კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საეჭვო კამპანია

„ჩემი მაყურებელი შენსას სჯობია, არა, ჩემი სჯობს შენს“

იმ მიზეზით, რომ ერთადერთი და უალტერნატივო ოპოზიციური ძალის როლი აქვთ მორგებული, სავსებით ბუნებრივია, რომ მთავარი მოკრიტიკეების ამპლუაც შეისისხლხორცეს. სავარაუდოდ, ამ მოტივით, გასულ კვირას აწ უკვე უმცირესოელი ბ-ნი აკო მინაშვილის ბაგეებით გვემცნო, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს კრიმინალური ავტორიტეტები მართავდნენ.

ცხადია, მხოლოდ ამ მშრალი ინფორმაციით არ შემოფარგლულა ოპოზიციური „ნაცმოძრაობა“ და სულ დაწვრილებით ჩამოგვითვალა, ვინ და რომელ სასჯელაღსრულებით დაწესებულებას „უყურებს“. მე არ გავყვები ჩემი სატელევიზიო კოლეგების კვალს, რომლებმაც წყარო ბ-ნ მინაშვილზე დაყრდნობით, სათითაოდ მოგვახსენეს „მაყურებლებად“ წოდებული კრიმინალების გვარ-სახელები (ვერ გავყვები, რადგან, მათი გვარ-სახელები არაფერს მეუბნება, ვფიქრობ, ვერც თქვენ გეტყვით – მსგავს საეჭვო კომპანიაში ნაცნობები არ მეგულება) 

ამის პარალელურად, მეორე სიაც გავრცელდა, რომელშიც, გამავრცელებლის მტკიცებით, აწ უკვე სასჯელაღსრულების სისტემაში „ნაციონალური“ მმართველობისას არსებულ „მაყურებელთა“ ვინაობაა ჩამოთვლილი (გვარ-სახელებს კვლავ არ დავასახელებ ზემომოყვანილი მიზეზით).

ხოლო, რადგან ჩვენთვის, უბრალო მაყურებლისთვის (მკითხველისთვისაც), რთულია ამ ფაქტების გადამოწმება, ეჭვი მაქვს, არც „მაყურებლები“ გამოგვიტყდებიან  – ისღა დაგვრჩენია, წავიღიღინოთ: „ჩემი სიდედრი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – „მაყურებელი“) შენსას სჯობია, არა, ჩემი სჯობს შენს“! 

скачать dle 11.3