კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ზრუნავს ერთდროულად ქმარსა და 3 თვის შვილზე „პირველი ვიცე-მის მსოფლიო“ – მაიკო საყვარელაშვილი და რატომ იყო მისი და მომავალი მეუღლის სიყვარულის ისტორია სასაცილო

დაახლოებით ერთი წლის წინ, სმენადაქვეითებულთა სილამაზის კონკურსზე – „მის მსოფლიო“, „პირველი ვიცე-მის მსოფლიო“ 20 წლის მაიკო საყვარელაშვილი გახდა. მაიკო ჯერ კიდევ  2 წლის იყო‚ როდესაც მამა გარდაეცვალა. ის სპეციალურ სკოლა-ინტერნატში მიიყვანეს‚ სადაც იზრდებოდა. 14 წლის ასაკში კი დედაც გარდაეცვალა და მარტო დარჩა. მასზე მზრუნველობა სკოლის ადმინისტრაციამ ითავა. 16 წლის მაიკოზე კი მეურვეობა სკოლის მასწავლებელმა‚ ნანა ხარატმა აიღო, რომელიც შემდეგ მისი ნათლია გახდა. „სამი წელია‚ შეყვარებული მყავს. ერთ სკოლაში ვსწავლობდით და ქართულსაც ერთად ვცეკვავდით. მალე ნიშნობაც გვექნება. ძალიან გაუხარდა ჩემი გამარჯვების ამბავი. უზარმაზარი თაიგულით დამხვდა აეროპორტში. განსაკუთრებულად ამაყობს ჩემით, მაგრამ, რაც ჩამოვედი, მეუბნება: როდის დამთავრდება შენი ინტერვიუები და აქეთ-იქით სირბილი, ვეღარ იცლი ჩემთვისო. ადრე სულ ერთად ვიყავით – სამსახურში გამომივლიდა, სახლში მიმაცილებდა, ახლა კი სულ ვეუბნები: „არ მცალია, არ მცალია“... მაგრამ, მალე მოვიცლი მისთვის...” – ეს მაიკომ ერთი წლის წინ თქვა ჩემთან ინტერვიუში, დღეს კი მასზე მისი შეყვარებული და ახლა უკვე მეუღლე, დათო ბედენაშვილი ზრუნავს, რომელიც „თეგეტა მოტორსში“ მუშაობს, მაიკო კი სტილისტია და მის ხელებს არერთი გოგონა გაულამაზებია. 

 

მაიკო საყვარელაშვილი: იმ კონკურსიდან ძალიან გახარებული და ბედნიერი ჩამოვედი, მალევე გავთხოვდი და შევქმენი ჩემი პატარა ოჯახი. თუმცა, ქორწილი ცოტა ხნის წინ გვქონდა. მე და ჩემი მეუღლე ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, თანაკლასელები ვიყავით და ბოლო კლასში შეგვიყვარდა ერთმანეთი. ჩვენი სიყვარულის ამბავი ისეთია, ნამდვილად გაგეცინება: თავიდან ჩემი მეუღლე  ჩემი დაქალის შეყვარებული იყო, მე კი მათი მესაიდუმლე და ორივე ყველაფერს მიყვებოდა. მერე რაღაც მიზეზის გამო დაშორდნენ და ამ დროს ჩვენ შეგვიყვარდა ერთმანეთი. ისეთი კარგი დაქალი მყავს – ჯიგარი, ის იყო ქორწილში ჩემი მეჯვარე. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან ლამაზი და სასაცილო სიყვარულის ისტორია გვქონდა. ყოველდღე მაკითხავდა სამსახურში, და სახლშიც მაცილებდა. ყოველთვის ვუგებდით და გვესმოდა ერთმანეთის. თვითონ არ უყვარს სიურპრიზების გაკეთება, მაგრამ, მე მიყვარს. ამიტომ, ხან ბალიშის ქვეშ ამოვუდებ საჩუქარს, ხან სხვაგან დავუმალავ და ასე ვაწვალებ. 

– როდის გადაწყვიტეთ დაქორწინება?

– ჯერ კიდევ სილამაზის კონკურსამდე გვქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ, კონკურსის გამო გადავდეთ, ვერ გავყევი ცოლად. რომ ჩამოვედი, ნიშნობა გვქონდა, ქორწილიც დავგეგმეთ, მაგრამ, ისევ გადავდეთ. ამიტომ, ახლახან დავიწერეთ ჯვარი და ქორწილიც გადავიხადეთ. ძალიან ლამაზი ქორწილი გვქონდა ჩვენს პატარა ანასტასიასთან ერთად, რომელიც 26 აპრილს დაიბადა – ჯერ მხოლოდ სამი თვის არის.  ჯვრისწერა და ხელის მოწერა მცხეთაში გვქონდა, ქორწილი კი – „ტოპ ლაუნჯში“. როგორც ყველა, ჩვენც ძალიან ვნერვიულობდით, მაგრამ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა: კარგად გავერთეთ, ვიმხიარულეთ ჩვენც და ჩვენმა სტუმრებმაც. ბევრი ლამაზი სიურპრიზი გვქონდა, განსაკუთრებით მომეწონა, რომ გავუშვით ცეცხლოვანი საჰაერო ბუშტები – ძალიან რომანტიკული იყო. ამ ყველაფერზე განსაკუთრებულად იზრუნა ჩემმა დედამთილმა. 

– როგორი ორსულობა გქონდა? 

– ძალიან კარგი ორსულობა მქონდა და მშობიარობაც მშვენიერი. ჩემი მეუღლეც დაესწრო ბავშვის დაბადებას. ძალიან უნდოდა, თავად გამოთქვა სურვილი და მეც გამიხარდა. ჩემი შვილი იყო ქორწილში დედიკოს მეჯვარე. ვფიქრობ, ძალიან კარგი დედა ვარ და თავიდან ბოლომდე ვზრუნავ ჩემს შვილზე. მეუღლეც ყველანაირად მეხმარება. მეც ვცდილობ, ორივეს – მეუღლესაც და შვილსაც – ბევრი დრო დავუთმო და, მგონი, კარგად გამომდის. ახლა აღარ მსაყვედურობს მეუღლე, ჩემთვის აღარ გცალიაო, როგორც კონკურსის შემდეგ მსაყვედურობდა. თავად ძალიან ყურადღებიანი და თბილია, იცის ქალის ფასი და ამიტომაც შემაყვარა თავი. როგორც თვითონ ამბობს, ჩემში ყველაზე მეტად ჩემი მხიარული ხასიათი და სიცოცხლის სიყვარული მოსწონს.

P.S. ჩვენ კიდევ ერთხელ ვულოცავთ მაიკოს და დათოს დაქორწინებას, შვილის დაბადებას და დიდ ბედნიერებასა და ულევ სიხარულს ვუსურვებთ მათ პატარა, ლამაზ ოჯახს!

скачать dle 11.3