კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს იაპონური წარმოების ავტომობილი და ვერაფრით შევეჩვიე მარჯვენა საჭით მის მართვას. მინდა საჭის გადმოტანა, მაგრამ ვფრთხილობ, მეშინია, რამე სერიოზულად არ დაზიანდეს და დისკომფორტი არ შემიქმნას. ვისაც ვკითხე, ყველა მეუბნება, რომ ეს საკმაოდ სარისკოა. რას მირჩევთ?

პასუხი: საჭის გადატანაზე ჩვენი რუბრიკის საშუალებით არაერთხელ გვისაუბრია. თუ ამას კარგი სპეციალისტი აკეთებს, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა მძღოლებმა თავიდანვე უნდა იცოდნენ ის ნიუანსები, რომელიც შემდეგ აუცილებლად შეუქმნით დისკომფორტს, მაგრამ თავიდან ამაზე არც კი დაფიქრებულან. მაგალითად, საჭის გადმოტანის შემთხვევაში, საბარგულის, ბენზინის ავზის, ძრავის სექტორის ხუფის ანუ „კაპოტის” ასახდელი მოწყობილობები მარჯვენა მხარეს რჩება. იმ შემთხვევაში, თუ გვერდით ისეთი შინაური არ გიზით, რომელსაც ზემოდან ვერ გადააწვებით, მაშინ ამ მოქმედებების შესასრულებლად სხვისი შეწუხება ან ავტომობილიდან გადმოსვლა მოგიწევთ. ასეთი ბევრი ნიუანსია. კონდიციონერის სისტემებიც ვერ კეთდება ისე, რომ ზუსტად გამოუშვას ცივი თუ ცხელი ჰაერი. ელექტროგაყვანილობებს უნდა მიექცეს ყურადღება, რათა სიგრძე ეყოს გვერდით საჭემდე. პედლები და სამანიპულაციო ელემენტები ზუსტად უნდა იყოს განთავსებული. მომიწია ისეთი ავტომობილის მართვა, სადაც პედლები არაზუსტად იყო დამონტაჟებული და გვერდულად ვიჯექი საჭესთან. ასე რომ, თუ მარჯვენასაჭიან ავტომობილს შეიძენთ, ყველა ნიუანსი გაითვალისწინეთ.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ ხოჭო”. ხშირად, განსაკუთრებით სიცხეში, გრძელი დაღმართების ჩავლის შემდეგ, ეწყება სამუხრუჭე სისტემის პრობლემები, კერძოდ, იწყებს ძიგძიგს. იქნებ, მითხრათ, რა არის ამის მიზეზი?

პასუხი: ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა მზადდება ჩვეულებრივი ან ოდნავ განსხვავებული ლითონებისა თუ სხვა ნივთიერებისგან. შესაბამისად, ისინი ისევე, როგორც სხვა საგნები, რეაგირებენ ტემპერატურის ცვალებადობაზე. ამიტომ, უნდა შეეცადოთ ისეთი მნიშვნელოვანი სისტემა, როგორიც სამუხრუჭეა, სწორად მოიხმაროთ, რათა დაიცვათ ის სხვადასხვა პრობლემის წარმოქმნისგან. თუ მაღალი ინტენსივობით მოიხმართ მუხრუჭებს, ეს იწვევს როგორც სამუხრუჭე დისკოს, ასევე სამუხრუჭე ხუნდების გადახურებას. თუ ამის შემდეგ მოგიწიათ ავტომობილის გაჩერება, სამუხრუჭე დისკოზე ის ადგილი, რომელზეც სამუხრუჭე ხუნდები ეხება ვერ მოახერხებს გაგრილებას, ხოლო დანარჩენი ადგილები გაგრილდება. ეს გამოიწვევს იმ კონკრეტული ერთი ადგილის გამრუდებას. შემდგომ კი ეს ყველაფერი დამუხრუჭებისას ავტომობილის ძიგძიგით აისახება. ამ პრობლების მოსაგვარებლად დაგჭირდებათ სამუხრუჭე დისკოს შეცვლა ან მისი გაჩარხვა, რათა გაასწოროთ. ასეთივე პრობლემას შეიძლება წააწყდეთ, თუ გახურებული სამუხრუჭე სისტემით წყალში გაივლით.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ პასატი”, 2001 წლის გამოშვება, მართვის ავტომატური კოლოფით. მუშაობს მაღალ ბრუნვაზე. დაახლოებით 1000-1100 ბრუნვაზე გადახურების მდგომარეობაშია. შესაბამისად, სიჩქარეში რომ ვაგდებ, ძიგძიგს იწყებს. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

პასუხი: ავტომობილის მაღალი ბრუნვების დაკლება არც ისე რთულია ხელოსნისთვის. ასეთ მდგომარეობაში მუშაობა კოლოფისთვის ძალიან ცუდია, ამიტომ დროულად მიაკითხეთ ხელოსანს. მაღალი ბრუნვები რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, იმის მიხედვით, ავტომობილი რა სისტემითაა აღჭურვილი, მაგრამ ძირითადად მაინც ორ მიზეზს გამოვყოფ, რაც ბევრ მოდელზე ერთნაირად იჩენს თავს. ესენია: შემშვებ კოლექტორში საიდანღაც ჰაერი იპარება, ანუ მისი ან მასთან მიმაგრებული დეტალების ჰერმეტულობა დარღვეულია; მეორე – „დროსელი” შეიძლება იყოს ნორმაზე ღია, რაც იმას ნიშნავს ავტომობილისთვის, რომ ჩვენ გაზზე ოდნავ გვაქვს ფეხი მიჭერილი, თუმცა ამის დარეგულირებაც მარტივადაა შესაძლებელი. 

ითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ ჯეტა”, 1998 წლის გამოშვება. ამ ბოლო დროს ერთი პრობლემა შეექმნა: თუ ავტომობილს გახურების შემდეგ გავაჩერებ, ის აღარ იქოქება. მხოლოდ ცივზე იქოქება. ამ სიცხეში თუ სადმე ხუთი წუთით გაჩერება მინდა, მთელი საათის განმავლობაში ველოდები ძრავის გაგრილებას. იქნებ, ამიხსნათ, რის გამო ხდება ეს და როგორ გამოვასწორო სიტუაცია?

პასუხი: ამის ძალიან ბევრი გამომწვევი მიზეზი არსებობს, მაგრამ ყველაზე მეტად შეიძლება ეს რელეს ბრალი იყოს. გირჩევთ, რელეები გადაამოწმოთ, რომელიც სადმე ერთ ბუდეშია მოთავსებული დამცველებთან ახლოს. ყველაზე კარგია გამორიცხვის მეთოდი. იპოვეთ მსგავსი ავტომობილი, გააცხელეთ თქვენი ავტომობილი და როდესაც მიხვალთ იმ კონდიციამდე, რომ აღარ იქოქება, რელეები სხვა ავტომობილიდან სათითაოდ გადმოიტანეთ და ეცადეთ, დაქოქოთ. ასე იოლად მიაგნებთ იმ ერთს, რომელიც დაზიანებულია.

კითხვა: მსურს შევიძინო ავტომობილი „სუბარუ იმპრეზა ვეერიქსი”, ახალი მოდელი. იქნებ დამიხასიათოთ ეს მანქანა, ვგულისხმობ გადაცემათა მექანიკური კოლოფით აღჭურვილს. რამდენად ეკონომიურია ეს მანქანა და რა არის მისი სუსტი მხარეები? რა დამიჯდება ამ ავტომობილის ჩამოყვანა იაპონიიდან ან გერმანიიდან?

პასუხი: ეს არის ძალიან კარგი, გამძლე და მძლავრი ავტომობილი, ტურბირებული ძრავით და, რა თქმა უნდა, თუ მის დახასიათებაზეა ლაპარაკი, მაშინ აუცილებლად უნდა ვთქვათ ორი სიტყვა მართვის მექანიკური კოლოფით აღჭურვილ „სუბარუ იმპრეზა ვეერიქსზე”. ეს ავტომობილები აღჭურვილია ან 2.0-იანი ან 2.5-იანი ტურბირებული ძრავებით. მართალია, 2.5-იანი ძრავა გაცილებით მძლავრი და გამძლეა, მაგრამ 2.0-იანი მასთან შედარებით – წარმოუდგენლად პრაქტიკული და ეკონომიურია. „სუბარუ” ცნობილია საწვავის დიდი რაოდენობის მოხმარებით, მაგალითად, „იმპრეზა ვეერიქსი” 2.0-იანი ძრავით ას კილომეტრზე დაახლოებით თხუთმეთ ლიტრ ბენზინს წვავს და ეს ძალიან ცოტაა 2.5-იან ძრავასთან შედარებით. რაც შეეხება მართვის კოლოფს, „სუბარუს” ძალიან სუსტი და ფუჭებადი სიჩქარეთა კოლოფი აქვს, რომელიც საკმაოდ გაგაწვალებთ, მაგრამ სამაგიეროდ, სხვა მოდელებთან შედარებით, მისი სავალი ნაწილი წარმოუდგენლად გამძლეა და თითქმის არ ფუჭდება. რაც შეეხება „სუბარუს” ჩამოყვანას, ფასი საკმაოდ ცვალებადი იქნება, გააჩნია ქვეყანას, საიდანაც ჩამოიყვანთ; მდგომარეობას, მგზავრობის ხანგრძლივობას და სხვა. თუმცა საქართველოში იმდენად დაწეულია მანქანებზე ფასები, რომ შეგიძლიათ ის ადგილზეც მშვენიერ ფასად შეიძინოთ, რამდენიმეთვიანი ლოდინი დიდ განსხვავებას არ მოგცემთ.

скачать dle 11.3