კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ორივენიცა

ნულოვნიდან – პლუს უსასრულობამდე

მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო კარიერის აისზე მისი პოლიტიკური გემოვნება თვით წვრილმანი დანაშაულისადმი ნულოვანი ტოლერანტობისკენ იხრებოდა (ამიტომაც, ისეც ხდებოდა, რომ 8 საბურავის ქურდი მკვლელზე დიდხანს იჯდა ციხეში და პატიმრების რაოდენობით მოსახლეობის ერთ სულთან მიმართებაში ყველა მსოფლიო რეკორდი მოვხსენით), დაისისკენ ტოლერანტობის ნულოვანი ნიშნული პლუს უსასრულობამდე გაზარდა.

სახელდობრ, ბ-ნი სააკაშვილი პირობითი მსჯავრის მოხსნას ყველა მსურველს ფერისცვალების დღეს (რაკი ბუნებაც კი ფერს იცვლის, ვითომ, თავადაც გადაწყვიტა იგივე?!) დაჰპირდა – თქვენ ოღონდ მომმართეთო. მას შემდეგ კი, რაც ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან რიგები დადგა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ინიციატივას ინსტრუქციაც მოაყოლა: „პრეზიდენტის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და კონკრეტული სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ვალდებულია: დაემორჩილოს სასჯელის მოხდის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესსა და პირობებს.“

ამასობაში კი შსს-მ გვაცნობა, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 644-ე ბრძანებით, ახალი რეგულაცია დადგენილა, რომელიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლებულ პირთა მიმართ ნასამართლეობის მოხსნას გულისხმობს.

ამის გამგონე ბ-ნმა ბარნოვმა (პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავკაცმა) უმალ განაცხადა, რომ: ჯერ ერთი, შსს-ს ქმედება „პოპულისტურია“ (თუმცა, თუკი პრეზიდენტის ინიციატივა გულკეთილობაა, ამ ჩვენი შსს-ს ბამბა რატომ აჩხრიალდა?!) და, რაც მთავარია, „ნურავის ჰგონია, რომ ნასამართლეობა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ვინმეს მოეხსნა, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა“!!!

საბოლოოდ, დავას ნათელი საიამ მოჰფინა, რომლის წარმომადგენელმა დაინტერესებულ საზოგადოებას განუმარტა, რომ ნასამართლეობის მოხსნის უფლება, ამ ჩვენი კანონმდებლობით, პრეზიდენტსაც ჰქონია და შს მინისტრსაც (ანუ, ორივენიცაო), რაც, ისევ იმას ნიშნავს, რომ ამ ქალაქში კვლავაც ყველაფერი დასწრებაზეა. 

скачать dle 11.3