კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომანქანა „ტოიოტა რავ 4”, დიზელზე, რომელსაც ძალიან უჭირს დაქოქვა. დილით ცივზე უკეთესად იქოქება, ვიდრე ცხელზე. იქნებ მითხრათ, რა არის ამის მიზეზი? 

პასუხი: კარგი იქნებოდა, კითხვა უფრო დეტალურად რომ ყოფილიყო დასმული, რადგან, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ინფორმაციამ, შესაძლოა, დიაგნოზი შეცვალოს. თუმცა, უმეტეს ასეთ შემთხვევაში, ასეთ დროს დამნაშავეა ჰაერის მიწოდების შეზღუდვა. ძირითადად, ეს შეიძლება იყოს გაბიდნილი ჰაერის ფილტრი, მაგრამ გარდა ამისა, შეიძლება ჰაერის შემწოვ მილს ბლოკავდეს რამე, იქნება ეს თვითონ დეფორმირებული დეტალი, გაჭედილი ნივთი თუ რაიმე სხვა, ვინაიდან, ცივ ძრავას დასაქოქად შეზღუდული რაოდენობის ჰაერი და მეტი საწვავი სჭირდება. ასევე, შეიძლება, ამის მიზეზი იყოს საწვავის მიწოდების გაჭედილი ფილტრი. როდესაც ავტომობილს დიდხანს ვტოვებთ ჩამქრალს, საწვავის მიწოდების სისტემის მიერ ამოქაჩული მასა განაგრძობს პროცესს და, მიუხედავად იმისა, რომ ფილტრი გაჭედილია, ნელ-ნელა შემოაქვს დიზელის მასა სისტემაში. ხელმეორედ დაქოქვის მცდელობისას ის იყენებს საწვავის არსებულ მოცულობას და იოლად იქოქება, ცხელზე დაქოქვისას კი განაგრძობს საწვავის ფილტრთან „ჭიდაობას,” ანუ, ერთი მხარიდან ცდილობს, ამოქაჩოს საწვავი და მეორე მხარიდან შეაფრქვიოს. შესაბამისად, ნაკლები მოცულობით აფრქვევს და ვერ ახერხებს სათანადო ფეთქებას, რომ ძრავა დაიქოქოს. ნაკლები ალბათობით, მაგრამ შესაძლებელია, გასაწმენდი იყოს „ფარსონკები” და ამიტომ სათანადოდ არ აფრქვევდეს საწვავს. ამ შემთხვევაშიც, ცივზე უფრო მარტივად იქოქება, ვიდრე ცხელზე. შესაძლებელია, ამ გაუმართაობას სხვა დაზიანებებიც იწვევდეს, მაგრამ, არა „ტოიოტას” შემთხვევაში.  

კითხვა: მყავს „ბეემვე 325”, 2001 წლის. ამას წინათ, ადგილზე ბუქსაობისას, გამისკდა ორივე უკანა ბორბალი. ბორბლების გამოცვლის მერე (შესაძლოა, დაემთხვა კიდეც) ხელსაწყოების დაფაზე ამენთო „აბეესის” ნათურა, რის შემდეგაც ძრავების ბრუნი აღარ სცდება 4 500-ს. რამე დამთხვევაა, ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია თუ სხვა მიზეზით შეიძლება ავხსნა ეს უცნაურობა? 

პასუხი: ეს არც ისე გასაკვირი და იშვიათი შემთხვევაა. „მობუქსავე ბეემვეშჩიკებმა” ამ პრობლემის შესახებ კარგად იციან და ამ რჩევის შემდეგ უკვე თქვენც გეცოდინებათ. ბუქსაობის დროს მწყობრიდან გამოდის საბურავის ზედაპირი – ის ფენა-ფენა იწყებს დაგლეჯას; გამოწეული ფენები საბურავთან ერთად განაგრძობს ბრუნვას და, ბალახის საჭრელი ცელისებურად ჭრის „აბეესის” სენსორის კაბელს. ამის შემდეგ ავტომობილის კომპიუტერი ვერ იღებს სათანადო ინფორმაციას საბურავის ბრუნვაზე და გადადის ავარიულ რეჟიმში, რის გამოც არ გაძლევთ საშუალებას, გაზარდოთ ბრუნები მაქსიმუმამდე და, შესაბამისად, არ მუშაობს „აბეესიც”. პრობლემა უმნიშვნელო და ადვილად მოსაგვარებელია: ვნახულობთ გაწყვეტილ სადენებს, ლამაზად ვუთლით წვერებს, ვაბამთ და საიზოლაციო ლენტს ვახვევთ; ან, მეორადი დეტალების ბაზრობაზე ვყიდულობთ სენსორს თავისი კაბელით და ვცვლით. გაწყვეტილი კაბელის მისაგნებად დაგჭირდებათ უკანა საბურავების მოხსნა და შეხედვა. 

კითხვა: მყავს „ფოლკსვაგენ ჟუკი”, მართვის მექანიკური კოლოფით, 2 ლიტრიანი ძრავით. ეს არის ჩემი პირველი ავტომობილი. რომ ვიყიდე, მითხრეს, აბსოლუტურად გამართულიაო, მაგრამ, უკუსვლის სიჩქარეში ჩაგდებისას ყოველთვის გამოსცემს ჩხაკუნის ხმას. ამიტომ, ვცდილობ, უკუსვლა რაც შეიძლება იშვიათად გამოვიყენო. შეიძლება, რომ ამით კოლოფი მთლიანად გამოვიდეს მწყობრიდან?  

პასუხი: შეკითხვის სტრუქტურიდან გამომდინარე, „ჟუკის” მფლობელი ქალი უნდა იყოს. მაგრამ, ვინაიდან ეს შეკითხვა აქამდეც არაერთხელ დასმულა, გიპასუხებთ: განურჩევლად ფირმისა და მოდელისა, ნებისმიერი ავტომობილის მექანიკური კოლოფის უკუსვლის სიჩქარეს აქვს მსგავსი ხმა. ამის მიზეზია ის, რომ, მექანიკური კოლოფის უკუსვლის სიჩქარის კბილანას, წინსვლის კბილანებისგან განსხვავებით, არ უმონტაჟებენ ეგრეთ წოდებულ სინქრონიზატორს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უკუსიჩქარე იმდენად იშვიათად გამოიყენება, თითქმის გამორიცხულია მისი დაზიანება. ასევე, თუ ჩვენ წინსვლით ვმოძრაობთ და შემთხვევით ბერკეტი უკუსვლის სიჩქარისკენ წავიღეთ, ის იოლად არ უნდა ჩავარდეს უკუსვლაში – ამან, შესაძლოა, ავტ-საგზაო შემთხვევა გამოიწვიოს და, ამავდროულად, უნდა მიგანიშნოთ, რომ არასწორად ცდილობთ სიჩქარის შეცვლას. როდესაც ავტომობილი ოდნავ მაინც მიგორავს წინ, უკუსვლაში არ ვარდება და თან ხმაურს იწყებს სწორედ იმიტომ, რომ სინქრონიზატორი არ აქვს და ავტოსაგზაო შემთხვევა აგვარიდოს თავიდან. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „მიცუბიში ეკლიფსი”, 1998 წლის, 2.0 ძრავით, მართვის ავტომატური კოლოფით. დაახლოებით 1 200 ბრუნის ფარგლებში ძრავა არასტაბილურად მუშაობს, გაზს თითქოს თვითონ აძლევს და აკლდება, ხოლო 1 300 ბრუნის შემდეგ ბრუნვები სტაბილურდება. მაღალი სიჩქარის დროს, დაახლოებით 2 800 ბრუნიდან, გაზი თავისით იმატებს და გადადის 4 000 ბრუნზე, რჩება ამ ბრუნებზე და, რაც მთავარია, სიჩქარე დაბალზე აღარ გადმოაქვს. ამ დროს ძრავა ჩეკს ანთებს. როდესაც ძრავას გავთიშავ და ხელახლა დავქოქავ ძრავა იწყებს ჩვეულებრივ მუშაობას არასტაბილური 1 200-იანი ბრუნით, მაგრამ, სიჩქარეებს ცვლის 2 800-მდე. ამ ბრუნვის შემდეგ კი ისევ იგივე იწყება: თავისით ადის 4 000-ზე. ასევე, ჩეკი ქრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკუმულატორის „კლემას“ ჩავხსნი და ისევ ჩავრთავ. სანთლები  და ჰაერის ფილტრი გამოცვლილია. იქნებ ამიხსნათ, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი?

პასუხი: ამ გაუმართაობის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს, თუმცა, პრობლემის პოვნა გაცილებით რთული იქნებოდა და მთელი ავტომობილი დასაშლელი გახდებოდა, ძრავა ჩეკს რომ არ ანთებდეს. რადგან ჩეკი ინთება, ეს იმას ნიშნავს, რომ კომპიუტერი ავტომობილის გაუმართავი მუშაობის მიზეზს ხვდება და მისი დიაგნოსტიკით პრობლემას იოლად აღმოფხვრით. კომპიუტერზე შეერთების შემდეგ ის თავად დაგიწერთ, რა ხდება და კონკრეტულად რომელი სენსორის მუშაობა არ მოსწონს. მთავარი სწორედ მიზეზის პოვნაა, მისი შეკეთება კი უკვე აღარ გაგიჭირდებათ. 

скачать dle 11.3