კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა ერეკლე დეისაძე პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე და ვინ არის ქალი, ვინც მას მუდმივად „ტესტავს“

ერეკლე დეისაძე ქართულმა საზოგადოებამ სკანდალითა და ეპატაჟური  დებიუტით გაიცნო, თუმცა ბოლო პერიოდში ის ახალ „ჟანრში” გადავიდა. მოქალაქეობრივად აქტიური პოზიცია აქვს, მაგრამ ცხოვრების წესი – წყნარი – ძველ ერეკლეს თავად შლის, ახალს კი  ისე ქმნის, რომ სკანდალებში  აღარ მოხვდეს.  ამაში  ერეკლეს  მომხიბვლელი კრავაიც ეხმარება, რომელსაც ცხოვრება  ერთი წლის წინ  დაუკავშირა და რომელიც მისთვის ყველაზე  ერთგულ და სწორ „ტესტად” იქცა.         

– ერეკლე, ამ ბოლო დროს იშვიათად ჩანხარ.  როგორც ჩანს, აქტიობის  სხვა „ჟანრში”  გადახვედი.  

– ახლა  „ჩაკეტილი” ვარ, ახალ რომანს ვწერ, ვმუშაობ. რომანი აგვისტოს ომის თემაზეა,  შესაბამისად, მტკივნეულიც იქნება  და პროვოკაციულიც. ამაზე ადრეც ვწერდი. მაქვს მასალა, თუ რას აკეთებდნენ მაღალჩინოსნების ცოლები აგვისტოს ომის დროს. ამ რომანის გამო  პოლიტიკოსები გადამეკიდებიან. ვიცი, რომ აყვირდებიან და ალბათ, იმ დროს ცოტა ხნით   გავერიდები აქაურობას. ოქტომბერში რამდენიმე დღით თურქეთში მივდივარ, ეს მიწვევა ჩემს  ახალ რომანს, „დამლაგებელს” უკავშირდება,  რომელიც ორი თვის წინ გამოიცა და  „საბას”  ნომინაციაზეც არის წარდგენილი.  ვნახოთ, რა იქნება, მგონი, გამარჯვების შანსი მაქვს. ახლა ჩემთვის  ყველაზე მნიშვნელოვანია  კონტაქტების დამყარება უცხოეთში მოღვაწე  გამომცემლებთან. ნელ-ნელა უნდა დავიწყო გასვლა, თორემ   აქ ისეთი გარემოა, შეიძლება, გაგიჟდეს ადამიანი.  როგორც მოქალაქეს, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი  აქტიური მოქალაქეობრივი   პოზიცია –  დავდივარ აქციებზე,  რომელიც ტარდება; მივდივარ გადაცემებში, სადაც სტუმრად  მიწვევენ. მინდა, ყველა „პუბლიკა” ჩემი გახდეს, თუმცა  მაინც მირჩევნია, მეტი  დრო დავუთმო რომანს, ჩემი ბრძოლის ველი იქ არის.  ჩვენი  საზოგადოება ორთქლს  ძირითადად „ფეისბუქით“ უშვებს. იქ ისეთი ყიჟინაა, მაგრამ, როცა საჭირო ხდება, ეს ხალხი სადღაც ქრება, რაც ძალიან მაღიზიანებს.  17 მაისის შემდეგ ამ ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრი დავიწყე, მაგრამ ვიცი, რომ საქართველო ჩვენია – საზოგადოების   ჯანსაღი ნაწილის და არა იმ გიჟების, რომლებიც ჩვენ ყველამ ვიხილეთ.  მირჩევნია, მოქალაქეობრივი  აქტივობა  ჩემს რომანში გამოვხატო, თუმცა, თუ გარემო აქტიურ ქმედებებს მოითხოვს ჩემგან, აუცილებლად ჩავერთვები.  ეს გარემოც  ისეთი გაურკვეველია, დაიბნევი.  ვერ გაიგებ, ვის უნდა დაუდგე გვერდში – იქით გიჟები, აქეთ – გიჟები, მოკლედ ყველგან ისეთი ხდება, შენც, ან უნდა გაგიჟდე, ან ცოტა დისტანცირება მოახდინო, რომ ბოლომდე არ ჩამორჩე მოვლენებს.

– როგორც ვიცი, წელს  უნივერსიტეტსაც ამთავრებ და უკვე  დიპლომიანი მწერალი იქნები. 

–  გამოცდები ჩავაბარე, სწავლის თეორიული კურსი  დასრულებულია, შემოდგომაზე  სადიპლომო ნაშრომის გაკეთებას დავიწყებ.  უფრო და უფრო ვხვდები, რომ ჩემგან კინოდოკუმენტალისტი არ  დადგება. სადიპლომო ნაშრომი ჩემი დებიუტიც იქნება და ბოლოც, ამიტომ  მინდა, რამე კარგი და  სკანდალური   გავაკეთო.   კინომ ვერ ჩამითრია. გადასაღებ მოედანზე მუშაობა ურთულესი პროცესია. მე გადამიღეს მოკლემეტრაჟიან პატარა ფილმში, მთავარი  როლი მაქვს – შავი  ჩოხა მაცვია და  ზომბებს  ვხოცავ. ამ ფილმზე  პროფესიონალები მუშაობდნენ. სამუშაო პროცესი იმდენად რთულია, როცა ერთი კადრის დაყენებას 40 წუთი  უნდა, მე ამდენი ნებისყოფა არ მაქვს. ამას ჯობია, დავჯდე სახლში და  ვწერო. ეს უფრო საჩემო საქმეა,  მაგრამ ოთხი წლის წინ  სხვა არჩევანს ვერ გავაკეთებდი.  ჩემგან არც ბანკირი გამოვიდოდი, არც ინჟინერი. ჩავთვალე, რომ თეატრალური უნივერსიტეტი შედარებით ახლოს იყო ჩემს საქმესთან. თან გამიმართლა – გრანტი ავიღე და უფასოდ ვისწავლე, უკაპიკოდ დავამთავრე უნივერსიტეტი. თავიდან მუღამი და ხალისი მქონდა, მერე და მერე მივხვდი, რომ კინო არ იყო ჩემი საქმე და აქ მხოლოდ იმიტომ მოვხვდი, რომ ჯარისთვის ამერიდებინა თავი. ჯარისკაცობის  არ მეშინია, მაგრამ არც ერთ ომში არ წავალ, თუ აქ არ შემოვა მტერი.   არ მესმის, რატომ უნდა დაიხოცონ ჩვენი ბიჭები ავღანეთში?  არც აფხაზეთი და არც ოსეთი არ მიღირს სიცოცხლის ფასად.  ისე, კარგი იქნებოდა ის ხალხი, ვინც  17 მაისს  აქტიურობდა რუსთაველზე, წავიდნენ  გორთან და ისინი ალაგმონ, საზღვარს აქეთ  რომ მოაჩოჩებენ, უკეთესი არ იქნება, იქ დახარჯონ  ამოხეთქილი ენერგია?  მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ კარგისკენ შეიცვლება ჩვენი საზოგადოების ცხოვრება, მაგრამ ბოლო პერიოდში ისეთი დამთრგუნველი რაღაცეები ხდება, არაფერი აღარ შეიძლება გინდოდეს ადამიანს. შემიძლია, ხვალვე მივიდე ნებისმიერ საელჩოში და  მოვითხოვო თავშესაფარი. ამისთვის ბევრი მასალა მაქვს. ასი პროცენტით ვიცი, რომ არც ერთი ქვეყანა არ მეტყვის უარს. წავალ შვეიცარიაში ან ნორვეგიაში,  ვიქნები იქ იმ ქვეყნის კმაყოფაზე  კარგად, მაგრამ არ მინდა წასვლა.  იმაზეც ვფიქრობ, თუ არ გაექცევი აქაურობას, მერე შეიძლება  დეგრადირება  დაგეწყოს. ეს დაემართა ბევ კარგ ტიპს – გარემომ შეჭამა ისინი.  მე ვერ მჭამს გარემო, თვითგადარჩენის ინსტინქტი ისე მაქვს გამძაფრებული, ჯერ ერთი ხიფათიც კი არ შემხვედრია არსად. 

– არც მაშინ, როცა შენზე „თავდასხმა” აქტუალური იყო?

– არა, არც მაშინ. ყველას სალაპარაკო ენა ვიცი. ტიპს რომ შევხედავ, ვიცი, რა ენაზე უნდა ველაპარაკო.  კარგად ვიცნობ  ადამიანების ფსიქოლოგიას.  ეს ქუჩამ მასწავლა. იმ პერიოდშიც კი, როცა ის სკანდალი ატყდა ჩემს ნაწერებზე,  ვინ აღარ მლანძღავდა, მაგრამ გვერდით მყავდა ის ხალხი, ვინც ჩემ გამო ყველაფერზე წავიდოდა. იყვნენ ისეთებიც, ვინც მაშინ „დამდევდა”, მაგრამ დღეს მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. მაშინ მედიამაც შეუწყო ხელი იმ სკანდალის აგორებას, რაც მეც  მაწყობდა, თუმცა ახლა რომ ვწერდე იმას, რასაც  მაშინ სკანდალი მოჰყვა, ბევრად  უკეთესად  და მაგრად დავწერდი.    

–  ქართულმა საზოგადოებამ სკანდალით და ეპატაჟით გაგიცნო, ახლა თითქოს  სხვა როლი გაქვს მორგებული. ერთ-ერთ გადაცემაში ჩოხითაც კი გიხილეთ.  

– ზვიად ძიძიგურზე მეტად კი მიხდება ჩოხა, ბევრად უფრო სიმპათიური ვჩანვარ. მე  მომწონს ქართული ელემენტები – ცეკვა, საჭმელი, ჩოხა.  არის ხალხი, ვინც ამ ელემენტებს სხვანაირად იყენებს,  მაგალითად, მაგრად მეცინება, ლევან ვასაძეს რომ ჩოხა აცვია, იმიტომ  რომ არ მჯერა მისი.  არა მგონია, ამდენი ფულის პატრონი ისეთი  სულის ადამიანია, როგორც ის „მოჩანს” საზოგადოებაში, რადგან  ბევრი  ფული  წესების დაცვით არ იშოვება.   მე ისეთი ხალხი უფრო საშიში მგონია,  ვინც გვიდგენს, როგორ უნდა ვიცხოვროთ; ვინც გვასწავლის, სად უნდა ჩავეტიოთ; ვინც გვიმტკიცებს,  რომ ეს ქუჩა „ჩვენია,” რადგან იქ ასი ათასმა მოწამემ გაიარა, ამიტომ როგორც მათ გამგრძელებლებს, მათ  აქვთ იქ  გავლის უფლება.  ეს ჩემთვის ფარისევლობაა, მეტი არაფერი. ასეთების ფონზე  მე არ ვარ საშიში – თუმცა   აღარც ის  მინდა,  მარტო უხეშ სკანდალთან ვიყო ასოცირებული.  მინდა რაღაც  შევცვალო. ახლა  საკუთარი თავის და იმიჯის რეკონსტრუქციას ვცდილობ – ვშლი იმ ერეკლეს  და სხვა ერეკლეს შექმნას ვცდილობ. მე თვითონ ხომ ყველაზე კარგად ვიცი,  როდის ვარ კარგი და როდის ცუდი. ჩემზე გავლენის მოხდენა იოლი არაა. 

– შენი მეუღლის, კრავაის წვლილი არ არის შენს „დაშლაში”?

– კრავაის წვლილი ძალიან დიდია. კრავაი იდეალურია. არასდროს ვინანებ, რომ ცხოვრება მას დავუკავშირე. მეხმარება და ყველაფერში გვერდში მიდგას. ის ჩემი ინსპირაციის წყაროა.  ქალის ხასიათიდან  და მისი პატარა ასაკიდან გამომდინარე, რაღაცეებს უკეთესად ხვდება. ადრე მე ბევრ რამეს აღვიქვამდი მძაფრად, ვიდრე ახლა. კრავაის რეაქციებიდან გამომდინარე,  ჩემს ძველ ერეკლეს ვხედავ. კრავაი  ჩემთვის საუკეთესო  ტესტია. ჩვენ ერთად ხალისიანად ვართ. კრავაი ჩემთან არ იწყენს. სულ  პერფორმანსებში ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობა მოსაწყენი არ იყოს. 

– მამობისთვის არ ემზადები?

– ჯერ არა,  არ ვარ მზად. ჩვენთან ხომ ასეა, თუ დაქორწინდი 9 თვეში მამა უნდა გახდე. მე ასე არ ვფიქრობ. ჯერ სხვა რამ არის მნიშვნელოვანი, 5-6 წელიწადში მაგის დროც მოვა.  როცა ბავშვი ჩნდება, იმ პასუხისმგებლობისთვის, რაც მშობლის ფუნქციას ახლავს, მზად უნდა იყო. ჩემი მთავარი ფინანსისტი და ინვესტორი  დღემდე დედაჩემია,  პამპერსის ფულს მას ნამდვილად  ვერ მოვთხოვ.  იმისთვისაც მზად უნდა იყო, ღამე შვილი რომ გაგაღვიძებს, მისმა ტირილმა არ გაგაღიაზიანოს. მოკლედ, ამ ყველაფერზე ბევრი მაქვს ნაფიქრი (იცინის). ხუთ წელიწადში მე და ჩემი მეუღლე უფრო გავმყარდებით და მერე შვილთან ერთად უფრო მაგარი ცხოვრება გვექნება. ახლა ჩემი შემოსავლის წყარო ხან ბლოგის წერაა,  ხანდახან სცენებს გვიკვეთავენ.  თუ ისეთი ვინმეა შემკვეთი, ვინც გონში არაა, ისეთ რაღაცას ამოგიგდებს, შეიძლება, შოკში ჩავვარდე, მაგრამ შემოსავლის აუცილებლობის გამო უნდა დათმო.  ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. ქვეყანაშიც ასეთი არასტაბილური გარემო და კრიზისია, რამე უნდა შეიცვალოს.  ამბობენ,  ოქტომბრის მერე ავშენდებითო. მეც ოქტომბერს ველოდები. ვნახოთ, რა იქნება. ალბათ,  მოვა დრო და  პოლიტიკაში წავალ.  რატომ შეიძლება იყოს გამორიცხული ჩემი ყოფნა იმ პარლამენტში, სადაც ახლა ჯაჭვლიანი ზის?  როცა პარლამენტარი გავხდები,  აუცილებლად შევიტან იქ ჩემს დღის წესრიგს. მე არ გავხდები ტიპური პოლიტიკანი, ვინც მუდმივად დემაგოგობს და ფარისევლობს. მე ჩემი თავი თავიდანვე ვაჩვენე ხალხს.  მათ იციან  ბილწი, ნაძირალა ერეკლე დეისაძე, მერე სხვა იმიჯი შევთავაზე მათ. კიდევ მნახავენ სხვა როლში.  ისინი კი, ვინც დღეს პოლიტიკოსობს, არ მახსოვს, ერთხელ მაინც ყოფილიყვნენ გულწრფელები.  იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს პარტიულ პროგრამებში შეეჯიბრონ, ფარულ ჩანაწერებში ეჯიბრებიან.  ახლახან  მე და ლაშა ბუღაძე პარლამენტში ვიყავით, ტრიბუნაზე ავედი და  დათო უსუფაშვილის სკამზე დავჯექი. უფ, იქ იმდენი კნოპკა იყო! იმ სკამზე ჯდომამ მიმახვედრა, რას ნიშნავს ძალაუფლება. იქ, იმ რბილ სავარძელზე  რომ დაჯდები,  მერე ძნელი იქნება მისი დათმობა. იქ  ისეთი განცდა მქონდა, მთელი ქვეყანა ჩემი სამართავი იყო (იცინის).

скачать dle 11.3