კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისთვის გაიღო 27 ლიტრი სისხლი ერაყის დიქტატორმა სადამ ჰუსეინმა და რამდენი მილიარდი დოლარი ინახებოდა მის სახელზე უცხოურ ბანკებში

ზუსტად 34 წლის წინ, 1979 წლის ივლისში, ერაყის სათავეში მოვიდა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დიქტატორი, პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი. 11 წლის განმავლობაში ჰუსეინი ერაყის იმჟამინდელი მეთაურის, აჰმედ ჰასან ალ-ბაქრის მარჯვენა ხელი იყო და ხელისუფლებაში თავისი მოსვლის დროს ელოდა, რომელიც 1979 წლის 16 ივლისს დადგა. თუ როგორ დაასრულა თავისი მოღვაწეობა სადამ ჰუსეინმა, კარგად ვიცით, თუმცა, მის შესახებ დღემდე არსებობს უამრავი უცნობი ფაქტი, რომლებსაც ჟურნალის ამ ნომერში გთავაზობთ.

 

* ხელისფლებაში მოსვლისთანავე, 42 წლის სადამ ჰუსეინმა ორი ათეული სახელმწიფო მოღვაწე, ყველა მინისტრი და საკუთარი ახლო მეგობრები დაიჭირა. მან ისინი ღალატში ამხილა და პირადად ხელმძღვანელობდა მათ დახვრეტას. 

* 1990-იანი წლების ბოლოს სადამ ჰუსეინი ორი წელი მუშაობდა ყურანის ხელნაწერზე. ექთნის დახმარებით, იგი საკუთარ სისხლს იღებდა ვენიდან და არაბული ენის კალიგრაფიის სპეციალისტს აწვდიდა, რომელიც ყურანის ხელნაწერზე მუშაობდა. დიქტატორის სისხლით დაწერილი ყურანი ბაღდადში ინახება. სადამ ჰუსეინი ამაყობდა, რომ ყურანის დაწერაზე მან 27 ლიტრი სისხლი გაიღო.

* ცნობილია, რომ სადამ ჰუსეინი თვალს ხუჭავდა თავისი შვილის, უდეი ჰუსეინის ქმედებებზე.  უდეის სქესობრივი კავშირი ჰქონდა დამყარებული თითქმის ყველა ერაყელ ახალგაზრდა ქალთან; უარის თქმის შემთხვევაში, ის ოჯახი იდევნებოდა ან დახვრეტას ექვემდებარებოდა. ერთხელ უდეიმ თვალი დაადგა დანიის ელჩის მეუღლეს, თუმცა, სადამ ჰუსეინმა პირადად გადაწყვიტა ამის გამო შვილის დასჯა და, გავრცელებული ვერსიის თანახმად, ჯოხით სცემა. ამ შემთხვევის შემდეგ, უდეი ჰუსეინი ერთი თვის განმავლობაში არ გამოდიოდა საპრეზიდენტო სასახლიდან და ინვალიდის ეტლით გადაადგილდებოდა.

* ქალთა უფლებების დარღვევა ერაყში ჩვეულებრივი მოვლენა იყო. თუმცა, ერთხელ, სადამ ჰუსეინმა გადაწყვიტა, უფლებების დამცველად წარმოეჩინა თავი და საკუთარ სასამართლოზე თავისი ადვოკატის დაცვა განიზრახა. ლიბანელი იურისტის, ბუშრა ჰალილის ემოციური გამოსვლის დროს, მოსამართლემ ადვოკატის სასამართლო დარბაზიდან გაძევების ბრძანება გასცა. ამის შემყურე სადამ ჰუსეინი წამოდგა სკამიდან და ხმამაღლა დაიძახა: „მე სადამ ჰუსეინი, ერაყის პრეზიდენტი ვარ და ყველაზე მაღლა ვდგავარ, არ დავუშვებ ადამიანის უფლებების დარღვევას!” მოსამართლემ არ შეისმინა ექსდიქტატორის ფრაზა და ადვოკატი დარბაზიდან გააძევა.

* სადამ ჰუსეინი პირველი დიქტატორია ოცდამეერთე საუკუნეში, რომელიც სიკვდილით დასაჯეს. ერაყელებს სურდათ, ჰუსეინის სიკვდილით დასჯა ტელევიზიით პირდაპირ ეთერში ეჩვენებინათ, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი მხოლოდ მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოთი შემოიფარგლა. 

* პარისულ ლამპსუს თქმით, რომელიც ირწმუნება, რომ სადამ ჰუსეინის საყვარელი იყო, დიქტატორი სახეზე მცენარეულ ნიღბებს იკეთებდა, თმას იღებავდა, უყვარდა პიერ კარდენის კოსტიუმების ჩაცმა და ხშირად უსმენდა ფრენკ სინატრას სიმღერებს.

* სადამ ჰუსეინის სრული სახელი იყო: სადამ ჰუსეინ აბდ ალ-მაჯდიდი ატ-ტიკრიტი. საგულისხმოა, რომ სადამს გვარი არ ჰქონდა: სახელი – სადამი, მამის სახელი – ჰუსეინი, ბაბუის სახელი – აბდ ალ-მაჯდიდი, მშობლიური ქალაქი – ტიკრიტი. 

* სადამ ჰუსეინი მელომანი იყო. ცნობილია მისი გატაცების შესახებ როკ-ჯგუფით „ლედ ზეპელინი”. ჰუსეინს განსაკუთრებით უყვარდა მათი ერთი კომპოზიცია – „სთერვეი თუ ჰევენ” და ხშირად უსმენდა. ამ სიმღერას ერთი საინტერესი ისტორია უკავშირდება: 1991 წელს, ქალაქ ალბუკერკეს ერთ-ერთ რადიოსადგურში რადიო-ფორმატის შეცვლა განიზრახეს და როკ-მუსიკის დღეების მოწყობა გადაწყვიტეს. ერთ დღეს, დილის ეთერში დიჯეიმ „ლედ ზეპელინის” ეს კომპოზიცია ჩართო და 24 საათის განმავლობაში არ გამოურთავს. შეწუხებულ რადიომსმენელებს ორი ვერსია ჰქონდათ: ან დიჯეი ცუდად გახდა სტუდიაში და ამიტომ ტრიალებდა ერთი და იგივე სიმღერა, ან სადამ ჰუსეინმა ქალაქის აღება მოახერხა და თავისი საყვარელი სიმღერა ჩაურთო ამერიკელებს.

* ამერიკის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, 1999 წელს, ტახტზე ასვლიდან 20 წელიწადში, სადამ ჰუსეინმა წერილი გაუგზავნა ბილ კლინტონს, რომელშიც ეწერა, რომ მზად იყო, დათმობებზე წასულიყო, გაატარებდა რეფორმებს და, ირწმუნებოდა, რომ მშვიდობის გარანტი გახდებოდა ახლო აღმოსავლეთში. სენტიმენტალური წერილის ბოლოს სადამ ჰუსეინი პირობას დებდა, რომ ერაყში მოიწვევდა რომის პაპს, რათა ქრისტიანული სამყაროს მხარდაჭერა მიეღო. წერილის მიუხედავად, ამერიკისა და ერაყის დამეგობრება არ შედგა.

* სადამ ჰუსეინი პარანოიით იყო შეპყრობილი. იგი, სტალინის დიქტატურის მსგავსად, ბუნკერებისა და სასახლეების აგების მანიით იყო შეპყრობილი. ჰუსეინის მთავარი ბუნკერი, რომელიც 1982 წელს აიგო, დიქტატორის საყვარელი ადგილი იყო. ომის დროს ამ ბუნკერს ორი ორტონიანი ბომბი დაეცა, თუმცა, ბუნკერს ერთი ნაკაწრიც არ ჰქონდა. საგულისხმოა, რომ ბუნკერის აშენებას გერმანელი არქიტექტორი ლორენცო ბუფალო ხელმძღვანელობდა ფირმიდან  „ბოსვაუ და კრამერი”.  ბუნკერის პროექტის უშუალო ავტორი არქიტექტორი კარლ ესერი იყო, რომლის ბებია, ანა ესერი, მესამე რაიხისთვის, კერძოდ, პირადად ადოლფ ჰიტლერისთვის აპროექტებდა ბუნკერებს.

* 2003 წლის მონაცემებით, სადამ ჰუსეინი პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო. ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრის მრჩევლის, დევიდ აუფჰაუზერის თქმით, ჰუსეინის პირადი კაპიტალი 40 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. საუბარია უცხოურ საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებზე. სულ კი სადამ ჰუსეინის ქონება 57 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. არაოფიციალური ვერსიის თანახმად, ერაყული ნავთობის ექსპორტიდან შემოსული თანხის ხუთი პროცენტი პირადად ჰუსეინის ჯიბეში მიდიოდა.

* საინტერესოა, რომ 1990 წლის შემდეგ სადამ ჰუსეინს არ დაუტოვებია ერაყის საზღვრები. 

* 1991 წლის აგვისტოს პუტჩის დროს რუსეთში სადამ ჰუსეინი მხარს „გეკაჩეპეს“ უჭერდა.

* 15 წლის ასაკში სადამ ჰუსეინმა დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო – მოკვდა მისი საყვარელი ცხენი. სადამმა იმდენად განიცადა საყვარელი ცხოველის სიკვდილი, რომ მარჯვენა ხელის დამბლა დაემართა ნერვიულობისგან. ორი თვის განმავლობაში სადამს სხვადასხვა ხალხური მეთოდით მანამდე მკურნალობდნენ, სანამ ხელის მოძრაობა არ აღუდგინეს.

* სადამის მამა, ჰასან აბდ ალ-მაჯდიდი, ერთ-ერთი ვერსიით, სადამის დაბადებამდე 6 თვით ადრე დაიკარგა; მეორე ვერსიით კი ის ოჯახიდან წავიდა. ასევე, არსებობს ვერსია, რომ სადამ ჰუსეინი უკანონოდ იყო შობილი და მამის სახელი, უბრალოდ, გამოგონილი იყო. საინტერესოა, რომ 1982 წელს გარდაცვლილ დედას სადამმა დიდი მავზოლეუმი აუგო, ხოლო მამისთვის არაფერი არ გაუკეთებია.

* სადამ ჰუსეინის საყვარელი წიგნი იყო ერნესტ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა,” ხოლო ფილმებიდან მას ფრენსის ფორდ კოპოლას „ნათლიმამა” უყვარდა.

* სადამ ჰუსეინის პრეზიდენტობის პერიოდში ერაყში დიქტატორის პიროვნების კულტი მძვინვარებდა: ბაღდადის აეროპორტი სადამ ჰუსეინის სახელს ატარებდა და შენობაში მისი პორტრეტები იყო გამოკიდებული. 1991 წელს ერაყმა ახალი დროშა მიიღო, რომელსაც სადამ ჰუსეინის ხელით დაწერილი „ალაჰ აკბარი” ამშვენებდა. ეს დროშა 2004 წელს სხვა დროშით შეიცვალა. 1980 წლიდან გამოშვებულ ერაყულ დინარებს სადამ ჰუსეინის პორტრეტი ამშვენებდა.

* სადამ ჰუსეინი 2003 წლის 13 დეკემბერს სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. იგი ქალაქ ტიკრიტიდან 15 კილომეტრის დაშორებით, 2 მეტრ სიღრმეზე მიწაში იმალებოდა, აყვანისას მას თან ჰქონდა 750 ათასი დოლარი, 2 ავტომატი „კალაშნიკოვი“ და პისტოლეტი.

* სადამ ჰუსეინი 2006 წლის 30 დეკემბერს დასაჯეს სიკვდილით. სასამართლომ მას ჩამოხრჩობა შეუფარდა. ჰუსეინის ბოლო ფრაზა იყო: „დაწყევლილ იქნენ ამერიკელები და სპარსელები!”

скачать dle 11.3