კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი მილიარდერები მიიჩნევიან ყველაზე უსწავლელებად „ფორბსის” რეიტინგში

განათლებაში დიდძალი ფული იხარჯება თანამედროვე მსოფლიოში. შეძლებული მშობლები თავიანთ შვილებს მსოფლიოს საუკეთესო სკოლებსა და უნივერსიტეტებში გზავნიან სასწავლებლად და ამაში მილიონობით დოლარს ხარჯავენ. მათი აზრით, წარმატების მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ხარისხიან და ძვირად ღირებულ განათლებას მიიღებ. თუმცა, საპირისპიროზე მეტყველებს იმ მილიარდერთა ჩამონათვალი, რომელთა უმეტესობამ საშუალო სკოლის დამთავრებაც კი ვერ მოახერხა. მათ უმაღლესის დიპლომის გარეშეც მოახერხეს ისეთი წარმატებისთვის მიეღწიათ, რომ დღეს მათ შესახებ  უნივერსიტეტბში ლექციებსაც კი კითხულობენ. გთავაზობთ „ფორბსის” 2013 წლის ყველაზე უსწავლელ მილიარდერთა ჩამონათვალს.

 

რიჩარდ ბრენსონი – 4,6 მილიარდი დოლარი

სერ რიჩარდ ბრენსონმა 16 წლის ასაკში მიატოვა სკოლა. ის დისლექსიით იყო დაავადებული და სწავლა უჭირდა. ბრენსონს არანაირი უმაღლესი განათლება არ მიუღია, თუმცა ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია მისთვის, გაეხსნა „ვირჯინ რეკორდსი”, „ვირჯინ ატლანტიკ ეირვეისი” და ასევე, 300-მდე სხვადასხვა პროფილის კომპანია. 24 წლის ასაკში ბრენსონს თავისუფლად შეეძლო, ეყიდა ნებისმიერი კუნძული კარიბის არქიპელაგიდან. 

კირკ კერკორიანი – 3,3 მილიარდი დოლარი

სომხეთის ნაციონალურმა გმირმა და ლას-ვეგასის ცოცხალმა ლეგენდამ, 96 წლის კირკ კერკორიანმა სკოლა ჯერ კიდევ მე-8 კლასიდან მიატოვა და მას შემდეგ, ხან კრივით იყო გატაცებული, ხან – სამხედრო ავიაციით. დღესდღეობით, ამერიკის ერთ-ერთ უხუცეს მილიარდერს, მსოფლიოში სახელგანთქმული სამორინეების: „ბელაჯიო”, „ექსკალიბურ”, „მენდელეი ბეი”, „ლუქსორ”, „ნიუ იორკ-ნიუ იორკი”, „სირკუს სირკუსა” და „მირაჟის” აქციები ეკუთვნის.

ბილ გეითსი – 67 მილიარდი დოლარი

პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს ნამდვილად არ სჭირდება წარდგინება და ყველამ იცის, რომ „მაიკროსოფტის” დამფუძნებელი ბოლო პერიოდში აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. თუმცა, ბევრმა შეიძლება, არც კი იცის,  რომ სკოლის პერიოდში, არადამაკმაყოფილებელი მოსწრების გამო, ის ფსიქოლოგის ხშირი სტუმარი იყო. ჰარვარდის უნივერსიტეტიდან კი ორწლიანი სწავლის შემდეგ, გარიცხეს კიდეც. თან, ისე, რომ უმაღლესის დიპლომის მიღების ყველანაირი შანსი მოუსპეს.

პოლ ალენი – 15 მილიარდი დოლარი

გეითსისგან განსხვავებით, „მაიკროსოფტის” კიდევ ერთმა დამფუძნებელმა პოლ ალენმა, სწავლა საკუთარი სურვილით მიატოვა ვაშინგტონის უნივერსიტეტში, რათა მთელი დრო პროექტ „მაიკროსოფტზე” მუშაობისთვის დაეთმო. დღესდღეობით, „მაიკროსოფტის” აქციების გარდა, ალენის მფლობელობაშია 12 პროფესიონალური სპორტული გუნდი, უძრავ-მოძრავი ქონება მთელ პლანეტაზე, ტექნიკური და მედია კომპანიების აქციები და კინოკომპანია „დრიმუორქს ფიქჩერზიც” კი. 

ლარი ელისონი – 43 მილიარდი დოლარი

კომპანია „ორაკლის” დამაარსებელმა ორ, უილინოისის ურბანა-ჩემპეინისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტებში მოასწრო სწავლა, მაგრამ არც ერთგან არ მიიყვანა საქმე დიპლომამდე. 1977 წელს, ორი ათასი დოლარით დააარსა კომპანია „ორაკლი”, რომელიც დღეს მსოფლიოში, კომპიუტერული უზრუნველყოფის შემუშავების სიდიდით, მეორე კომპანიაა.

მაიკლ დელი – 15,3 მილიარდი დოლარი

მცირე კომპიუტერული კომპანია „პკ უნლიმიტედის” დაარსების შემდეგ, მაიკლი მიხვდა, რომ სწავლისთვის დრო არ დარჩებოდა და ქალაქ ოსტინში, ტეხასის უნივერსიტეტზე უარი განაცხადა. მთლიანად კომპანიის საქმიანობაზე გადაერთო. მიუხედავად იმისა, რომ მაიკლს უმაღლესი განათლება არ აქვს, მან მოახერხა საკუთარი კომპანიის, მსოფლიოში სახელგანთქმული „დელ კომპიუტერსის” კორპორაციად გადაქცევა.

დევიდ გეფენი – 6 მილიარდი დოლარი

ამერიკულ გასართობ ინდუსტრიაში ცნობილმა ფიგურამ – გეფენმაც ვერ დაასრულა სწავლა ოსტინის უნივერსიტეტში, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ გავლენიანი ადამიანი გამხდარიყო ჰოლივუდში და დაეარსებინა კომპანია „დრიმუორქს ფიქჩერზი”, რომელიც ყოველწლიურად საუკეთესო ანიმაციურ ფილმებს უკეთებს პროდაქშენს.

რალფ ლორანი – 7  მილიარდი დოლარი

ამერიკელი დიზაინერი რალფ ლორანი თანამედროვე მსოფლიო მოდის ცოცხალი ლეგენდაა. მილიონერად გახდომას რომ აპირებდა, ამის შესახებ მან ჯერ კიდევ სკოლაში განაცხადა. კოლეჯში სწავლის დროს რალფმა ჰალსტუხების გაყიდვით საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, რომელიც შემდგომში ბრენდ „პოლო რალფ ლორანად” იქცა. რალფმა ნიუ-იორკის საქალაქო კოლეჯში სწავლა მიატოვა, მისი ბრენდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა მსოფლიოში.

შელდონ ადელსონი – 26,5 მილიარდი დოლარი

სათამაშო ბიზნესის ლეგენდა და ნიუ-იორკის საქალაქო კოლეჯის კიდევ ერთი ყოფილი სტუდენტი, რომელმაც აღარ ისურვა უმაღლესი განათლების მიღება – დღეისთვის ადელსონი კორპორაცია „ლას-ვეგას სენდსის” აღმასრულებელი დირექტორია. მას ეკუთვნის სამორინე „ვენეიშენ რესორტ ჰოტელი” და ბიზნესცენტრი „სენდ ექსპო ენდ ქონვენშან სენტრ”. გარდა ამისა, შელდონ ადელსონი ამერიკაში უმსხვილესი, კომპიუტერული ტექნიკის საგამოფენო ცენტრ „კომდექსის” ერთ-ერთი დამაარსებელია.

ეიკ ბატისტა - 10,6 მილიარდი დოლარი

ბრაზილიელი მილიარდერი ეიკ ბატისტა  გერმანიაში, ააჰენის უნივერსიტეტში ინჟინრის პროფესიას ეუფლებოდა, თუმცა მესამე კურსიდან წამოსვლა და სამთომომპოვებელ ბიზნესში ჩართვა გადაწყვიტა. ბატისტა იმდენად წარმატებული გამოდგა დიპლომის გარეშეც, რომ მალე მისი კომპანია ერთ მილიარდ დოლარად გაიყიდა. მან კი ახალ სფეროში – ნავთობისა და გაზის კორპორაციებში დაიწყო ფულის დაბანდება, რამაც ის ბრაზილიის უმდიდრეს ადამიანად აქცია.

скачать dle 11.3