კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად არიან დასაქმებული პარლამენტის „ნაციონალი“ დეპუტატების მეუღლეები

დავით ბაქრაძე – მაკა მეტრეველი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის პირველი ნომრის დავით ბაქრაძის მეუღლე მაკა მეტრეველი 1974 წელს თბილისშია დაბადებული. მისი მეუღლის მიერ ბოლოს, 2012 წელს შევსებული ფინანსური დეკლარაციით, ქ-ნი მეტრეველის სახელზე არანაირი უძრავ-მორავი ქონება არ ირიცხება. თუმცა 2011 წელს „თი ბი სი ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 11 000 აშშ დოლარი ერიცხებოდა და სამეწარმეო საქმიანობასაც ეწეოდა: Georgian Fashion Company-სა და Fashion Group-ის პარტნიორი და Fashion Association-ის გამგეობის წევრი გახლდათ. ერთი ისაა, რომ ამ საქმიანობიდან, ოფიციალურად, არანაირი შემოსავალი არ მიუღია. სამაგიეროდ, ორი წლის განმავლობაში ჩაჩავას სახელობის კლინიკის დირექტორის თანაშემწის რანგში (მარკეტინგის დარგში) 3 273-3 273 ლარი აიღო. მანამდე ქ-ნი მეტრეველი თბილისის მერიაში იყო  დასაქმებული, სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად და მისი სახელფასო შემოსავალი 16 333 ლარს შეადგენდა.

გიორგი ბარამიძე – ეკა ჯაფარიძე

გიორგი ბარამიძის მეუღლე ეკა ჯაფარიძე 1963 წელს თბილისშია დაბადებული. მისი მეუღლის მიერ 2012 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ქ-ნი ჯაფარიძის საკუთრებაა 105 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი თბილისში, გორგასლის პირველ შესახვევში და იმავე მისამართზე მდებარე მშენებარე სახლი. გიორგი ბარამიძის მეუღლე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. კერძოდ, შპს „ოპერის“ მფლობელია 2006 წლიდან, თუმცა ამ საქმიანობამ მას ამ წლების განმავლობაში მხოლოდ 19 000-მდე ლარი მოუტანა. ამის მიუხედავადაც, მას „თი ბი სი ბანკში“ 5 საკრედიტო დეპოზიტი აქვს: 100 000 აშშ დოლარის, 130 000, 48 000, 40 000 და 60 000 აშშ დოლარის ოდენობით. ამ წლების განმავლობაში მან თავის საკუთრებაში არსებული ორი ბინა გაყიდა: 83 000 და 125 000 აშშ დოლარად.

დავით დარჩიაშვილი – ლელა ცქიტიშვილი

დავით დარჩიაშვილის მეუღლე ლელა ცქიტიშვილი 1965 წელსაა დაბადებული, ასევე, თბილისში. მისი მეუღლის მიერ ბოლოს, 2012 წელს შევსებული დეკლარაციით ვიგებთ, რომ უძრავი ქონება არც ქ-ნ ცქიტიშვილს გააჩნია, თუმცა ჰყავს ავტომანქანა „ჰიუნდაი,“ 2008 წლის გამოშვება, 18 000 აშშ დოლარად ღირებული. დავით დარჩიაშვილის მეუღლე 2011 წლიდან საქართველოს განათლების სამინისტროს მთავარ სპეციალისტად მუშაობს (წლიური 12 825-ლარიანი ანაზღაურებით), მანამდე, 2010 წელს, ის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მუშაობდა სპეციალისტად. უფრო ადრე, 2009-ში კი განათლების სამინისტროს მთავარი სპეციალისტი გახლდათ (ზემომოყვანილი ანაზღაურებით). 2010 წელს ქ-ნმა ცქიტიშვილმა 106 000 ლარის ოდენობის გრანტი აიღო, 2009 წელს – 60 000 ლარის ოდენობის. ჩვენ არ ვიცით, რა წვლილი მიუძღვის ამ გრანტების მოპოვებაში მისი მეუღლის მიერ ეგრეთ წოდებულ სოროსის ფონდში გენერალურ დირექტორობას, რადგან გრანტის გამცემის ვინაობა და დანიშნულება დეკლარაციაში მითითებული არ არის.

გიორგი გაბაშვილი – ირინა კლდიაშვილი 

გიორგი გაბაშვილის მეუღლე ირინა კლდიაშვილი 1976 წელსაა დაბადებული დედაქალაქში. ის ორი უძრავი ქონების მფლობელია: ბაკურიანში 50 კვადრატული მეტრი ფართობის მიწა აქვს და, ასევე, ბაკურიანში 70-კვადრატულმეტრიან აგარაკსაც ფლობს. მისი მეუღლის მიერ შევსებული ბოლო დეკლარაციით ირკვევა, რომ ქ-ნი კლდიაშვილი 2011 წლიდან საქართველოს „სამარიტელთა კავშირის“ დირექტორია (წლიურად ამ საქმიანობას მისთვის 11 384 ლარი მოაქვს), ასევე, თბილისის 21-ე სკოლის პედაგოგი და დირექტორის მოადგილე, რის გამოც მისი პედაგოგიური შემოსავალი 7 888 ლარს უტოლდება. ის პედაგოგობასა და დირექტორის მოადგილეობას 2009 წლიდან უთავსებს ერთმანეთს. მართალია, მის ქონებრივ ანგარიშზე ავტომანქანა არ ირიცხება, თუმცა 2015-წლამდე 6 000 აშშ დოლარის ოდენობის ავტოსესხი აქვს გასასტუმრებელი.

скачать dle 11.3