კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რისკზე მიდიოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში საუკეთესო ქართველი ქუჩის მრბოლელი და რის გამო დაინტერესდა მისით „როიტერი“, „სიენენი“ და სხვა მედიამაგნატები

გიორგი თევზაძის ნიჭიერების შესახებ ბევრი რამ მსმენია, თავადაც ვიცნობდი, ვიცოდი მისი მართვის სტილის, გაბედულების, თავზეხელაღებულობის შესახებ. მინახავს საჭესთან, მშვიდი სახით როგორ აკეთებს ისეთ მანევრებს, ილეთებს, რომელიც თითქმის შეუძლებელია ადამიანისა და ტექნიკის მეგობრობით სრულდებოდეს. 2010 წელს „თევზი“, როგორც მას ყველა ეძახდა, დრიფტის მეფე გახდა. მის მიერ გადაღებულ ვიდეოებს ერთ დღეში მილიონამდე მნახველი ჰყავდა ინტერნეტ-სივრცეში. მისით დაინტერესდა უცხოური მედია, „თევზისგან“ ინტერვიუებს იღებდნენ „ოერტე“, „როიტერი“, „სიენენი“ და სხვა მედიაგიგანტები. ხუთი თვის წინათ გადაღებული ვიდეოს გამო, სადაც „თევზი“ უდიდესი რისკის ფასად თბილისის ქუჩებში მოცურებული ავტომობილით სასწაულებს აკეთებს, მას მართვის მოწმობა ჩამოართვეს. ტრაგედია ბათუმში მოხდა და ამ დროს ის საჭესთან არ იჯდა...

 გოგა თოლორაია: გიორგის აქვს გაკეთებული საიტი needfordrive.com, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა მოკლე დროში. ადრე გიორგისთან რუსული მსგავსი საიტის ხელმძღვანელობა ჩამოვიდა, ადამიანები, ვინც ასევე მანქანებით ცხოვრობენ. ვუმასპინძლეთ, ძალიან კმაყოფილები წავიდნენ და ახლა უფრო დიდი შემადგენლობით ჩამოვიდნენ. ბათუმში ვიყავით და იქ მოხდა ეს უბედურება... ჩვენი მეგობარი მართავდა გიორგის ავტომობილს, თვითონ გვერდით იჯდა და ზუსტად წამებში, შუქნიშნიდან ცოტა სხარტად დაძრული ავტომობილი ბორდიურს მოედო და ხეს მარჯვენა მხარეთი შეასკდა. იმ მხარეს გიორგი იჯდა. 

– დრიფტი, მანქანის სიყვარული, საიდან შემოვიდა მის ცხოვრებაში?

– ბავშვობიდან. ერთმანეთი ცამეტი წლის წინ გავიცანით, ორივე სკოლაში დავდიოდით. მანქანის სიყვარულმა დაგვაახლოვა ხუთი მეგობარი. თვითონ პეტერბურგში სწავლობდა, ახალი ჩამოსული იყო და ერთმანეთი მანქანების გამო გაგვაცნეს.

– რამდენადაც ვიცი, იმ უდიდესი რისკების მიუხედავად, რასაც საჭესთან სწევდა, არასდროს მოჰყოლია უმარტივეს ავარიაშიც კი, ნაკაწრიც კი არ ჰქონია მის მანქანებს. ეს იწვევდა თუ არა იმას, რომ აღარ ფრთხილობდა საჭესთან?

– იცი, სიფრთხილე არ სჭირდებოდა, ისე იცოდა და ისე გრძნობდა მანქანას, რომ მანქანა მოულოდნელს არაფერს აკეთებდა. აი, მაღალ სიჩქარეზეც რომ მართავდა და გვერდით იჯექი, თავს ისე გრძნობდი, თითქოს, სამოცი კილომეტრი სიჩქარით მიდიოდი ავტობანზე. აბსოლუტურად მშვიდად იყავი მის გვერდით. რასაც უნდა იმას აკეთებინებდა ავტომობილს, ტანსაცმელივით ჰქონდა მორგებული, შეცდომებს არასდროს უშვებდა. სხვათა შორის, ულტრათანამედროვე მანქანები არ უყვარდა თუ არ ვცდები, „ოერტესთან“ ინტერვიუში ამბობს კიდეც, რომ მანქანა იმიტომ მინდა, მე ვმართო ის და არა მან მმართოსო. ახალ მანქანებზეც კი, ელექტროსისტემებს თიშავდა. არ უყვარდა, როდესაც მანქანა მის მაგივრად იღებდა გადაწყვეტილებას. ბოლო ინტერვიუში, თითქოს იწინასწარმეტყველა და თქვა, ავტომობილთან ძალიან ფრთხილად იყავით და არასდროს გაიმეოროთ ის, რასაც თუნდაც ჩემს ვიდეოებში ხედავთ. ის არასდროს, არც ერთ შეცდომას არ გაპატიებთო და ასეც მოხდა. თვითონ 26 წლის ასაკში ისე გარდაიცვალა, შეცდომა მართლაც არ დაუშვია. 

– დრიფტი როდის გაიხადა პროფესიად, მგონი, კლუბიც დააარსა.

– კი, ამით ცხოვრობდა. სხვა საქმეებიც ჰქონდა, მაგრამ ამით იყო მთლიანად მოცული. თან ყოველთვის გრანდიოზული გეგმები ჰქონდა, პატარა მიზნები არასდროს ჰქონია, სულ დიდებს ედრებოდა. საიტიც რომ გააკეთა მნახველების რაოდენობით „იუთუბს“ და „ფეისბუქს“ ედრებოდა. გადაცემის საპილოტე ვერსია გადავიღეთ ცოტა ხნის წინ და სულ იმას ამბობდა, „ტოპ გეარზე“ მაგარი უნდა იყოსო. იქ პრემიუმკლასის მანქანებზეა საუბარი, რომელიც სულ რამდენიმე კაცს შეიძლება ჰყავდეს. ჩვენ ისეთ მანქანებზე უნდა ავაგოთ გადაცემა, რომელიც ბევრს ჰყავს და ბევრს აინტერესებსო. თან, ქართული ტელევიზიებისთვის კი არა, პირდაპირ „ოერტესთვის“ საჩვენებლად გადავიღეთ, რუსულად ლაპარაკობდა. მოკლედ, მისი გეგმები ყოველთვის მასშტაბური იყო... მთელი სამეგობროს ხერხემალი – ის იყო ჩვენი დამაკავშირებელი. 

– სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახდა...

– კი, ცოლი ოქტომბერში მოიყვანა და ამ წლის ოქტომბერში კი ბავშვს, გოგოს ელოდებოდა. ხუთი თვის ორსული დარჩა მისი მეუღლე. დედისერთა შვილი იყო, ფერებაში და სიყვარულში გაზრდილი. ამ ბოლო დროს სულ ლოცულობდა, სულ პირჯვარს იწერდა. უპოვრებს სულ ეხმარებოდა, შესაწირს ტოვებდა ყველგან. ამას წინათ ერთი მათხოვარი გვაძებნინა, იმ დღეს ფული არ მედო, რომ მიმეცაო... შვიდში მისი ორგანიზებით დიდი შეკრება უნდა გვქონოდა, უნდოდა, რომ პატარა საქველმოქმედო ფონდი დაგვეარსებინა. ორმოცდაათი ლარი თვეში არ გაგვაღატაკებს და ერთ ადამიანს მაინც დავეხმარებით ხოლმეო. 

– დრიფტის მეფე რომ გახდა, ისეთ საოცარ ტრიუკებს აკეთებდა, ხალხი ემოციებისგან ყვიროდა...

– კი. სხვათა შორის, თუ მასთან მშვიდად იჯექი, ძალიან კომფორტულად ატარებდა, მაგრამ საკმარისი იყო, ვიღაცას შიში გამოეხატა, მერე ამით ერთობოდა და უფრო აშინებდა. უამრავი ისტორიაა. ყოველდღე თავგადასავლებში ვიყავით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საჭესთან შეცდომა არ მოსვლია. სხვათა შორის, გარდაცვალებიდან მეორე დღეს სასამართლო ჰქონდა, მართვის მოწმობა ჩამოართვეს ხუთი თვის წინ გადაღებული ვიდეოსთვის და ეს გაასაჩივრა. არც კამერებს, არც ერთ პატრულს არც ერთი დარღვევა არ დაუფიქსირებია და მხოლოდ ამ ვიდეოზე დაყრდნობით, მართვის მოწმობის ჩამორთმევა არასწორი იყო. ამის გამო იყო, რომ საჭესთან არ ჯდებოდა. დამიჭერენ, ვინმემ რომ გადაიღოს და სადმე დადოსო. გიორგისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევა არ ვიცი, საშინელება იყო. 

– ის ცნობილი ვიდეოები ერთად გადაიღეთ? 

– კი, სულ ერთად ვიყავით. კენ ბლოკის და სხვა მსგავსი ქუჩის მრბოლელების ვიდეოების გადაღების დროს ქუჩები გადაკეტილია, ათ და თხუთმეტ დუბლს იღებენ. ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად იყო, პირველივე ჯერზე უნდა გამოსულიყო ყველაფერი, შეცდომის უფლება არ ჰქონდა, არც ქუჩები იყო გადაკეტილი. „თევზი“ იმ დონის მრბოლელი იყო, სხვას რა შეცდომა შეიძლება დაეშვა, იმაზეც წინასწარ ფიქრობდა. ამიტომაც აინტერესებდათ სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებს, რადგან მის ვიდეოებში დადგმული არაფერი იყო, გიჟურ რისკზე მიდიოდა, მაგრამ ზუსტად ჰქონდა აწონილ-დაწონილი ყველა რისკი. არ ვიცი, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებთ მეგობრები, რომ გიო აღარ არის. 30-ში რუსთავის ავტოდრომზე (ინტერვიუ ჩაწერილია 25 ივნისს) დრიფტში შეჯიბრება იმართება, რომლის ყველა ეტაპი, უკვე გადაწყვეტილია, რომ გიორგის სახელობის იქნება. არ ვიცი, რისი გაკეთება შეიძლება და როგორ უნდა ვიცხოვროთ მის გარეშე. ის იყო მთელი ჩვენი სამეგობროს შემაკავშირებელი და სულ ასე იქნება.

скачать dle 11.3