კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: მაინტერესებს და, გთხოვთ, მაცნობოთ, რა შემთხვევაში არ აქვს ადვოკატს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის საქმის განხილვის პროცესში?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ადვოკატი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის პროცესში, თუ: ა) ამ საქმეში მონაწილეობდა როგორც მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, მოწმე ან ექსპერტი; ბ) იურიდიულ დახმარებას უწევს ან უწევდა იმ პირს, რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება მის მიერ დასაცავი ბრალდებულის ინტერესებს, რომელსაც ის წარმოადგენს; გ) ნათესაური ურთიერთობა აქვს მოსამართლესთან, პროკურორთან, გამომძიებელთან ან სასამართლო სხდომის მდივანთან, რომელიც მონაწილეობს ან მონაწილეობდა ამ საქმის გამოძიებასა თუ სასამართლო განხილვაში.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა შედეგები შეიძლება მოყვეს სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის პროცესზე ამ პროცესის მონაწილე პირის გამოუცხადებლობას?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, სასამართლოში პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას მას სხდომის თავმჯდომარე განკარგულებით აკისრებს ჯარიმას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით, რაც პროცესის მონაწილეს არ ათავისუფლებს გამოცხადების ვალდებულებისგან. ეს განკარგულება არ გასაჩივრდება. ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, მიყენებული ზიანის პროპორციული და უნდა შეესაბამებოდეს პირის ფინანსურ მდგომარეობას.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, აქვს თუ არა სისხლის სამართლის პროცესში დაცვის მხარეს  პროცესით დადგენილი ამა თუ იმ საპროცესო მოქმედებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის უფლება და რა პროცედურებია ამისთვის საჭირო? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სასამართლო უფლებამოსილია მხარის, მათ შორის დაცვის მხარის შუამდგომლობით, აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი ვადა, თუ ეს არ იწვევს ბრალდებულის უფლებებისა და გარანტიების არამართლზომიერ შეზღუდვას. გაცდენილი ვადის აღდგენის შუამდგომლობა სასამართლოში წერილობით უნდა იქნეს შეტანილი საპატიო მიზეზის აღმოფხვრიდან 1 კვირის განმავლობაში. სასამართლო ამ საკითხს იხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, 10 დღეში. ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის მტკიცების ტვირთი ეკისრება ვადის გამცდენ პირს. სასამართლოს გადაწყვეტილება გაცდენილი ვადის აღდგენის შუამდგომლობის შესახებ, საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

კითხვა: მაინტერესებს და, გთხოვთ, მაცნობოთ რა სახის ხარჯები შეიძლება ჩაითვალოს სისხლის სამართლის  საპროცესო ხარჯებად? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო ხარჯებია: ბრალდებულის ადვოკატის მომსახურების ხარჯი; ექსპერტის გამოცხადებისა და მისი საქმიანობის ანაზღაურების ხარჯი; თარჯიმნის გამოცხადებისა და მისი საქმიანობის ანაზღაურების ხარჯი; მოწმის გამოცხადების ხარჯი; ნივთიერი მტკიცებულების შენახვისა და გადაგზავნის ხარჯი; ბრალდებულის ან მისი ადვოკატის შუამდგომლობით სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ხარჯი; დაცვის მხარისთვის ბრალდების მხარის მიერ გადაცემული ინფორმაციის ასლის გადაღების ხარჯი; ნაფიც მსაჯულთა გამოცხადებისა და სასამართლო განხილვაში მონაწილეობის ხარჯი; მტკიცებულებათა მოპოვების ხარჯი. რაც შეეხება ექსპერტს ან თარჯიმანს, მათ ანაზღაურება არ ეძლევათ, თუ საქმიანობისთვის სახელმწიფოს მიერ დანიშნული აქვს ხელფასი.   

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ვინ ანაზღაურებს სისხლის სამართლის პროცესის ხარჯებს და კანონით ვის ევალება სხვადასხვა საპროცესო ხარჯის ანაზღაურება? ასევე, ვინ ადგენს კონკრეტულად  სასამართლო ხარჯებს სისხლის სამართლის საქმეზე? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ ბრალდებულის ადვოკატის მომსახურების ხარჯს აანაზღაურებს უშუალოდ ბრალდებული, ხოლო, თუ დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე ხორციელდება – სახელმწიფო ბიუჯეტი. მსჯავრდებულს ეკისრება მისი ან მისი ადვოკატის მიერ დაზარალებულის, მოწმის, თარჯიმნისა და ექსპერტის მოწვევის, წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულების შენახვისა და გადაგზავნის, მისი ანდა მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების, ბრალდების მხარისგან მიღებული ინფორმაციის ასლის გადაღების ხარჯების ანაზღაურება. სასამართლოს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის შემთხვევაში, მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს საპროცესო ხარჯების გადახდისგან. რამდენიმე პირის მსჯავრდების დროს, საპროცესო ხარჯებს თითოეული მათგანი ბრალის ხარისხისა და დანიშნული სასჯელის სიმკაცრის გათვალისწინებით, წილობრივად აანაზღაურებს. გარდაცვლილი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მემკვიდრეები თავისუფლდებიან საპროცესო ხარჯების გადახდისგან. საკუთარი საპროცესო ხარჯების შესახებ ცნობას გამოძიების სტადიაზე ადგენს პროკურორი და წარუდგენს საქმის არსებითად განმხილველ მოსამართლეს. საქმის არსებითი განხილვისას, საკუთარი საპროცესო ხარჯების შეცვლის შემთხვევაში, პროკურორი ვალდებულია, შესაბამისი ცვლილებები ასახოს ცნობაში და წარუდგინოს სასამართლოს. პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, სასამართლო განხილვის ამ მიზეზით გადადების ხარჯების ანაზღაურება დაეკისრება აღნიშნულ პირს. რაც შეეხება სასამართლო ხარჯების გამოანგარიშების მეთოდიკას, მას ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

კითხვა: სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებლის უკანონო ქმედების გამო, ჩემმა ოჯახმა განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. გთხოვთ, მაცნობოთ, მაქვს თუ არა უფლება მოვითხოვო ზიანის ანაზღაურება და დადებით შემთხვევაში როგორ?

პასუხი: გაცნობებთ, რომ პირს უფლება აქვს, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. პირს, ასევე, უფლება აქვს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორია პირის დაკავების ზოგადი წესი? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე, პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, გამოძიების ადგილის მიხედვით, სასამართლოს პროკურორის შუამდგომლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება პირის დაკავების შესახებ. ეს განჩინება არ გასაჩივრდება.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რამდენია პირის დაკავების საერთო ვადა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს, ხოლო, დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა, დაკავებულს უნდა გადაეცეს ბრალდების შესახებ დადგენილება. თუ ამ ვადაში დაკავებულს დადგენილება არ გადაეცა, ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

скачать dle 11.3