კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ჩინოვნიკური ექსტაზი

„პატივს ვხედავ და პატიჟისა მეშინის“

რაკი აქამომდე ჩინოვნიკები თავიანთ სამსახურებრივ მდგომარეობას ისეთ ექსტაზში მოჰყავდა, ცა ქუდად არ მიაჩნდათ, ხოლო დედამიწა – ქალამნად, ბუნებრივია, არც მათ შემცვლელებს ამოსვლიათ პირველი ოქტომბრიდან ფრთები.

ხოლო, რაკი დაფრთიანება იგვიანებს, მთაწმინდის პარკის ხელმძღვანელობამ შესაბამის სამსხაურს დახმარება სთხოვა, რადგან, როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები (ცხადია, მსხვილფეხობა) პარკის ტერიტორიაზე მანქანებით გადაადგილებას მოითხოვდნენ, რაც პარკში მყოფ უბრალო მოკვდავთა აღშფოთებასა და დისკოსფორტს იწვევდა, იმას გარდა, რომ კანონსაც არღვევდნენ.

ფაქტი უსიამოვნოა, თუმცა, სასიამოვნოა, რომ მთავრობის კანცელარიამ ყველა სამთავრობო უწყება გააფრთხილა, ავტომანქანები ავტოსადგომზე დააყენონ, მთაწმინდის პარკში კი მშობლიური ფეხებით გაისეირნონ.

ჩვენ არ ვიცით, გაითვალისწინებენ თუ არა ჩვენი მსხვილფეხა ჩინოვნიკები კანცელარიის ადმინისტრაციის გაფრთხილებას, ამას მთაწმინდის პარკზე მომავალი დაკვირვება გვაჩვენებს, მაგრამ, ის კი აშკარაა, რომ სკამზე დასმამდე ჩვენს ჩინოვნიკებს გარკვეული პერიოდით „კარცერ-ლუქსებში“ განთავსება არ აწყენდათ, რომ კარგად ჩაიბეჭდონ გონებაში: თანამდებობა მოვალეობაა, ბატონებო და არა პატივი! 

скачать dle 11.3