კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრინკას გასაჭირი

„მამაცთა ნებაზე არ არის ომი“

თუმცა ჩვენთვის მიუწვდომელია, მაგრამ, სამაგიეროდ, იოლად ხელმისაწვდომი – რუსული გამოცემებისთვის, ამიტომაც, სწორედ expres.ru-ს მეშვეობით შევიტყვეთ, რომ ედუარდ-ჯაყო კოკოევმა კვლავ წამოგვიყენა ტერიტორიული პრეტენზიები (ან კი რატომ არ გამოაცხადებდა: ბრინკა თუ არ ვიქნებოდით, ჯაყო როგორ გაგვიჩნდებოდა?!).

ჯაყოს ლოგიკა შემდეგნაირია (მომყავს ციტატა, რადგან, ჩემი ნერვული სისტემა ჯაყოს ნათქვამის მესამე პირში გადაყვანისთვის არასაკმარისად მდგრადია): „დიახ, ჩვენ გვაქვს ტერიტორიული პრეტენზიები და როდესაც დღეს საქართელო მსოფლიოს გასაგონად აწყობს ისტერიკას, რომ რუსეთი და „იუჟნაია ოსეტიას“ სახელმწიფო საზღვრის მოწყობას რუსი მესაზღვრეების მეშვეობით ახდენენ და რომ ჩვენ შევიჭერით საქართველოში ათიოდე მეტრით, ეს არის ტყუილი. არავითარი ქართული ტერიტორია იქ არ არის.“

ედუარდ-ჯაყო, ძველებურად, ყაზბეგის რაინის ნაწილს გვედავება (ან, ვითომ რატომ არ შემოგვედავება?!) და აცხადებს, რომ ეს საკითხი „საქართველოსთან მოლაპარაკებებისას, როდესაც ის დაიწყება, უნდა გახდეს ქვაკუთხედი“.

სავსებით ბუნებრივია, რომ ეს კონკრეტული რეინკარნირებული ჯაყო იქით შერჩენის მიზნით აქეთ გვედავება, ოღონდ (რაც უნდა ვიქილიკო), საქართველოს დე-ფაქტო რუკა თავისას ამბობს – 2008 წლის შემდეგ სეპარატისტებმა იმაზე მეტი მიითვისეს, ვიდრე მანამდე ჰქონდათ მითვისებული.

იმის მიუხედავადაც, რომ არც მამაცთა ნებაზეა ომი და არც ედუარდ-ჯაყოს ნებაზე – ქართული მიწების გლეჯა, ნეტავ, არასდროს გავცემთ პასუხს კითხვას: ყოველთვის ბრინკას როლში რატომ ვართ?!

скачать dle 11.3