კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

„ყბაჩამ დაიგვიანა“

ნუ დავწვრილმანდებით…

2008 წლის შემდეგ თავდაცვის სამინისტრო ცოცხალი თავით არ გასცემდა ინფორმაციას აგვისტოს ომში დაღუპულთა შესახებ. მეტიც, ოჯახის წევრებსაც ეკრძალებოდათ ჟურნალისტებთან კონტაქტი. მანამდე კი, ეროვნული გვარდიის გაუქმებასთან ერთად, გვარდიის შენობის ხსოვნის დაფაზე გამოკრული დაღუპული მეომრების ფოტოები სანაგვეში მოისროლეს, იმის პარალელურად, რომ ავღანეთში დაღუპულთა პანაშვიდები ლამის გასაიდუმლოებულად ტარდებოდა.

თუმცა, ხანი გამოხდა და დაისისკენ მიმავალმა პრეზიდენტმა არა მხოლოდ მოინახულა აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახების ნაწილი, გმირულად დაღუპულთათვის ძეგლების გახსნაც მოისურვილა და გასულ კვირას ინიციატივითაც გამოვიდა, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში ეროვნული გმირების შესახებ საინფორმაციო დაფები განთავსდეს (სამწუხაროდ, ის აღარ დაუკონკრეტებია, რით შეეწია სახელმწიფო დაღუპულთა ოჯახებს).

ეს კონკრეტული  ინიციატივა მთავარსარდალმა 2004 წელს ცხინვალთან დაღუპული ზაზა დამენიას ოჯახში სტუმრობისას გაგვიმხილა, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ 2004-დან 2013-მდე 9-წლიანი შუალედია, ნეტავ, ვინ უშლიდა პრეზიდენტს საჯარო სკოლებში საინფორმაციო დაფების გამოკვრას?!

ჩემი მხრივ, დავძენდი, რომ, იმ საინფორმაციო დაფებზე განთავსებულ ცნობებში მთავარსარდლის ავკარგიანობამდე ნუ დავწვრილმანდებით. 

скачать dle 11.3