კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რატომ გადაწყვიტა ჯანეტ ქერდიყოშვილმა მონაწილეობა მიეღო რეალითი შოუში „ხოჩუ ვ ვიაგრა“ და რა გამოცდა მოუწყო მას კონსტანტინე მელაძემ

ცოტა ხნის წინ „მის საქართველო“ ჯანეტ ქერდიყოშვილმა საკუთარი თავი ახალ ამპლუაში – სიმღერაში გამოსცადა. თუმცა‚ ეს უფრო საზოგადოებისთვის იყო ახალი, თორემ ჯანეტი ჯერ კიდევ რუსეთში ცხოვრებისას სწავლობდა მუსიკალურ სკოლაში და ძმასთან ერთად, არაერთ კონცერტსა და კონკურსში მიუღია მონაწილეობა. ახლა კი‚ მის ცხოვრებაში კიდევ ერთი განსხვავებული ეტაპი დაიწყო. უკრაინაში ის მონაწილეობას მიიღებს რეალითი შოუში „ÕÎფს გ გთადპა“, რომლის შესარჩევი ქასთინგები უკვე წარმატებით გაიარა და წინ საკმაოდ დაძაბული რეალითი შოუ ელოდება. 

ჯანეტ ქერდიყოშვილი: ჩემს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და განსხვავებული ეტაპია. აჟიტირებული ვარ, რადგან არ ვიცი‚ რა იქნება მომავალში – ცოტა გაურკვევლად ვარ. მოკლედ‚ ზამთარში სანკტ-პეტერბურგში ერთი კვირით ჩავედი და როცა უკან უნდა გამოვფრენილიყავი, წინა დღეს ჩემი მეგობრის დამ მითხრა: კონსტანტინე მელაძე ქასთინგს აწყობს, ახალ ჯგუფს აყალიებებს და გოგონები სჭირდებაო. ამ ქასთინგს ხალხი მთელი წლის  განმავლობაში ელოდებოდა, მე კი სრულიად შემთხვევით გავიგე და შანსი გამოვიყენე – ისე, წავედი მეგობართან ერთად არავისთვის მითქვამს – დილის 9 საათზე, სიცივეში. დამხვდა ცოცხალი რიგი, დაახლოებით 2 000-მდე მონაწილე სხვადასხვა ქვეყნიდან. რაც შეეხება პროექტს, კონსტანიტინე მელაძე ქმნის ახალ ჯგუფს, რომლის სახელწოდებაც არ იქნება „ვიაგრა“ და არც მე ვიქნები „ვიაგრას“ მესამე წევრი, როგორც ამას წერენ.  საქართველოში დაიწყეს: ჯანეტი ამბობდა‚ ასეთი მკაცრი მამა მყავს და უცებ „ვიაგრაში“ უშვებენო... კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არ არის ის „ვიაგრა“, რომელიც ჩვენ ყველამ ვიცით. ასე რომ ყოფილიყო, პროექტში მონაწილეობას არ მივიღებდი და ეს არც ჩემს მშობლებს მოუნდებოდათ. ეს არის რეალითი შოუ, რომელშიც 24 გოგონაა. 8 კვირის განმავლობაში მივიღებთ მონაწილეობას. „ვიაგრა“ 2013 წლის 1 იანვარს ოფიციალურად დაიშალა და‚ რადგან ამ ჯგუფზე ყოველთვის‚ წლების განმავლობაში‚ ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, ამიტომ დაარქვა მელაძემ პროექტს „ხოჩუ ვ ვიაგრა“. ამან გაამართლა, დიდი ინტერესი გამოიწვია პრესაში, საზოგადოებაში. სინამდვილეში, მელაძე არ აკეთებს ახალ „ვიაგრას“, უბრალოდ‚ ეს იქნება ახალი ჯგუფი, რომელიც სამი გოგონასგან იქნება შემდგარი. პირველ ქასთინგში, რომელიც 4 ქვეყანაში მიმდინარეობდა‚ დაახლოებით 8 ათასი გოგონა იღებდა მონაწილეობას. აქედან შემდეგში მხოლოდ სამასს დაგვირეკეს. 

– ანუ, პირველმა ქასთინგმა წარმატებულად ჩაიარა? 

– კი, მითხრეს: დაგირეკავთო. გავიდა სამი თვე, უკვე აღარც მახსოვდა ქასთინგის შესახებ და უცებ დამირეკეს: ძალიან მოგვეწონე და გვინდა, გიხილოთ სატელევიზიო ქასთინგზე, რომლის ტრანსლაციაც 4 ქვეყანაში მოხდებაო... მოკლედ‚ მოვამზადე ალსუს სიმღერა. მე არ მაქვს ჯაზის, როკის ხმა, უფრო საშუალო საესტრადო ხმა მაქვს, თუნდაც ისეთი, როგორიც‚ მაგალითად‚ „ვიაგრაშია“ საჭირო. რუსიკო ბახტაძესთან, არაჩვეულებრივ პედაგოგთან მოვემზადე 2 თვის განმავლობაში. მანანა მანიასთან შევიკერე ულამაზესი კაბა, რომელიც უფრო წითელი ხალიჩისთვის არის. მაგრამ ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა, ასეთი კაბა არავის ეცვა. 17 ივლისს ჩავედით კიევში, სამასი გოგო მონაწილეობდა ქასთინგში. ყველაზე აკეთებდნენ პატარა სიუჟეტებს, რა თქმა უნდა‚ ჩემზეც გააკეთეს: სად დავიბადე, როგორ გავხდი „მის საქართველო“. ჩემი ტრაგედიაც ჩართეს, რა გადავიტანე, რა გადავლახე. მოკლედ, დამახასიათეს. როდესაც ვიმღერე, ჟიურიში ისხდნენ: კონსტანტინე მელაძე, ალბინა ჯანაბაევა, იგორ ვერნიკი და ყველას იქვე ეუბნებოდნენ: მოეწონათ თუ არა ნამღერი და გადადიოდი თუ არა მომდევნო ტურში. საოპერო დივასავით ნამდვილად არ მიმღერია. ჩვეულებრივი, ლამაზი, ნაზი სიმღერა ვიმღერე. მაგრამ‚ ეტყობა‚ ისე მოეწონათ ჩემი ჩაცმულობა; ის როგორ ვიღიმებოდი, ვლაპარაკობდი, რომ ხალხი ფეხზე იდგა და ტაშს მიკრავდნენ, ოვაციებს გამოხატავდნენ. კონსტანტინემ და ვერნიკმაც ასეთი რამ თქვეს: გემჩნევა, როგორ ოჯახში ხარ გაზრდილი, თვალებზე გეტყობა, რომ ძალიან სუფთა სამყარო გაქვსო. შემდეგ კონსტანტინემ მითხრა: მგონი, ზუსტად არ იცი სად მოხვედი და არც ის, გინდა თუ არა დარჩენა. აქ ძალიან დიდი ბრძოლის, სტრესის გადატანა მოგიწევს, ამიტომ კარგად დაფიქრდიო. ისეთი შთაბეჭდილება დავტოვე, რომ ვარ ბავშვური, ძალიან ნაზი, დაუცველი გოგონა. ინტერვიუებსაც რომ ვაძლევდი, ვერა ბრეჟნევამ, რომელიც‚ ასევე‚ ერთ-ერთი წამყვანი იყო, მკითხა: მართლა ასეთი ხარო. იქ ხომ არ დავიწყებდი: ასეთი არ ვარ-მეთქი. ამიტომ ვუპასუხე: ამას ნახავთ-მეთქი. თქმას არანაირი აზრი არ ჰქონდა, უნდა მეჩვენებინა – რა შემიძლია, რა გამოვიარე, რამდენად ძლიერი ვარ. თუმცა‚ მელაძის სიტყვების მერე დავფიქრდი: მინდა თუ არა ამ პროექტში მონაწილეობა-მეთქი. ჩემი ძმაც მეუბნებოდა‚ იქნებ არ გინდაო. მოკლედ 300-დან სულ 60 გოგონა დავრჩით. თუმცა‚ ვფიქრობდი: წავსულიყავი თუ არა, თან‚ ორგანიზატორებს ვუთხარი: სახლში მინდა წასვლა-მეთქი. 

– უარს ამბობდი დარჩენაზე? 

– კი. ეს არ დამიფიქსირებია კამერების წინ, ამიტომ‚ არ ვიცი‚ მელაძეს თუ უთხრეს ოფიციალურად. მერე შეგვიყვანეს ოთახში, სადაც ჩვენი ფოტოები იყო გაკრული. კონსტანტინემ თქვა: ვისი ფოტოებიც მარჯვენა მხარესაა, ისინი გადადიან შემდეგ ტურში, ვისიც მარცხნივ – ისინი პროექტს ტოვებენ. ვისი ფოტოც უკან კიდია, ისინი არიან, ვინც ეჭვობს: უნდა თუ არა პროექტში დარჩენაო. ჩემი ფოტო უკან ეკიდა. ასე  რომ‚ კითხვის ნიშნის ქვეშ ვიყავით მე და რამდენიმე გოგონა. მივხვდი, მცდიდნენ. რომ დავინახე კითხვის ნიშნის ქვეშ ვიყავი და უკან ეკიდა ჩემი ფოტო, მაშინ გამეხსნა მეორე სუნთქვა და ვთქვი: უნდა დავრჩე! მომდევნო ტურში უკვე 39 გოგონა გადავედით, ყველანი ერთ სახლში ვცხოვრობდით, საკმაოდ რთულ, სტრესულ პირობებში: დღეში ერთი საათი გვეძინა, ერთხელ ვჭამდით. ჩემს ცხოვრებაში ისეთი სირთულე არ გადამიტანია, რაც იმ სამ დღეში მომიწია. შემდეგ სამ-სამი გოგონა გაგვაერთიანეს ჯგუფში, მე იმ ორ გოგონასთან ერთად დავდექი, ჩემთან რომ ცხოვრობდნენ ოთახში. ყველა ჯგუფს უნდა ემღერა „ვიაგრას“ რომელიმე სიმღერა. მთელი ღამე ვამზადებდით სიმღერას, ცეკვას, რომელიც საკმაოდ ეფექტური და შთამბეჭდავი გამოვიდა. გვეცვა შავი, მოტკეცილი კაბები. ისეთი კლასი ვაჩვენეთ, ისე ენერგიულად, ემოციურად ვიცეკვეთ, რომ მთელი დარბაზი ფეხზე იდგა. ჟიურის წევრებიც გაგიჟებულები იყვნენ. კონსტანტინემ მითხრა: რატომ გვეგონა, რომ სხვანიარი იყავი, არადა‚ თურმე‚ სცენაზე თამაშიც შეგძლებიაო. ვერნიკმა კი აღნიშნა: ჯანეტი ისე გახსნილი არ იყო, როგორც თქვენ ორნი, მაგრამ ესეც პლუსია. მისი ქართული ზომიერება იგრძნობა და ეს „იზიუმინკა“ კიდევ ერთ პლუსს გაძლევთო. როგორც გვითხრეს‚ 13 ჯგუფში ჩვენი ყველაზე კარგი იყო. ამის შემდეგ დავრჩით 24 გოგონა და უკვე კონსტანტინე მელაძეს უნდა დავეყავით 8 ჯგუფად. სანამ დაგვყოფდნენ, ვათვალიერებდი გოგონებს, ვფიქრობდი: ვინ შეიძლება, გახდეს გამარჯვებული, რადგან მაინც მნიშვნელობას გარეგნობას ანიჭებენ. ყაზახი გოგონა მომეწონა და კიდევ ერთი უკრაინელი, მესამე ვერ ავარჩიე. ისე მოხდა, რომ მელაძემ ერთად დაგვაყენა მე და სწორედ ის ორი გოგონა. ძალიან გამიხარდა და მივხვდი: შანსები ნამდვილად გვაქვს. მართლა‚ როგორც აღნიშნავენ‚ „ზალატოი სასტავი“ გამოვედით, ერთმანეთზე უკეთესები და‚ თან‚ ერთმანეთს ვავსებთ. 

– უკვე იცი, რა გელოდება წინ?

– ცოტა ხანში, ისევ ჩავალ კიევში. ერთი თვე ვიცხოვრებთ ერთად. თუმცა‚ პროექტი 8 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. თითო კვირას, კონცერტის შემდეგ ერთი ჯგუფი გავარდება. გალა კონცერტი გაიმერთება მოსკოვში, სადაც სამი ჯგუფი გავა და აქედან ერთი ჯგუფი გახდება გამარჯვებული. ისეთი კარგი გოგონები მყავს გვერდით, რომ‚ ვფიქრობ‚ დიდხანს დავრჩებით პროექტში. წინასწარ ბევრ რამეს არ გვეუბნებიან. თუმცა‚ ვიცი, რომ ვიქნებით კიევში დიდ სახლში. იქნება კამერები, გვეყოლება ქორეოგრაფი, მუსიკის მასწავლებელი, ტრენერი. დიდი ჯგუფი მუშაობს ამ ყველაფერზე და‚ წესით‚ ერთ-ერთი რეიტინგული პროექტი გამოვა. შესაბამისად‚ აქ უკვე ყველაფერი დამოკიდებულია სამივეზე და არა ერთზე. ამიტომ, მოგვიწევს ერთმანეზე ზრუნვა, დაცვა. ზოგადად‚ ზომიერება ვიცი, მაგრამ ვერ ვიტან უსამართლობას და როცა ასეთ რამეს ვხედავ, მაშინ ვფსიხდები და შემიძლია‚ ბოლომდე გავიტანო საკუთარი სიმართლე. ასე რომ‚ თუ მსგავსი რამ იქნება, არავის არაფერს შევარჩენ. რუსულ შოუ-ბიზნეში რომ მოხვდე, გჭირდება სპონსორი, პროდიუსერი, ქმარი, მამა, ან ვიღაც. ამიტომ მიხარია, რომ ყველაფერს ჩემით მივაღწიე, თუმცა‚ შეიძლება‚ ბინძურ, მაგრამ საინტერესო სფეროში. ეს ძალიან მიხარია, მიუხედავად იმისა, არ ვიცი, თუ გავიმარჯვებ, მერე რა იქნება. რაც მთავარია‚ ამ ყველაფერს 4 ქვეყანის მოსახლეობა ნახავს. ვფიქრობ, ეს ჩემთვის ძალიან კარგი შანსია. 

скачать dle 11.3