კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამშენებლო კომპანია „m2 უძრავ ქონებასა“ და საერთაშორისო კომპანია AECOM-ს შორის წარმატებული თანამშრომლობა შედგა!

სამშენებლო კომპანია „m2 უძრავი ქონება“ თბილისში, „m2 იპოდრომზე,“ საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას წარმატებით განაგრძობს. ჰოლანდიის განვითარების ბანკის (FMO) ინიციატივით კი მშენებლობაზე კონტროლს საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია AECOM ახორციელებს. ჩვენ დავინტერესდით, თუ რას ნიშნავს, აკმაყოფილებდე საერთაშორისო სტანდარტს მშენებლობის პროცესში და კონკრეტულად რას მოიცავს ეს სტანდარტები. ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხი სწორედ საერთაშორისო საპროექტო-საინჟინრო კომპანია AECOM-ის წარმომადგენელმა, პრაკაშ კაუშიკმა გაგვცა:

 

პრაკაშ კაუშიკი: კომპანია AECOM-ის მთავარი ფუნქციაა სამშენებლო პროცესების მენეჯმენტი, ხარისხის კონტროლი, დაგეგმვითი სამუშაოების შესრულება და ხარჯების კონტროლი. ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, მსოფლიო საპროექტო კომპანიების პირველ ხუთეულში ვართ შესული. ლიდერები ვართ, ასევე, მშენებლობასა და წყალმომარაგების პროექტებში. ინტენსიურად ვმუშაობთ ამერიკის მთავრობასთან. ჩვენ ვახორციელებთ ლოს-ანჯელესისა და დელის მეტროპოლიტენების პროექტს, აგრეთვე, ვმუშაობთ პენტაგონის რეაბილიტაციაზე, პოლიციის ოფისების სამშენებლო სამუშაოებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების პროექტებზე. ჩართული ვართ კლივლენდის კლინიკის პროექტშიც. 

– რამდენი ხანია, რაც საქართველოშიც დაიწყეთ საქმიანობა?

– საქართველოში 2008 წელს დავფუძნდით და ვთანამშრომლობთ კომპანიასთან „m2 უძრავი ქონება“. ამ ეტაპზე, თამარაშვილის ქუჩაზე მიმდინარე საცხოვრებელი კომპლექსის – „m2 იპოდრომთან“ მშენებლობის პროექტს ვუწევთ მონიტორინგს. ჩვენი მისიაა, ერთგვარი კონტორლი ვაწარმოოთ მშენებლობის ხარისხსა და ფინანსებზე. ვაკვირდებით, როგორ იცავს კომპანია მშენებლობის პროცესში საერთაშორისო სტანდარტებს; ასევე, ვაკონტროლებთ  ხარჯვით პროცესს, რომ ყველაფერი მიზნობრივად და სწორად დაიხარჯოს. 

– ბატონო პრაკაშ, როგორ ხდება ხარისხის კონტროლი?

– ძალიან ბევრი მშენებლობა მინახავს საქართველოში და, უნდა ვთქვა, რომ „m2 იპოდრომთან“  ერთ-ერთი საუკეთესოა, რადგან, დამოუკიდებელ ლაბორატორიაში მკაცრად კონტროლდება ბეტონის, არმატურისა და სხვა სამშენებლო მასალის ხარისხი.  წყლისა და კანალიზაციის მილებს, რომლებსაც „m2 იპოდრომთან” თავის სამშენებლო ობიექტებზე იყენებს, 50-წლიანი ექსპლუატაციის ვადა აქვს. ელექტროგაყვანილობის სადენები მაღალი ხარისხის ჩეხური წარმოებისაა. მაღალი ხარისხისაა, ასევე, მეტალ-პლასტმასის კარ-ფანჯარა, რადგან, მას ძალიან კარგი საიზოლაციო თვისებები აქვს. 

– რას ნიშნავს, მშენებლობის პროცესში აკმაყოფილებდე საერთაშორისო სტანდარტს და აკამყოფილებს თუ არა „m2 იპოდრომთან“ ამ სტანდარტებს?

– არსებობს ორი ტიპის სტანდარტი: პირველი  ეს არის გარემოს დაცვა და, მეორე – რომელიც ეხება ობიექტზე მომუშავე ხალხს, რომ მათი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა იყოს დაცული. „m2 უძრავი ქონება“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც საქართველოში ამ სტანდარტებს იცავს და დაზღვეული ჰყავს ყველა ობიექტზე მომუშავე თითოეული თანამშრომელი. გარდა ამისა, უნდა ავღნიშნო, რომ მშენებლობა მიდის ყველა წესის დაცვით, მშენებლობის ვადებით  დაწყებული, მშენებლობის ბიუჯეტით დამთავრებული. დარწმუნებული ვარ, რომ პარტნიორობა სამომავლოდაც წარმატებით გაგრძელდება, რადგან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუშაობა ისეთ პროფესიონალებთან, რომლებმაც თავისი საქმე ზედმიწევნით კარგად იციან, ამ პროექტზე კი სწროედ ასეთი ხალხი მუშაობს.

скачать dle 11.3