კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახის საქმიანობა ჩაითვლება, თავისი სამართლებრივი შედეგებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობად? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობად ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან მიწასთან დაკავშირებულ ქონებაზე განხორციელებული ყველა სახის სამეურნეო საქმიანობა და მასთან დაკავშირებული მომსახურება, რომლებიც მოიცავს მცენარეული და ცხოველური (მათ შორის, ფრინველის, თევზის, აბრეშუმის ჭიის, ფუტკრის და სხვა) პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებას, დაფასოებას, შეფუთვას, შენახვას, გადაზიდვასა და რეალიზაციას.

კითხვა: მაინტერესებს და, გთხოვთ, მაცნობოთ, რას გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დემოკრატიული მართვის პრინციპი და როგორ ხორციელდება ის? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ  სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის დემოკრატიული მართვა ნიშნავს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრების თანაბარ შესაძლებლობას, მართონ და აკონტროლონ კოოპერატივის საქმიანობა, რისთვისაც კოოპერატივის თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით.

კითხვა: სასამართლომ სამოქალაქო საქმეზე ჩემ მიმართ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. გთხოვთ, მაცნობოთ, რა ვადაში უნდა ჩამბარდეს გამოტანილი გადაწყვეტილება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ მხარეს ეგზავნება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მისი გამოტანიდან 5 დღის განმავლობაში.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა ვადაში შედის კანონიერ ძალაში სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში: გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება; სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ ის არ იყო ამ წესით გასაჩივრებული; სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა; თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა ვადაში შედის კანონიერ ძალაში სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ ის არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო, თუ იყო გასაჩივრებული – საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში, ასევე, შედის, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა ვადაში უნდა ჩაჰბარდეთ მხარეებს სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ და  რა ვადაშია შესაძლებელი სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და ის იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა ვადაში ხდება სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის სასამართლოდან საქმის გადაგზავნა საჩივრის შეტანის შემდეგ?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სააპელაციო საჩივრის შესვლის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო დაუყოვნებლივ, მაგრამ, არა უგვიანეს 5 დღისა, გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს მთლიანად საქმეს, აგრეთვე, დამატებით შემოსულ ყველა მასალას.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა ვადაში უნდა მოხდეს სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი სააპელაციო სასამართლოს  გადაწყვეტილების გასაჩივრება? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სამოქალაქო საქმეზე საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა არ შეიძლება და ის იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ სამოქალაქო საქმის განხილვის პროცესში აქვს თუ არა მხარეს მოწმეთა დაპირისპირების უფლება? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სამოქალაქო პროცესში სასამართლოს შეუძლია, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, მეორედ დაკითხოს მოწმე; აგრეთვე, მოახდინოს მოწმეთა დაპირისპირება მათ ჩვენებაში წინააღმდეგობათა გასარკვევად.

კითხვა:  გთხოვთ განმიმარტოთ რა იგულისხმება საჯარო მოხელის ან თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და, შეიძლება თუ არა, საქალაქო სასამართლოს ან ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მოსამართლეს ბრალად შეერაცხოს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და დაისაჯოს სისხლისსამართლებრივი წესით, თუ შეასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას ან პირის მიმართ გამოიტანს უკანონო განაჩენს?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ ქმედება თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ამ დანაშაულის სუბიექტები შეიძლება იყვნენ როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები და საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები, ასევე, შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოების მოსამართლეები და თანამდებობის პირები.

скачать dle 11.3