კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რა გარდატეხა მოახდინა თაკო ნაცვლიშვილის ცხოვრებაში „ვიქტორიას სეკრეტის“ ჩვენებამ და სად ჩაანაცვლა მან ნინო ცქიტიშვილი

სააგენტო „ლუქ მოდელსის” დამფუძნებელი, ნინო ცქიტიშვილი, არაერთხელ ყოფილა ჟურნალ „თბილისელების” რესპონდენტი. ამჯერად კი ის უფროს ქალიშვილთან, 14 წლის თაკო ნაცვლიშვილთან ერთად გვეწვია, რომელმაც ბოლო დროს აზრი შეიცვალა და სპორტი სამოდელო კარიერაზე გაცვალა. თაკომ პოდიუმზე გამოჩენისთანავე მიიპყრო ყურადღება და, როგორც ამ სფეროში კომპეტენტური ადამიანები ამბობენ, მას, როგორც მოდელს, დიდი მომავალი აქვს. 

– ნინო, როგორი შეგრძნება გაქვს ახლა, როცა შენი ქალიშვილიც სამოდელო ბიზნესში ჩაერთო? მართალია, თაკოს მოდელობა ძალიან გინდოდა, მაგრამ, თავად მას არ სურდა. 

ნინო ცქიტიშვილი: მართალია, ყოველთვის მინდოდა, რომ თაკო მოდელი ყოფილიყო. არ მეგონა, აზრს თუ შეიცვლიდა და სპორტიდან სამოდელო სფეროში გადაინაცვლებდა. მისი გადაწყვეტილება იყო, მე ნამდვილად არ დამიძალებია არჩევნის გაკეთება. ჯერჯერობით თვითონ ძალიან მოსწონს მოდელობა, თავის სტიქიაშია. მისი ფოტოები ძალიან მოსწონთ, ვნახოთ, რა იქნება. ჯერ 14 წლის არის და 16 წლამდე დრო გვაქვს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

– თაკო, როდის გადაწყვიტე ჩოგბურთის მოდელობით ჩანაცვლება? 

თაკო ნაცვლიშვილი: პატარა რომ ვიყავი, ჩოგბურთი ძალიან მომწონდა, ამიტომ, სხვაზე არაფერზე ვფიქრობდი. მეგონა, რომ მოდელობა ჩემი სფერო არ იყო. „ვიქტორიას სეკრეტის“ შოუს რომ ვუყურე, ისე მომეწონა, აზრი შემეცვალა და ჩოგბურთისთვის თავის დანებება გადავწყვიტე. დღეს კი მოდელის პროფესია ძალიან მომწონს.

ნინო: ჩოგბურთი მაინც ისეთი სპორტია, ქალს აუხეშებს. რომ მიხვდა, ხერხემლის პრობლემა დაეწყო, ფეხის ფორმა ეცვლებოდა და კუნთებისკენ მიდიოდა საქმე, თვითონ შეეშინდა და გადაწყვიტა, თავი დაენებებინა ჩოგბურთისთვის.

– ნინო, სააგენტოდან საკმაოდ ბევრი მოდელი გაუშვი უცხოურ სააგენტოებში სამუშაოდ. თაკოს რაც შეეხება, თუ გეგმავ მის გაშვებას?

– ეს ცოტა მძიმე თემაა მამისთვის, ამიტომ, აქედანვე ვაჩვევთ ვატოს და მიდის მასთან მოლაპარაკება ამ საკითხზე.

– ალბათ, დამეთანხმები, რომ თაკოში გარდატეხა საკმოად სწრაფად მოხდა.

– ექვს თვეში ადამიანი თუ ასე შეიცვლებოდა ვერ წარმომედგინა. ზამთარში თითქოს პატარა ბავშვი იყო, მაგრამ, უცებ გაიზარდა, გამაღლდა და ფიზიკურად ძალიან დაიხვეწა. ჩემთვის არის ეს ყველაფერი შესამჩნევი და, მით უმეტეს – უცხოსთვის, რომელიც ძალიან იშვიათად ხედავს. მათთვის საერთოდ შოკია, რომ ხედავენ. 

– თაკო, სიმაღლეში რამდენი ხარ?

თაკო: 177 სანტიმეტრი. იმედია, ძალიან მაღალი არ გავიზრდები. არ მინდა ძალიან მაღალი ვიყო. 

ნინო: ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, თავისი შესაფერისი სიმაღლის ბიჭი ხომ უნდა ნახოს, რომ გაიზრდება.

თაკო: ყველა კალათბურთელი ხომ არ იქნება?!

– ერთად თუ გამოსულხართ ჩვენებაზე?

– ძალიან პატარა რომ ვიყავი, მაშინ; ბოლო დროს – არა.

– ნინო, თაკომ ჩაგანაცვლა თუ, ჯერ კიდევ არის იმის შანსი, რომ დედა-შვილი ერთად აღმოჩნდეთ პოდიუმზე?

ნინო: ვფიქრობ, რომ თაკომ ჩამანაცვლა, რადგან, არა მგონია, პოდიუმზე კიდევ გამოვიდე. თუ რომელიმე ჩემი მეგობარი დიზაინერი მთხოვს, შეიძლება, მაგრამ, ჩემი ინიციატივით დავამთავრე.

– თაკო, ამ სფეროში ყველაზე მეტად რა მოგწონს?

თაკო: ჩვენებაზე რომ გამოდიხარ და ძალიან ბევრი ადამიანი გიყურებს. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა ხვდები, რომ ყურადღების ცენტრში ხარ.

– როცა სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი დედაა, ალბათ, ის შვილის მიმართ უფრო მომთხოვნია. თქვენს შემთხვევაში როგორ ხდება?

– ნინო ძალიან მომთხოვნია ჩემ მიმართ. რთულია, როცა ყველა გიყურებს, იციან, რომ ნინოს შვილი ხარ და გაკვირდებიან. ამიტომ, ორმაგად უნდა მოვინდომო, დედა რომ არ შევარცხვინო. ამიტომ, ჩემთვის მოდელობა ცოტა მეტად რთული და საპასუხისმგებლო საქმეა.

– ნინო, მკაცრი ხარ როგორც ხელმძღვანელი?

ნინო: რა თქმა უნდა. სხვების მიმართ ვარ მკაცრი და, მით უმეტეს – ჩემი შვილის მიმართ. ეს თაკომ იცის და ამიტომ, მაქსიმალურად კარგად უნდა გააკეთოს ყველაფერი. ყველაზე მეტ შენიშვნას თაკოს ვაძლევ, რადგან, ეს სხვების მისამართითაც იგულისხმება. ცოტა არ მოსწონს თაკოს ეს და მსაყვედურობს, მაგრამ რას იზამ, დედას ყოველთვის საუკეთესო უნდა შვილისთვის.

– ნინო, შენს მეგობრებს, ანუ, მოდელებს ვგულისხმობ, კიდევ თუ ჰყავს ვინმეს მოდელი შვილი?

– არავინ მახსენდება, ყოველ შემთხვევაში, ჩემი თაობის მოდელებში – არავის.

– თაკო ისე სწრაფად გაიზარდა და შეიცვალა, რომ, ალბათ, მისი თაყვანისმცემლების რაოდენობამაც იმატა. ამაზე როგორი რეაქცია გაქვს?

– ალბათ, ძალიან ეგოისტი ვიქნები, ამას თუ ვიტყვი, მაგრამ, თაკო არავისთვის მემეტება და არ მეგულება ისეთი ბიჭი, ვინც მისი შესაფერისი იქნება. იმედი მაქვს, წლების შემდეგ, როცა გაიზრდება, თაკო ისეთ ადამიანს იპოვის, რომელიც მის ოჯახს შეეფერება. თუ მაგალითს ჩემგან და ვატოსგან აიღებს და გაითვალისწინებს, ძალიან კარგი იქნება. ამბობენ, შვილი ოჯახის სარკეაო და, ვფიქრობ, თაკომ ამ მხრივაც უნდა გაამართლოს. იმედი მაქვს, ამ ნაბიჯს ერთი ათი წლის შემდეგ გადადგამს, რადგან ჯერ მხოლოდ 14 წლისაა.

თაკო: ასეთ რაღაცეებზე ჯერ საერთოდ არ ვფიქრობ, რადგან, ჯერ ჩემს კარიერას უნდა მივხედო. ყველაფერს თავისი დრო აქვს.

– თაკო, დედა თუ მოგწონს ტელეწამყვანის ამპლუაში? 

– ძალიან უხდება ეკრანი. ისედაც ხომ ძალიან ლამაზია და ეკრანზე – მით-უმეტეს. 

– ნინო, „ტოპ-გოგოში“ საკმაოდ მკაცრი ხარ მონაწილეების მიმართ.

– ეს ისეთი პროექტია, მკაცრი უნდა ვიყო, სხვანაირად გამიჭირდება მუშაობა, რადგან, წამყვანობასთან ერთად, ჟიურის თავჯდომარეც ვარ.

– კალათბურთის თემას მინდა შევეხო, რომელიც თქვენი ოჯახისთვის აქტუალურია წლების განმავლობაში. წელს ნიკა (ცქიტიშვილი) საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშია და წინ დაძაბული თამაშები გელით. თაკო, შენ თუ გიყვარს კალათბურთი?

– კალათბურთი ბავშვობიდან ძალიან მიყვარს. მამაჩემი თამაშობდა, ნიკა თამაშობს, NBA-შიც ბევრჯერ ვყოფილვარ ნიკას თამაშებზე და მათ სამზარეულოშიც დავძვრებოდი.     

ნინო: კალათბურთი ჩვენი ოჯახის განუყოფელი ნაწილია. ვატოს და ნიკას გარდა, ამ სფეროშია ჩემი მეორე ძმაც – გიო. გუგამაც (შვილი) დაიწყო ვარჯიში და მასაც ძალიან შეუყვარდა. ამჟამად ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადებით და საგულშემატკივროდ მთელი ოჯახი მივემგზავრებით. განსაკუთრებით გუგა ელოდება წასვლას, რადგან, იცის, რომ იქ ბევრ ვარსკვლავს ნახავს. 

– სად გეგმავთ დასვენებას?

– ჯერ ევროპის ჩემპიონატზე, სლოვენიაში წავალთ, მერე კი – პარიზში. 

скачать dle 11.3