კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიაჩნია სალომე ქათამაძეს „იურმალაზე“ საკუთარ შეცდომად და რა არ აპატია მას ტოტო კუტუნიომ

„იურმალაზე“ სალომე ქათამაძის გამოსვლას‚ ალბათ‚ მთელი საქართველო ადევნებდა თვალს. იმ დღეებში სოციალურ ქსელებში კონკურსის ჟიურის რამდენიმე წევრის, განსაკუთრებით კი – ტოტო კუტუნიოს მისამართით, არცთუ სასიამოვნო ტექსტები გავრცელდა. წელს სალომე ნამდვილად იყო „იურმალის“ ფავორიტი. რომ არა სიმღერა, რომელიც მან დუეტ „ჯორჯიასთან“ ერთად შეასრულა, ალბათ‚ ის კონკურსიდან პირველი ადგილით დაბრუნდებოდა. 

 

სალომე ქათამაძე: პირადად მე ყველაფრით კმაყოფილი ვარ და ერთი ქულით წაგება ჩემთვის წაგებას არ ნიშნავს. თან‚ საქართველოს მოსახლეობის აზრიც ასეთია და მათი ფრაზებით – „შენ ხარ ჩვენი გამარჯვებული“ – ვწყნარდები. რაც შეეხება ჩემს გამოსვლებს, კმაყოფილი ვარ, გარდა ერთისა – „კინტაური“ არ არის ჩემი სტილი, ჟანრი და ეს ქულებზეც აისახა. პირველი გამოსვლის ეფექტი ძალიან დიდი იყო, მაგრამ, იმ დღეს, როდესაც ეს სიმღერა შევასრულე, შეიძლებოდა, უფრო ნაკლები ქულებიც დაწერილიყო, რადგან, როგორც ვთქვი: ეს არ იყო ჩემი სტილი და მაყურებელმა იგრძნო კიდეც. ისეთი გოგო ვარ, რომელსაც უფრო მეტად უხდება ამერიკული სოული. ქართული ტექსტი ჰქონდეს სიმღერას, იყოს ქართული, რა თქმა უნდა‚ ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ, ჟანრობრივად, მელოდიურად ხომ უნდა ჯდებოდეს ჩემს ჰარმონიაში?!

– ვინ შეგირჩია ეს სიმღერა და რატომ არ თქვი თავიდანვე მის შესრულებაზე უარი? 

– რუსა მორჩილაძის იდეა იყო. არაჩვეულებრივი სიმღერაა, უბრალოდ‚ ეს არ იყო ჩემი სტილი. რაც შეეხება მესამე დღეს, ნამღერითაც კმაყოფილი ვარ, ქულებითაც. ეს დღეები სულ სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდი: დილით ადრე ვიღვიძებდით, მთელი დღე რეპეტიციები გვქონდა ღამის 11 საათამდე. დღეში ორჯერ ერთი საათით გამოვდიოდით გარეთ, ამოსუნთქვის საშუალებაც არ გვქონდა. 

– მეუღლესაც ვერ აქცევდი ყურადღებას?

– კი, როგორ არა, სულ ჩემთან ერთად იყო, ერთ რეჟიმში ვცხოვრობდით: ერთად ვიღვიძებდით და ვიძინებდით. 

– შენსა და „ჯორჯიას“ დუეტს მინდა დავუბრუნდე: როდესაც კონკურსის ორგანიზატორებმა მოისმინეს‚ რა უნდა გემღერა, არაფერი გირჩიეს? ან, შენ რატომ არ თქვი უარი? 

– რევზინმა თქვა, სალომემ სხვა სიმღერა იმღეროსო. ის ამ საკითხში ძალიან კომპეტენტურია, 12 წელია‚ ამ კონკურსის დამდგმელი რეჟისორია და, ამიტომ, მას უკეთესად ესმის ბევრი რამ, რაც‚ შეიძლება‚ ჩვენ არ გვესმის, ან, ვერ გავიგოთ, არ ვიცოდეთ. როცა ამ ადამიანმა თქვა, სიმღერა შევცვალოთო, ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი. თან‚ დუეტი იყო და უნდა შეგვერჩია ისეთი სიმღერა, რომელიც მეც ვიცოდი, დუეტმაც და უნდა გაგვენაწილებინა. რაღაც სიმღერები მოვიფიქრეთ, მათაც შემოგვთავაზეს, ჩვენც, მაგრამ‚ საბოლოო ჯამში‚ ისეც ამ სიმღერაზე შევჯერდით. 

– ამ სიმღერის შესრულებას შეცდომად მიიჩნევ? 

– კი, კი! 

– მას შემდეგ, რაც კუტუნიომ რვიანი დაგიწერა, მთელი საქართველო ლანძღავდა, აგინებდა.

– კუტუნიომ სოულის შემდეგ „კინტაური“ აღარ მაპატია. 

– სხვადასხვა საიტები აქტიურად წერდნენ, რომ თითქოს მას შენი გამოსვლისას ჩაეძინა. 

– არა, რა ჩაეძინა, სისულელეა!.. თუმცა‚ შეიძლება‚ ჩაეძინა კიდეც, არ ვიცი, ასე არ ვაკვირდებოდი ჟიურის წევრებს. დარბაზზეც ვმუშაობდი და ჟიურიზეც, მაგრამ, არ დავკვირვებივარ, ვინმეს ეძინა თუ  არა. 

– აგუტინმაც ორჯერ დაგიწერა ათიანი. 

– აგუტინმა ამის მიზეზიც დაასახელა: შუა სიმღერაში რიტმს ძალიან ანელებსო. არადა, ეს ვოკალური კონკურსია და არა სიმღერის შენელებისა და აჩქარების. 

– გალა კონცერტზე მაქს ფადიევმა და ტოტო კუტუნიომ მოგიბოდიშეს. 

– არ ვიცოდი‚ თუ მობოდიშებას აპირებდნენ და ეს პირდაპირ სცენაზე გააკეთეს. ფადიევმა თქვა: არ ვნანობ‚ ათიანი რომ დავუწერე, რადგან, მეორე ადგილი წინსვლას ნიშნავს, მაგრამ‚ მაინც ვნანობ და მაპატიეო. კუტუნიომ პირდაპირ სცენაზე მიმღერა ასეთი ტექსტით: „თუ ოდესმე მაპატიებ“. როცა ჟიურის წევრები ამოდიან სცენაზე, გაჯილდოებენ და თან ბოდიშებს გიხდიან, რა თქმა უნდა‚ ეს სასიამოვნოა. მათ დანმაშავედ იგრძნეს თავი ალბათ იმაში, რომ პირველი არ ვიყავი, შერცხვათ და ასე გამოხატეს ყველაფერი. 

– არადა‚ ამ კონკურსის ფავორიტად მოიაზრებოდი. 

– კი, ასე იყო. კონკურსანტებიც გიჟდეობდნენ ჩემზე, მეუბნებოდნენ, შენ გაიმარჯვებო. ჟიური, ორგანიზატორები, მართლაც ყველაზე დიდ ყურადღებას მაქცევდნენ. იგორ კრუტოი ძალიან თბილად, ყურადღებით მექცეოდა, ისევე‚ როგორც რევზინი და ჟიურის სხვა წევრები. რობერტო ძალიან მომწონს, საყვარელი და ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ‚ ბოლოს ისიც ცუდ ხასიათზე იყო – უხერხულად იგრძნო თავი, რომ პირველ ადგილზე გავიდა. არის რამდენიმე ფოტო, სადაც დაფიქსირებულია‚ როგორი მოწყენილი სახით დგას. პირდაპირ მითხრა: ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს, შენ ნამდვილად გეკუთვნოდა პირველი ადგილიო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს, ქართველებს, რაღაცით მაინც გავუხარე გული. დიდი მადლობა ყველას იმისთვის, რომ ამხელა ყურადღება მომაქციეს და ჩემ გვერდით იდგნენ. 

– არ ფიქრობ, რომ შენისთანა მომღერლის ადგილი არ არის ამ კონკურსზე?

– ბევრმა მითხრა, არ უნდა გასულიყავი, შენი დონე არ იყოო. მე ეს ყველაფერი მჭირდებოდა‚ უპირველეს ყოვლისა‚ იმისთვის, რომ დიდი მასშტაბებით წარმომეჩინა საკუთარი თავი; საქართველოსთვისაც მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ კარგი მომღერალი ვარ. მინდოდა‚ საქართველოს სახელით გამეკეთებინა რაღაც კარგი და ამ ყველაფერმა ერთად გადამაწყვეტინა „იურმალაზე“ გამოსვლა. რამდენი ნიჭიერი მომღერალი ვიცი საქართველოში და, მათთვისაც მინდოდა, მეჩვენებინა, რომ შეუძლიათ, გავიდნენ ასეთი ტიპის კონკურსზე, მოიხვეჭონ სახელი და ასახელონ ჩვენი ქვეყანა.

– რა მოგცა ამ კონკურსმა? 

– როგორც ვოკალისტს – არაფერი, მაგრამ, როგორც არტისტს – ბევრი რამ მომცა. ალექსანდრ რევზინმა ლექცია წაგვიკითხა, ბევრი გაკვეთილი მოგვცა იმის შესახებ‚ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ სცენაზე, როგორ უნდა მივიპყროთ მსმენელის, დარბაზის ყურადღება, როგორ გავცეთ ენერგია სწორად. ყოველთვის ბევრ ენერგიას გავცემდი და სიმღერის ბოლოს ძალიან ვიღლებოდი. მან კი აგვიხსნა, უკან როგორ უნდა მიიღო გაცემული ენერგია, თან‚ ორმაგად და სიმღერის დროს არ დაიღალო. მართლაც‚ რეპეტიციაზე ეს რომ გავაკეთე, პირველად ძალიან დავიღალე, მაგრამ მეორედ საერთოდ არ დავღლილვარ. თითო წამით უნდა გაჩერდე, დააკვირდე იმ ადამიანს, რომელსაც უყურებ და უკან უნდა მიიღო ენერგია. მერე უნდა გადახვიდე სხვაზე, სხვა კუთხეზე, სხვა ადამიანზე, უკან რომ ზის, მერე იმის უკან რომ ზის – ასე აგროვებ ენერგიას და სიმღერის დროს არ იღლები. ასეც მოხდა: არ დავღლილვარ და „დასტოინად“ გამოვედი სცენაზე. 

– რაში აპირებ მოგებული 30 ათასი ევროს დახარჯვას? 

– არ ვიცი, მინდა, რომ ალბომი გავაკეთო. წესით‚ ასე მოვიქცევი. ახლა ცოტას დავისვენებ, 16 აგვისტოს ესპანეთში მიმიწვიეს რაღაც კონცერტზე; თუ არ ვცდები‚ ერთ-ერთი კომპანიის კორპორაციული საღამოა. 

– კიდევ მიიღებ რომელიმე კონკურსში მონაწილეობას? 

– აღარ წავალ. თუ საქართველოს დასჭირდება, თუ ვინმე ძალიან მთხოვს – შენ გვჭირდებიო, რა თქმა უნდა‚ წავალ, მაგრამ, პირადად  ჩემი სურვილით – არა. იმხელა ნერვიულობა, სტრესი, დატვირთვაა, შეიძლება‚ ორ კვირაში დავბერდე. უპირველეს ყოვლისა‚ მხრებზე გადევს პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე და უნდა გაიტანო; მეორე – შენი თავი უნდა გაიტანო, წარმოაჩინო; მესამე – ისე უნდა იცხოვრო, ელემენტარულიც კი არ უნდა შეგეშალოს, რადგან შიდა სამზარეულო კიდევ სხვა რამეა. თუ კარგი ადამიანი ხარ, ამას უფრო მეტად აფასებენ, მხოლოდ არ კმარა ის, რომ სცენაზე გამოხვედი და კარგად იმღერე. შიდა სამზარეულოდან როცა ვინმეს უნდა შენთან კონტრაქტის გაფორმება ან რამის შემოთავაზება, როცა შენს პიროვნებაზე დადებითად საუბრობენ, მათი მხრიდან უფრო მეტი ინტერესი მოდის. ამ მხრივაც ძალიან გვაქებდნენ. რასაც მეტყოდა რევზინი, ყველაფერს ვუჯერებდი. სულ ორი შეცდომა გამისწორა პირველივე რეპეტიციაზე და ამის მერე ისე ვმღეროდი, აღარ გავუჩერებივარ. რომ მითხრა: უფრო მეტი ღიმილი, თვალები არ დახუჭო ძლიერადო, – ეს გავიგე და გავაკეთე, ამიტომ, ჩემით ძალიან კმაყოფილი იყო. 

скачать dle 11.3