კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი მამა და მეუღლეა ნიკა ცქიტიშვილი და მოუტანს თუ არა მისი დაბრუნება წარმატებას საქართველოს ნაკრებს

ამჯერად კალათბურთის ყველა გულშემატკივარი ევროპის ჩემპიონატის დაწყებას ელოდება და საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობს. ნაკრების შემადგენლობაში წელს ნიკა ცქიტიშვილიც ითამაშებს, რომელიც ოჯახთან ერთად ზაფხულს საქართველოში ატარებს. ჩვენი რესპონდენტი ნიკას მეუღლე, სოფო გოგებაშვილია, რომელსაც დიდი იმედი აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატის თამაშებს საქართველოს ნაკრები ღირსეულად ჩაატარებს და თავის სიტყვას იტყვის.  

– რამდენი ხანია, საქართველოში დაბრუნდით და როგორ ატარებთ ზაფხულს?

– ივნისიდან თბილისში ვართ ყველა. 2 კვირაა, რაც წავკისში ამოვედით ჰაერზე. მშვენივრად ვატარებთ დროს, ჰაერზე მყავს ბავშვები და არ ვიწყენთ.

– როდემდე დარჩებით საქართველოში?

– აგვისტოს ბოლომდე აქ ვიქნებით, ჯერ წასვლას არ ვგეგმავთ.

– რაც შეეხება ნიკას, როგორ ემზადება ნაკრების თამაშებისთვის?

– რა თქმა უნდა, ყველანაირად მზადაა დაეხმაროს გუნდს, კარგ ფორმაშია და მაქსიმალურად მობილიზებული. იმედია, კარგად მომზადებული და ორგანიზებული იქნება მთლიანად გუნდი.

– გულშემატკივარიც გახარებულია, რომ ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ნიკა ისევ ნაკრებშია.

– კი, ასეა. იმედია, ნიკას დაბრუნება გაამართლებს და წარმატებას მოუტანს საქართველოს ნაკრებს.

– ნიკას ახალი სეზონი როდის ეწყება?

– სეზონი თითქმის ყველგან იწყება სექტემბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრამდე. ნიკა კი, ჯერ არ ვიცით, რომელ კონტრაქტზე მოაწერს ხელს. როგორც ყოველთვის, „ჩემოდნებზე” ვზივართ და ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას.

– შემოთავაზება აქვს რომელიმე გუნდიდან?

– კი, რამდენიმე შემოთავაზება აქვს, მაგრამ ჯერ ადრეა გადაწყვეტა. ფიქრობს და რომელიც უკეთესი იქნება, არჩევანსაც იმაზე გააკეთებს.

– მოდი, ახლა პატარებზეც მომიყევი. როგორია 2 შვილის დედობა?

– გადასარევი, პატარა ისეთი ბავშვია, ასეთს სამს მოვუვლიდი ერთდროულად. რაც ვიმშობიარე, იქიდან მოყოლებული, ერთი ღამე არ გამითევია, ჩემთან ერთად იძინებს და იღვიძებს.

– რა ხნის არიან ბავშვები?

– ლიზი სექტემბერში 3 წლის გახდება, ელენი კი 4 თვისაა.

– ლიზი ხომ არ ეჭვიანობს პატარა დაიკოზე?

– თავიდან ძალიან ეჭვიანობდა, ახლა, შედარებით შეეჩვია. ყველანაირად ვცდილობთ გადაუაროს ეჭვიანობის მომენტმა. მაგალითად, ნიკამ ელენი რომ გაჩნდა, სამშობიაროში ლამაზი კაბა მოუტანა ლიზის და უთხრა, ელენიკომ გამოგიგზავნაო. მართალია, ამან თავიდან არ გაჭრა, მაგრამ ნელ-ნელა შეეჩვია. უკვე დაბანაშიც კი მეხმარება და ეფერება. მაქიმალურად ვცდილობ, დავიხმარო ელენის გაზრდაში.

– ნიკაც თქვენთან ერთად არის, თუ შეკრებაზეა?

– ნიკა ჯერ შეკრებაზეა.

– როგორი მამაა?

– ნიკა მართლა ძალიან კარგი მამაა. მას რა პრობლემაც არ უნდა ჰქონდეს და როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა იყოს, ოჯახში ისეთი ჰარმონია გვაქვს, განტვირთვას მაინც ახერხებს. რაც წასულია, გიჟს გავს, ისე ენატრება ორივე. ლიზი უკვე დიდი გოგოა და ტელეფონით ხშირად ეკონტაქტებიან ერთმანეთს. მაგრამ, ელენიკოს მარტო სკაიპით რომ ხედავს გიჟს ჰგავს.

– დარწმუნებული ვარ, ნიკა ძალიან კარგი ქმარიც იქნება.

– ქმარი, თავისთავად ძალიან კარგია.

– მესამე შვილზეც ხომ არ ფიქრობთ ახლო მომავალში?

– რა თქმა უნდა, ამაზე ვფიქრობთ. უფრო მეტიც, ძალიან მინდა, ბიჭი გვყავდეს ორი გოგოს მერე.

– ფეხმძიმედ ხომ არ ხარ?

– ჯერ არა, ცოტა დასვენება მჭირდება, ელენი ჯერ მხოლოდ 4 თვის არის. მაგრამ, ძალიანაც არ გადავდებთ, რადგან ბარემ ერთად გაიზრდებიან და მერე მივხედავ ჩემს საქმეებს.

– იმედია, მულის მაგალითს აიღებ და ნინიკოს და ვატოს მიბაძავთ მრავალშვილიანობაში.

– რა თქმა უნდა. ორივე მხრიდან გოგონების სიმრავლეა. ჩემები რომ წამოიზრდებიან, მამიდაშვილებთან ერთად კარგ დროს გაატარებენ.

– რაც შეეხება სწავლას, აკადემიური გაქვს აღებული, თუ პარალელურ რეჟიმში განაგრძობ?

– ჯავახიშვილში, ბიზნესის განხრით ვსწავლობ. მეორე კურსზე გადავედი. ერთი წლით გვიან ჩავაბარე, რადგან ლიზიზე ვიყავი ფეხმძიმედ. აკადემიური არ ამიღიია, საჭირო დროს ჩამოვდიოდი და გამოცდებს ვაბარებდი.

– ანუ, ბიზნესში გინდა, მოსინჯო თავი?

– იცი რა, ყველაზე პერსპექტიული ახლა ეს სფეროა და ვნახოთ, რა გამომივა. ისე, ჟურნალისტიკა მიზიდავდა ყოველთვის, მაგრამ ბოლოს ბიზნესი გადავწყვიტე, რადგან მათემატიკა მეხერხება.

– სოფო, როგორი დიასახლისი ხარ?

– მგონი, კარგი. ისე, თბილისში რომ ჩამოვდივარ, მანებივრებენ. ახლა დედაც ჩემთან ერთად არის წავკისში.

– საკმაოდ პატარა იყავი, რომ გათხოვდი და ალბათ დროდადრო სწავლობ ყველაფერს.

– თამამად ვიტყვი, რომ ყველაფრის მომზადება ვიცი, მაგრამ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი.

– თქვენს უახლოეს გეგმებში რა შედის?  

– განსაკუთრებული არაფერი, ველოდებით წასვლას. რომ წავალთ, ისევ ის საინტერესო ცხოვრება მაისამდე და მერე ისევ ზაფხული. მომავალ წელს ძალიან გვინდა, სადმე წასვლა ოთხოვეს ერთად. იმედია, გამოგვივა. წელს ვერ მოვახერხეთ ნაკრების თამაშების გამო.

– ხომ არ მიჰყვები ნიკას ნაკრების თამაშებზე?

– კი, მე და ლიზი მივდივართ. ლიზიმ უნდა უგულშემატკივროს მამიკოს ევროპაზე.

– ლიზის უყვარს კალათბურთი?

– კი. ლიბანში რომ ვიყავით, ყველა თამაშზე მთხოვდა წასვლას.

– პატარას აქ ტოვებთ?

– კი, ძალიან პატარაა კალათბურთის მატჩებზე სასიარულოდ. ისე, ლიზი 2 თვის იყო ესპანეთში, პირველად რომ დაესწრო ნიკას თამაშს, თუმცა მთელი თამაში ეძინა.

скачать dle 11.3