კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რის გამო დაიწყო შორენა ბეგაშვილსა და თიკო სადუნიშვილს შორის „ფეისბუქ-ომი“

 მართალია, სატელევიზიო სეზონი ივლისის ბოლოს იხურება და, შესაბამისად, ჩვენი ცნობილი ადამიანები მხოლოდ აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში ახერხებენ დასვენებას, მაგრამ, აუზებთან და ზღვის სანაპიროებთან საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი ცნობილი ქართველების „ფეისბუქზე“ გამოჩენილი ფოტოები იმის მანიშნებელია, რომ, ყოველდღე თუ ვერა, შაბათ-კვირას მაინც ახერხებენ განტვირთვას. თუმცა, ეს ნაკლებად ეხება შორენა ბეგაშვილს, რომლის გვერდიც ასევე სავსეა მსგავსი „მადის აღმძვრელი“ ფოტოებით, რომლებიც უფრო ამა თუ იმ გადაცემის, რეკლამის და სხვა ტიპის გადაღებებს უკავშირდება, ვიდრე დასვენებას.

 

– მოგზაურობა გირჩევნია თუ დასვენების დღეების ზღვის სანაპიროზე გატარება? 

 

შორენა ბეგაშვილი: აქტიური დასვენების მომხრე ვიყავი და ვარ, სხვა ტიპის დასვენებას არ ვაღიარებ – უბრალოდ, მბეზრდება.

 

– ბულგარეთში დასვენება მოახერხე თუ გადაღებებით ძალიან იყავი დატვირთული?

 

– ბულგარეთში სამუშაო პროცესი იყო და არა შვებულება, როგორც აქ გავრცელდა ხმები. . გადაღებების პროცესში კი დასვენება შეუძლებელია, მაგრამ,, როდესაც სხვას იღებდნენ, საკმაო დრო მრჩებოდა იმისთვის, რომ დამესვენა და ოქროს ქვიშების მთელი თვალისმომჭრელი სილამაზე შემეგრძნო. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ბულგარეთი დასვენებისა და გართობისთვის საუკეთესო ადგილია. 

– შეიძლება, რომ შვებულება იქ გაატარო?

– შესაძლებელია, თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, სად წავალ. იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ, სადაც არ უნდა წავიდე, ის ადგილი აუცილებლად ზღვასთან ახლოს იქნება. მოგზაურობა, ახალი ადგილების ნახვა ძალიან მიყვარს; მიყვარს ფეხით სიარული, დათვალიერება, ეგზოტიკური ადგილების აღმოჩენა, მაგრამ, ამას წელიწადის სხვა დროს ჩავსვამდი, ზაფხულში კი მზეს და წყალს ვერ ვღალატობ. თუმცა, გამორიცხული მაინც არაფერია...

– ევროპის დედაქალაქებში ფეხით ხეტიალს საბერძნეთის კუნძულების, ნიცას ან კაპრის სანაპიროების დალაშქვრას ამჯობინებ?

– ყველაფერს თავისი დრო აქვს. აგვისტოში რა ჯობია საბერძნეთის სულ თეთრ კუნძულებს, ლურჯ ზღვას და კაშკაშა მზეს, ან, თუნდაც ნიცის ქვიშიან სანაპიროებს... ევროპაში სამოგზაუროდ წასვლა დეკემბერშიც გადასარევია, თუნდაც, საშობაოდ. ასე რომ, ზაფხული აქტიური, თავგადასავლებითა და სიამოვნებით სავსე უნდა იყოს.

ეს ინტერვიუ უკვე ჩაწერილი მქონდა, როდესაც თიკო სადუნიშვილმა ერთ-ერთ ინტერნეტ-გამოცემასთან ინტერვიუს დროს, მასა და შორენა ბეგაშვილს შორის დაპირისპირების მიზეზები გაიხსენა და მოყვა ის ისტორია, რის გამოც მათი ურთიერთობა იმ დონემდე დაიძაბა, ერთმანეთს აღარ ესალმებოდნენ. ამის გამო „თბილისი ლაივში“ ფარული ჩანაწერები და ბევრი უხერხული მომენტიც ვნახეთ. თიკოს მიერ ამ ამბის გახსენებაზე შორენასა და მას შორის ერთგვარი „სტატუს-ომი“ გაიმართა, რასაც მთელი „ფესიბუქ-საზოგადოება“ თვალყურს ადევნებდა და ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა საინფორმაციო სააგენტოების მიერ. თიკოს ინტერვიუს შორენა ასე გამოეხმაურა: „თიკო, საყვარელო, დაგითმობ ჩემი დასვენების 3 წამს (მეტად არ ღირხარ). მე გაგაფრთხილე, რომ ჩემზე არ გელაპარაკა (მაგრამ შენ პირს რა დახურავს). ტელეკამერების წინ მე ბევრი რამ გამიკეთებია, მაგრამ ჩემი პირადი ცხოვრება ყოველთვის სუფთა იყო. თუმცა, ეს არავის გასარჩევი არ არის და შენ რა გგონია, ციხეში რომ დადიოდი გამოძახებაზე ეს მარტო შენ იცი? სახელი გაითქვი იმით, რომ ყველა გადაცემაში ჩემი ლანძღვით იყავი დაკავებული, რამ გაგაბოროტა, მე ხომ მაინც არაფერი მომაკლდება ამით. წამლის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი იყავი, თმა დაივარცხნე და დაგავიწყდა რაღაცეები? იფიქრე ბევრი, სანამ შენს აზრებს გადმოაფრქვევ. ან წადი ბავშვს მიხედე, თუმცა ამასაც ვერ გააკეთებ, დედობა გაქვს ჩამორთმეული.“ ამ ძალიან სერიოზულ ბრალდებებს თიკო სადუნიშვილმა ორდღიანი პაუზის შემდეგ უპასუხა. ღია წერილი შორენა ბეგაშვილს

„ძვირფასო შორენა, სიმართლე გითხრა, დიდხანს ვფიქრობდი, გამოვხმაურებოდი თუ არა შენს „პოსტს,” მერე იმაზეც ვფიქრობდი, ეს რა ფორმით გამეკეთებინა, ყველაზე ადვილი შენი მსგავსი ბრალდებების გამოქვეყნება იყო, რომელსაც დამეთანხმები, დიდად ჭკუის დატანება არ სჭირდება. როგორც ამბობ, ამ დიდებულ ტექსტს სამი წამი დაუთმე და გილოცავ! ამით გაუნათლებლობის გამოვლინების უმაღლესი მაგალითი დაგვანახვე. 

მადლობა ღმერთს, მშობლებმა ისე გამზარდეს, ასეთივე სტატუსის ჩემგან გამეორება იმწამსვე გამოირიცხა. არა და სულ გაჩუმებაც არ გამოვიდოდა, გაგიგონია ალბათ დუმილი თანხმობის ნიშანიაო. პირადად მე, ამ გამოთქმას ვერც ვიტან და არც ვეთანხმები, მაგრამ ის ხალხი, ვინც „ლაიქებით” გცხრილავს, ასეთი მარტივი ლოგიკით ცხოვრობს. კარგად იცი, ჩვენი სკანდალების ისტორიაც ჟურნალისტების გაფეტიშებულია. ვწუხვარ, ჩემი, როგორც წამყვანის პროფესიული მოვალეობის შესრულება, პირად მტრობად თუ აღიქვი.

იმ იაფფასიანმა ჭორებმა, რომელზეც შენ ლაპარაკობ, ძალა ორიათასიან წლებში დაკარგა. აი, სწორედ მაშინ, პლასტიკური ოპერაციების გასაკეთებლად ჯართს რომ აგროვებდი (დიახ, ჩვენც ვუყურებთ პროფილს ხანდახან:)). კარგად ვაცნობიერებ, პოპულარობას ბონუსად ათასი ბინძური ჭორიც რომ მოჰყვება, ამის წინააღმდეგ იმუნიტეტი დიდი ხნის წინ გამოვიმუშავე.

მერწმუნე, შენს ბრალდებებს იარაღის მუქარის ქვეშაც არ გამოვეხმაურებოდი, მაგრამ ერთი რამ შეგეშალა, ის, რაც 10 წლის შვილის დედას არ ეპატიება. შეიძლება, შენთვის დედობრივი მოვალეობის შესრულება საკუთარი ინტიმური სცენების საყურებლად შვილთან ერთად პრემიერებზე სიარულია. თუმცა, ამ ქმედების გაკრიტიკება ჩემს კომპეტენციაში არ შედის. 

აი, ჩემი შვილი კი უკვე 11 წლისაა, „ფეისბუქზე“ საკუთარი გვერდიც აქვს, რომელზე შესვლას ეს დღეები სხვადასხვა მიზეზით ვუკრძალავ, სადმე შენ ბინძურ სტატუსს, არ გადაეყაროს. ის ამას არ გაპატიებს! 

ვიცი, ეს წერილი ბევრ ჩემს ახლობელს გაანაწყენებს – „არ იმსახურებს შენგან ყურადღებას”, „ნუ დახვალ მაგის დონემდე”, „იაფფასიან ინტრიგაში გხვევს,” მაგრამ სიამაყე იქ მთავრდება, სადაც ჩემი, როგორც დედის, შეურაცხყოფა იწყება.

ერის სექსსიმბოლოვ, ჩათვალე, ეს წერილი ჩემგან უდიდეს საჩუქრად, რომლის სანაცვლოდ, ბოდიშის მოხდას მოვითხოვ ჩემი შვილისა და ჩემი, როგორც დედის, წინაშე! შენ კი მინდა, წარმატებები გისურვო და საკუთარი ასოს პოვნა „იღბლიან ბორბალში.“

P.S. თუ შეიძლება ქართული შრიფტით მოგვიბოდიშე.“ 

პასუხის პასუხი, როგორც დიდი ილია იტყოდა, შორენამ ლათინური შრიფტით გასცა, რომელსაც ჩვენ ქართული შრიფტით გთავაზობთ. „ჩემი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ძალიან ბევრი კეთილისმსურველი გამოუჩნდა თიკოს და ისეთი რაღაცეები მომწერეს მის განვლილ ცხოვრებაზე, რაც ხალხს ძალიან დააინტერესებდა. მივხვდი, რატომ არის გაბოროტებული და რატომ ერჩის ყველას. გისურვებ, თიკო, გეპოვოს ისეთი ადამიანი, რომელიც შეგიყვარებს ასეთ გადაღეჭილს, განათლებულს და ბოროტს.“  

ჯერჯერობით, ინციდენტი ამ პოსტის შედეგად ამოწურულია. მიუხედავად ასეთი მკვეთრი პოსტებისა, ორივე მათგანი პრესასთან ამ თემაზე უფრო ვრცლად საუბარზე უარს ამბობს. 

скачать dle 11.3