კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სვეგამწარებული ყოფილები

„ანგელოზი“

მართალია, დასავლეთი ყურადღებით, ზედაც, შეშფოთებით აკვირდება ჩვენს სამშობლოში მიმდინარე პროცესებს (ემანდ დემოკრატიას არაფერი ევნოსო), მაგრამ შავ დღეში მხოლოდ ჩვენი ყოფილები არ არიან. ორწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ მილანის პირველი ინსტანციის სასამართლომ იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დამნაშავედ სცნო და 7-წლიანი პატიმრობაც მიუსაჯა. 

ბუნებრივია, ბ-ნი ბერლუსკონი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და მის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებასაც გეგმავს. ჩვენებურებისგან განსხვავებით, იტალიელთა ყოფილი დამნაშავედ არა მხოლოდ თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის ცნეს, არამედ არასრულწლოვანი მეძავისთვის სექსუალური მომსახურების სანაცვლოდ ფულის გადახდაშიც.

სხვათა შორის, გარდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთისა, სილვიო ბერლუსკონის ამიერიდან სახელმწიფო თანამდებობის დაკავებაც აეკრძალა. მისი ბრალდებები კი შემდეგნაირია: 2010 წელს აწ სვეგამწარებულს ერთ-ერთ წვეულებაზე 17 წლის მაროკოელი ღამის კლუბის მოცეკვავე მიუწვევია, რომლისთვისაც, მართალია, ფული გადაუხდია, მაგრამ მასთან სექსუალური კავშირი არ დაუმყარებია.

მეორე ბრალდებაშიც მოცეკვავე ფიგურირებს: წვრილმანი ქურდობისთვის დაკავებული მოცეკვავის გათავისუფლება სილვიო ბერლუსკონის პოლიციის განყოფილების უფროსისთვის მოუთხოვია. ხოლო, თუ ჩვენი ყოფილებისთვის წარდგენილ ბრალდებებს გავიხსენებთ, აწ უკვე 7-წელ მისჯილი იტალიელების ყოფილი, შესაძლოა, უფრთო ანგელოზადაც მოგეჩვენოს.

скачать dle 11.3