კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკურნალი ბრილიანტები

„ახლა მოდაშია ჩურჩულები“

შესაძლოა, იმიტომ რომ ენას ძვალი არ აქვს ან, იმ მიზეზით, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი ერთ-ერთი უძლიერესია, ან კი სავსებით გულწრფელადაც ახლა მოდაშია (განა ჩურჩულები), ბოდიშები.

მობოდიშეთა სიას თვით უშიშროების საბჭოს მდივანიც კი შეუერთდა (რაც არ იყო რთულად ნაწინასწარმეტყველები მისი მეუღლის ბოდიშის შემდეგ), ხოლო ბოდიშის ავტორთა საქმიანობის სფერო და რანგი გვაფიქრებინებს, რომ პროცესი შეუქცევადი და ინტენსიური გახდება.

მანამდე კი, აღმოჩნდა, რომ ბოდიშების მოხდა მაიკლ დუგლასსაც მოუწია, ბუნებრივია, კეტრინ ზეტა ჯონსის მისამართით. იმ კონკრეტულ წყვილთან მიმართებაში მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: სანამ კეტრინი კლინიკაში ნერვულ სისტემას იწესრიგებდა, მისი მეუღლე მათ ინტიმურ ცხოვრებაზე საჯაროდ საუბრობდა.

სახელდობრ, დაახლოებით, ერთი თვის წინათ მაიკლ დუგლასი ფართო საზოგადოებას გამოუტყდა, რომ ხორხის სიმსივნე ორალურმა სექსმა შეჰყარა. მომყავს ციტატა: „ეს სპეციფიკური სიმსივნე გამოიწვია ადამიანის პაპილომა ვირუსმა, რომელიც კუნილინგუსის შედეგად გადმომედო. დიახ, კუნილინგუსის შედეგად. კიბოს გამომწვევი მიზეზი სწორედ ეს დაავადება გახდა.“

ამ აღიარებამ ოჯახურ თანაცხოვრებას კინაღამ წირვა გამოუყვანა: მედია გვატყობინებს, რომ ზეტა ჯონსი იმდენად გაუღიზიანებია დუგლასის უპასუხისმგებლო საქციელს, ლამის განქორწინება მოუთხოვია.

თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და ახლა დუგლასი, თურმე, ყველა ხერხით ცდილობს მეუღლის გულის მოგებას: მეტიც, შერიგების ეშხით მისთვის ბრილიანტებით შემკული ყელსაბამიც კი უჩუქებია (40 000 აშშ დოლარის ღირებულების).

ზემოთქმულისა და მოარული გამონათქვამის გათვალისწინებით, ბოდიში წამალი რომ იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდაო, იქნებ ჩვენებურ მობოდიშეებსაც გაეზიარებინათ მაიკლ დუგლასის გამოცდილება?!

განა ბრილიანტები მათ ბოდიშს ვითომ კიდევ უფრო მეტ გულისამაჩქროლებლობას არ შესძენდა?!

скачать dle 11.3