კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რატომ არ აქვს დავით უსუფაშვილს არანაირი უძრავი ქონება და რა დაუჯდა მას თინა ხიდაშელის საცხოვრებელი ბინის გარემონტება

თინა ხიდაშელი – დავით უსუფაშვილი

თინა ხიდაშელი 1973 წელსაა დაბადებული თბილისში, მერვე მოწვევის პარლამენტში კი საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნებიდან“ მოხვდა, ოღონდ, მაჟორიტარული წესით. უმაღლესი განათლება თსუ-ში მიიღო, ხოლო მისი შრომითი ბიოგრაფია 1994 წლიდან იწყება საქართველოს პარლამენტში. 1996-1999 წლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა; 1999-2000 წლებში ვაშინგტონის სამართლის სკოლაში სწავლობდა, 2000-2004 წლებში კვლავ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დაუბრუნდა. 2004-2005 წლებში იელის უნივერსიტეტი მოიარა. 2005 წელს კი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოში“ დაიწყო მუშაობა. იმავე წლიდან მოღვაწეობს რესპუბლიკურ პარტიაშიც. 2010 წელს თბილისის საკრებულოს წევრი გახდა, ხოლო 2012-დან – მერვე მოწვევის პარლამენტის წევრია.

მისი მეუღლე და საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 1968 წელსაა დაბადებული სიღნაღში. მანაც თსუ დაამთავრა და საბჭოთა ჯარიც მოიხადა. 1989-დან 1995-წლამდე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მუშაობდა; 1992 წელს კი საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წამყვანი იურიდიული მრჩეველი იყო; 1992-1994 წლებში საქართველოს პრეზიდენტის აპარატში მუშაობდა: თავდაპირველად, უფროს იურიდიულ მრჩევლად, ხოლო შემდეგ – პარლამენტსა და საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელად. იმავე პერიოდში თსუ-ს ჰუმანიტარულ ფაკულტეტზეც მოღვაწეობდა  პროფესორის თანაშემწედ. 1993-1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი იყო; 1995-1997 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე გახდა. 1997-ში  პარლამენტის საატესტაციო კომისიის წევრად აირჩიეს, მანამდე კი, 1995-1997-წლებში, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“  საბჭოს წევრიც იყო. ამ თანამდებობას 2000 წელსაც დაუბრუნდა, თუმცა, 1999-2000-წლებში AMEX-International-ის მისიის ხელმძღვანელი გახდა; 2000-2001-ში – საქართველოს პრეზიდენტის ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელი მდივანი.  2001-დან 2005-წლამდე IRIS საქართველოში მუშაობდა. 1999 წლიდან დღემდე თბილისის საარბიტრაჟო პალატის არბიტრია, ისევე, როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ლექტორი. ასევე, 2005 წლიდან დღემდე, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეა, ხოლო, 2011 წლიდან დღემდე – „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

ხიდაშელ-უსუფაშვილის ოჯახური წყვილის ქონება შემდეგნაირია: თინა ხიდაშელის საკუთრებაა ორი საცხოვრებელი ბინა თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე – 100 და 60 კვადრატული მეტრი ფართობის. ქ-ნი თინას დედას, ზიზილა ურგებაძეს, ეკუთვნის საცხოვრებელი სახლი საგარეჯოს რაიონში – 120 კვადრატული მეტრი ფართობის და, ასევე, მიწის ნაკვეთი – 1 000 კვადრატული მეტრი ფართობის. სამაგიეროდ, დავით უსაფაშვილს ჰყავს ავტომანქანა „ლექსუსი“.

დეკლარაციის შევსების დროს, ნაღლი ფულის სახით, თინა ხიდაშელს ჰქონდა 2 000 ევრო და 7 000 ლარი, დავით უსუფაშვილს – 8 000 დოლარი და 5 000 ლარი, ხოლო ქ-ნ ზიზილა ურგებაძეს – 9 000 აშშ დოლარი.

რაც შეეხება შემოსავლებს ერთი წლის განმავლობაში: თინა ხიდაშელმა, როგორც „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა, 20 000 ლარი აიღო; როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა – 13 440 ლარი; როგორც საიას კონსულტანტმა – 58 129 და, ასევე, მიიღო გრანტი – 13 094 ლარის ოდენობით ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოდან“, ხოლო მისი, როგორც რესპუბლიკური ინსტიტუტის კონსულტანტის შემოსავალმა 11 520 ლარი შეადგინა.

დავით უსაფაშვილმა, როგორც გაეროს განვითარებს ფონდის (ყირგიზეთი) კონსულტანტმა 4 405 ლარი აიღო; როგორც საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ – 20 400 ლარი, როგორც იურიდიული განათლების ფონდის მასწავლებელმა – 800 ლარი.

დავით უსუფაშვილს ბინის რემონტი 4 500 ლარი დაუჯდა, იმ წლის დანარჩენი ხარჯი კი თინა ხიდაშელმა დაფარა: ბავშვების სწავლისთვის – 2 395 ლარი გადაიხადა, დაზღვევაში – 2 328, ხოლო ქველმოქმედებას 5 000 ლარი დაახარჯა.

скачать dle 11.3