კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უმწიკვლოდ და პატიოსნად

ანუ „ალიბაბა და 38 ყაჩაღი“

შესაძლოა, იმიტომ, რომ არ არსებობს დაფარული, არ გაცხადდეს ან, სულაც, სხვა მოტივით, გაირკვა, რომ (თუ „კუდის“ ყოფილ ჩინოსან ბ-ნ კენკებაშვილს ვერწმუნებით) ფარულად პოლიტიკოს ქალებსაც უღებდნენ და ჟურნალისტებსაც, ბუნებრივია, აკრძალული ხილის დაგემოვნებისას.

ყველაზე დიდი ვნებათაღელვა მაინც იმ ცნობამ გამოიწვია, რის მიხედვითაც, თითქოსდა ერთ ჟურნალისტ ქალბატონს (თანაც, მეტად ნორჩი ასაკისას), არც მეტი, არც ნაკლები, 38 საყვარელი ჰყოლია .

თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, საფრანგეთის ყოფილმა პირველმა ლედიმ ქ-ნმა ბრუნიმ მეუღლის გაპრეზიდენტების შემდეგ გამოსცა წიგნი: „მე და ჩემი 40 მეგობარი“, წესით, უნდა გაგვხარებოდა, რაკი, ბოლოს და ბოლოს, ჩვენც დავადექით ევროპისკენ მიმავალ გზას.

თუმცა მოგვიანებით კოვზი ნაცარში ჩაგვივარდა (გახარებულებსაც და აღშფოთებულებსაც), რადგან აწ უკვე ჟურნალისტმა ელისო კილაძემ განმარტა, რომ კუდელი კენკებაშვილის ნაუბარი არასწორად გავრცელდა და 38 საყვარელი განა ჟურნალისტს, რიგით ქალბატონს ჰყოლია  (ამჟამად ერთ-ერთ სამინისტროში მუშაობს, მანამდე კი ბორდელის შეფი იყო, ეროვნებით კი აზერბაიჯანელიაო!).

რაკი გუდას პირი მოეხსნა, საქმეს კოჭებშივე ეტყობა, რომ ცხელ-ცხელი ისტორიები არ მოგვაკლდება, თუმცა ჯერჯერობით თავი იმით დავიმშვიდოთ, რომ, ყოველ შემთხვევაში, ჟურნალისტების მორალური იმიჯი გადარჩა.

ანუ ქართული ჟურნალისტიკა კვლავაც უმწიკვლო და პატიოსანი ჩაბარდა მორიგ ხელისუფლებას?! 

скачать dle 11.3