კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (52)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რამდენ ათას დოლარს შეადგენდა რობერტ დე ნიროს ჰონორარი გახმაურებულ ფილმში „ტაქსის მძღოლი” და რომელი როლისთვის ვერ გაიარა მან ქასთინგი „ნათლიმამაში“

2013 წლის 17 აგვისტოს დიდი ამერიკელი მსახიობი, ლეგენდარული რობერტ დე ნირო დაბადებიდან 70 წლის იუბილეს იზეიმებს. რთულია იმ ეპითეტების შერჩევა, რომლითაც შესაძლებელია მისი მრავალმხრივი ნიჭის დახასიათება. რობერტ დე ნირო თანამედროვე ჰოლივუდის ყველაზე დიდი ვარსკვლავია ალ პაჩინოსთან ერთად და საინტერესო იქნება, გავეცნოთ მისი ცხოვრების ეტაპებს ფაქტების სახით.

 

* რობერტ დე ნიროს გვარის წარმოშობა, დოკუმენტების თანახმად, მისი დიდი ბაბუისგან იღებს სათავეს. ჯოვანი დი ნირო მეუღლესთან, ანჯელინა მერკურიოსთან ერთად, უკეთესი ცხოვრების საძიებლად იტალიიდან, მოლიზეს რეგიონიდან ამერიკაში გადასახლდა. საემიგრაციო სამსახურის ოფიცრების მიერ დაშვებული ფონეტიკური შეცდომის გამო გვარი დი ნირო საბუთებში დე ნიროდ ჩაიწერა. ამერიკაში წყვილს შეეძინა ვაჟი, რომელიც ირლანდიელი ემიგრანტების შთამომავალზე, ჰელენა ო’რეილიზე დაქორწინდა. 1922 წელს წყვილს რობერტ დე ნირო უფროსი ეყოლა, რომელიც 1942 წელს ვირჯინია ადმირალზე დაქორწინდა და 1943 წლის 17 აგვისტოს ნიუ-იორკში რობერტ დე ნირო უმცროსი დაიბადა. რობერტის დაბადებიდან სამი წლის შემდეგ მისი მშობლები განქორწინდნენ. საერთო ჯამში, რობერტ დე ნიროს წინაპრები იტალიელები, ირლანდიელები, ჰოლანდიელები, ალბანელები, ფრანგები, გერმანელები და ინგლისელები იყვნენ. 

* ბობი დე ნირო მანჰეტენთან ახლოს, პატარა იტალიის უბანსა და გრინვიჩ-ვილიჯში იზრდებოდა დედასთან ერთად. მამამისი – რობერტ დე ნირო უფროსი, მხატვარი და მოქანდაკე, ნიუ-იორკის ბოჰემის წევრი, ოჯახთან ახლოს ცხოვრობდა და ბობი მამას ესტუმრებოდა ხოლმე, რომელსაც მოგვიანებით, ფილმი „ბრონქსის ისტორია” მიუძღვნა. ფერმკრთალი კანის გამო ბავშვობაში დე ნიროს მეტსახელი „ბობი რძე” იყო. 

* 10 წლის ასაკში რობერტ დე ნიროს სამსახიობო დებიუტი შედგა ელიზაბეთ ირვინის სკოლის სცენაზე. სპექტაკლში – „ოზის ჯადოქარი” ბობიმ შეშინებული ლომი განასახიერა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ბობი, დედის რჩევით, მუსიკის, ხელოვნებისა და სამსახიობო ოსტატობის ფიორელო ლა გუარდიოს უმაღლეს სკოლაში მოეწყო ნიუ-იორკში. იგივე სასწავლებელში სწავლობდა ალ პაჩინო. დე ნირო კონსტანტინე სტანისლავსკის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიმდევარია ჰოლივუდში.

* გავრცელებული ვერსია, თითქოს რობერტ დე ნიროს პირველი როლი კინოში 1965 წლით თარიღდება, მცდარია. პირველად კინოში ბობი დე ნირომ ბრაიან დე პალმას ფილმ „საქორწინო წვეულებაში” ითამაშა. თუმცა, ფილმი მწარმოებელი კომპანიის გაკოტრების გამო, ექვსი წელი ელოდა ეკრანზე გამოსვლას, ხოლო „სამი ოთახი მანჰეტენზე” ბობის მეორე ფილმია. 

* 1973 წელი გადამწყვეტ პერიოდად ითვლება რობერტ დე ნიროს კარიერაში. კინოეკრანებზე გამოვიდა მარტინ სკორსეზეს გახმაურებული ფილმი „ბოროტი ქუჩები” – ფილმი, რომლითაც დე ნირო მაყურებელმა გაიცნო და შეიყვარა, ხოლო ამერიკის კინოკრიტიკოსთა საბჭომ მისი როლი იმ წელს საუკეთესოდ მიიჩნია. გარდა ამისა 1973 წლის ბოლოს დე ნირომ წარმატებით გაიარა ქასთინგი ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში „ნათლიმამა 2”, და ახალგაზრდა ვიტო კორლეონეს როლი მიიღო. სიანტერესოა, რომ „ნათლიმამას” პირველი სერიის ქასთინგზე დე ნირო სანი კორლეონეს, მაიკლ კორლეონეს და კარლო რიცის როლებზე ისინჯებოდა, თუმცა წარუმატებლად. 

* „ნათლიმამა 2-ში“ განსახიერებული ვიტო კორლეონეს როლისთვის რობერტ დე ნირომ ამერიკის კინოაკადემიის უმთავრესი ჯილდო, „ოსკარი” მიიღო. საგულისხმოა, რომ რობერტ დე ნირო და მარლონ ბრანდო მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორიაში ერთადერთები არიან, რომლებმაც „ოსკარი” ერთი პერსონაჟის განსახიერებისთვის მიიღეს.

* 1970-იან და 1980-იანი წლების დასაწყის პერიოდს უკავშირდება რობერტ დე ნიროს ყველაზე ცნობილი ფილმები: „ტაქსის მძღოლი”, „მეოცე საუკუნე”, „ირმებზე მონადირე”, „ერთხელ ამერიკაში” და „ველური ხარი”. ამერიკელი კინოკრიტიკოსების აზრით, დე ნიროს, როგორც მსახიობის დაღმასვლა 1995 წლის შემდეგ დაიწყო, მას შემდეგ, რაც კინოეკრანებზე გამოვიდა ფილმი „შერკინება” ალ პაჩინოსთან ერთად და მარტინ სკორსეზეს გახმაურებული ფილმი „კაზინო”. ამის მიუხედავად რობერტ დე ნირო დღემდე ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და მოთხოვნადი მსახიობია ჰოლივუდში.

* ფილმისთვის „ტაქსის მძღოლი” რობერტ დე ნირომ ჰონორარის სახით 35 ათასი დოლარი აიღო.

* რობერტ დე ნიროს ეკუთვნოდა მსახიობებს შორის მსოფლიო რეკორდი, კონკრეტული როლისთვის მომატებული წონის გამო. 1980 წელს კინოეკრანებზე გამოსულ მარტინ სკორცეზეს, „ველურ ხარში”, ბობიმ 30 კილოგრამი მოიმატა. რეკორდი 1989 წელს ვინსენტ დო’ნოფრიომ მოხსნა, რომელმაც ფილმისთვის „სრული მეტალის ჩაფხუტი” 45 კილოგრამი მოიმატა.

* „ერთხელ ამერიკაში” გადაღებების დასრულების შემდეგ ფილმის რეჟისორმა სერჯიო ლეონემ ახალ პროექტზე დაიწყო მუშაობა, სცენარი ლენინგრადის ბლოკადას ეხებოდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და მთავარ როლზე რობერტ დე ნიროს კანდიდატურა განიხილებოდა. თუმცა, ლეონეს გარდაცვალების გამო, პროექტი ჩაიშალა.

* ერთ-ერთ ინტერვიუში რობერტ დე ნირომ განაცხადა, რომ მისი საყვარელი მსახიობი ქალია მერილ სტრიპი, რომელთან ერთადაც ის გადასაღებ მოედანზე თავს კომფორტულად გრძნობს და ასევე, დიდი სიამოვნებით უყურებს მის ფილმებს.

* ამბობენ, რომ რობერტ დე ნირო ძუნწია და არ უყვარს „ჩაიზე” თანხის დატოვება ოფიციანტებისთვის, პორტიეებისა და მძღოლებისთვის.

* „ტაქსის მძღოლზე” მუშაობის დაწყებამდე, რობერტ დე ნირომ სპეციალური კურსები გაიარა და „ტაქსისტის” ნამდვილი მოწმობა აიღო. გარდა ამისა, როლზე უკეთ მუშაობისთვის ღამით ნიუ-იორკში ის ნამდვილი, ყვითელი ფერის ტაქსით კლიენტებისთვის მუშაობდა.

* რობერტ დე ნიროს ხანმოკლე რომანი ჰქონდა ტოპ-მოდელ ნაომი ქემპბელთან.

* რობერტ დე ნირო მთავარი კანდიდატი გახლდათ მძარცველი ჰარის როლზე ბლოკბასტერში „მარტო სახლში.“ თუმცა, დე ნირომ საბოლოოდ უარი განაცხადა და ჰარის როლზე მისი მეგობარი ჯო პეში დაამტკიცეს.

* რობერტ დე ნირო სარესტორნო ბიზნესშია ჩართული და სან-ფრანცისკოში ფლობს პრესტიჟულ რესტორანს „რუბიკონი”. ფრენსის ფორდ კოპოლასა და რობინ უილიამსთან ერთად. აგრეთვე, ამერიკაში პოპულარულ იაპონელ შეფ-მზარეულთან, ნობუ მაცუხისოსთან ერთად, ის რესტორნების ქსელის „ნობუს” მფლობელია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში.

* 1999 წელს რობერტ დე ნირო პარიზში დააკავეს პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით, თუმცა ბრალი არ დაუმტკიცდა. ამ ფაქტის შემდეგ, დე ნირო უარს აცხადებდა ევროპაში გადასაღებად ჩასვლაზე. მაგალითად, მან უარი თქვა ერთ-ერთი როლის შესრულებაზე მარტინ სკორსეზეს ბლოკბასტერში „ნიუ-იორკის ბანდები”, რომლის გადაღება რომში მიმდინარეობდა.

* თავდაპირველად, რობერტ დე ნირო უარს აცხადებდა ლუციფერის როლის შესრულებაზე გახმაურებულ ფილმში „ენჯელის გული”, თუმცა მოგვიანებით, მან აზრი შეიცვალა.

* რობერტ დე ნიროს სიმაღლე 177 სანტიმეტრია.

* პირველად რობერტ დე ნირო 1976 წელს აფრო-ამერიკულ მსახიობსა და მომღერალზე, დაიან ებოტზე დაქირწინდა. ბობიმ დაიანას ქალიშვილს, დრენას საკუთარი გვარი მისცა და გზა გაუკვალა კინემატოგრაფში. დაიანასთან ბობის ეყოლა ვაჟი – რაფაელი, რომელმაც რამდენიმე როლის შემდეგ, მიატოვა მსახიობობა და ამჟამად უძრავი ქონების ბიზნესითაა დაკავებული. ბობი და დაიანა 1988 წელს განქორწინდნენ. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბობის რომანი ჰქონდა აფრო-ამერიკელ მოდელთან ტუკი სმიტთან. წყვილს 1995 წელს სუროგატმა დედამ ტყუპი ბიჭები გაუჩინა – ჯულიან ჰენრი და აარონ კენდრიკი. 1997 წელს რობერტ დე ნირო მეორედ დაქორწინდა, მისი რჩეული ყოფილი სტიუარდესა, აფრო-ამერიკელი გრეის ჰაიტაუერი გახდა. 1998 წელს ბობის და გრეისს ვაჟი – ელიტო ეყოლათ, ხოლო 2011 წელს რობერტ დე ნირო კიდევ ერთხელ გახდა მამა, მას ქალიშვილი – ჰელენი შეეძინა.

* რობერტ დე ნირო დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერია, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში, ის ღიად უჭერდა მხარს ბარაკ ობამას.

скачать dle 11.3