კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯგუფ “ელდრაინისა„ და “ბრავო რექორდსის„ ერთობლივი პროექტი ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე ჯარისკაცების მხარდასაჭერად

  ჯგუფი „ელდრაინის” პირველი ალბომის, რომელიც ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველ და, ასევე, სხვა ქვეყნების ჯარისკაცებს მიეძღვნათ, სტუდიური ჩაწერა და გამოცემა  „ბრავო რექორდსში”  განხორციელდა. ახალი ალბომის პრეზენტაცია კონცერტის სახით კი, 5 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა. კონცერტზე შესრულდა ალბომში შესული ყველა მუსიკალური ნაწარმოები. 

როგორც ცნობილია, ჯგუფი „ელდრაინი” 2010 წლის დასაწყისში შეიქმნა. პირველი გამოსვლა, სადაც ჯგუფმა საყოველთაო  წარმატება მოიპოვა, 2010 წელს ფესტივალ „ალტერვიჟენ ნიუქომერსზე“ შედგა.  2011 წელს ჯგუფმა სოლისტად აიყვანა მომღერალი სოფო ტოროშელიძე. ამავე წელს გაიმარჯვა „ევროვიზია 2011-ის“ შიდა შესარჩევ კონკურსზე, ხოლო გერმანიაში გამართულ „ევროვიზია-2011-ში“ 43 ქვეყნის მუსიკოსებს შორის მე-9 ადგილი დაიკავა. „ევროვიზიაზე“ გამოსვლიდან რამდენიმე თვეში ბათუმში გაიმართა ენრიკე იგლესიასის გრანდიოზული კონცერტი „ემთივი ლაიფ ჯორჯია“, რომლის warm up-ზე „ელდრაინი” გამოვიდა. ახლო მომავალში ჯგუფი გეგმავს გასვლით კონცერტს ავღანეთში, სადაც ისინი საკონცერტო პრეზენტაციის სახით წარადგენენ აღნიშნულ ალბომს  ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოსა და სხვა ქვეყნების ჯარისკაცების წინაშე. ამ ერთობლივი პროექტით „ბრავო რექორდსი” და ჯგუფი „ელდრაინი” გამოხატავს უდიდესს თანადგომას და პატივისცემას იმ ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც ავღანეთში იხდიან თავიანთ მხედრულ ვალს. „ბრავო რექორდსი” და ჯგუფი „ელდრაინი” უდიდესს მადლობას უხდის პროექტის მხარდამჭერებს: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს; გენერალურ სპონსორს – კომპანია „გალფს“ და სპონსორს – „ელიტ ელექტრონიქსს;“ ასევე, კონცერტის ოფიციალურ მზღვეველს, სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფს”.

скачать dle 11.3