაზე ალაპარაკდა. როგორც მერე გავიგე, ბატონი თამაზისგან არ გაჰკვირვებიათ ასეთი საქციელი, რადგან, თურმე, ხშირად ექცეოდა ასე ახალ თანამშრომლებს (ცხადია, მათ, ვინც მოეწონებოდა). შესაბამისად, ეგრეთ წოდებული „სამსახურებრივი რომანები“ ყოველთვის იყო დღის წესრიგში, მაგრამ, თანამშრომლები გაოცებულები იყვნენ ჩემი საქციელით, ახლოს რომ არ ვიკარებდი ჩემსავე უფროსს, რომელზეც მთლიანად იყო დამოკიდებული სამსახურში ჩემი დატოვება-არდატოვების საკითხი. გოგოებმა ისიც კი მითხრეს, სანამ თავისას არ გაიტანს, არ მოგეშვება, ამიტომ, ნუ ეჭიდავები, მოაჩვენე მაინც, რომ შენც მოგწონს და, თუ გინდა, მთლად ბოლომდე ნუ „შეატოპინებო“. ამ „რჩევამ“ საბოლოოდ გამაგიჟა და, თუკი მანამდე სერიოზულად ვფიქრობდი სამსახურიდან წამოსვლას, ახლა გადავწყვიტე, ჭკუა ვასწავლო ამ თავხედს, მით უმეტეს, რომ „კეთილისმსურველებმა“ ენა მომიტანეს – თანამშრომელ კაცებში უთქვამს მთვრალს: მთელი თბილისის ლამაზი ქალები კუდში დამდევენ და ჩემი გულის მოგებას ცდილობენ, ეს გოგო ვინ არის, ასეთი დიდი წარმოდგენა რომ აქვს თავის თავზე. მე თუ ეგ მუხლებზე არ დავაჩოქო და აქეთ არ ვახვეწნინო, კაცი არ ვიყოო. ვიღაცას უთქვამს, ეგ გოგო სხვა ტიპი ჩანს, შენი გაცვეთილი მეთოდებით ვერ შეაბამ. ერთადერთი, სამსახურიდან თუ გაუშვებ, თორემ, სხვა ხერხით ვერ მოერევიო. ამ ვაჟბატონს კი ნიძლავი დაუდევს დიდ პურმარილზე, რომ, ისე შემაყვარებდა თავს და დამახვევდა თავბრუს, იქით შემახვეწებდა. ეს რომ გავიგე, ნამდვილი ქალური შურისმაძიებლური  გეგმა შევიმუშავე და ამ კვირიდან ვიწყებ განხორციელებას. ვინ ვის ახოხებს მუხლებზე, მთელი სამსახური დაინახავს. ჯერჯერობით ჩემი გეგმების შესახებ არაფერს ვიტყვი ხმამაღლა, მაგრამ, დაახლოებით ერთ თვეში შედეგი სახეზე იქნება და აუცილებლად მოგწერთ, თუნდაც იმიტომ, რომ უფროსებისგან შევიწროებულმა ქალებმა ისწავლონ, როგორ მოერიონ თავხედ და საკუთარ თავში დარწმუნებულ დონჟუანებს.

თინიკო, 23 წლის.

скачать dle 11.3