კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იყიდება უკრაინაში, ძვირად ღირებულ მაღაზიაში, ცნობილი ბრენდების გვერდით „ლოლა ბაი ლაკო“ და რატომ გამოიყენა ლაკო ბუკიამ ბომბის თემა ჯინსის ცნობილ კომპანიასთან მუშაობისას

დიზაინერი ლაკო ბუკია ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და დიზაინის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლა „პარსონსში“ მაგისტრატურის კურსს გადის. თუმცა‚ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთულია, ის მაინც წარმატებით ახერხებს თბილისში საკუთარი მაღაზიის, ბრენდის ხელმძღვანელობას. 

ლაკო ბუკია: ცოტა ხნის წინათ‚ საქართველოდან ერთ-ერთ პროექტზე მუშაობის შემოთავაზება მივიღე. ახლა‚ წესით‚ ამერიკაში უნდა ვყოფილიყავი და ძალიან ცნობილ მოდის სახლებთან, როგორიცაა: „დონა კარანი“, „ალექსანდრე ვანგი“ და ასე შემდეგ, პრაქტიკა უნდა გამევლო. ჩემი საქმისა და‚ ასევე‚ ამ პროექტის გამო უარი ვთქვი და თბილისში ჩამოვედი. როდესაც ასეთ ცნობილ სამოდელო სახლებთან გადიხარ პრაქტიკას, თავად ფაქტიც, რომ მათი მუშაობის არეალში ხვდები, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. თან, საუბარია იმაზე, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ცნობილ მოდის სახლში მთავარ დიზაინერად იმუშაო. ანუ‚ ის ფაქტი, რომ იმ უნივერსიტეტში სწავლობ, რომელიც თავად დონა კარანის მიერ არის დაფინანსებული, იმის დიდ შანსს გაძლევს, რომ ცნობილ მოდის სახლთან დაიწყო მუშაობა. სულ 18 სტუდენტი ვიყავით და წელს უკვე 14 დავრჩით, 4 გარიცხეს. ეს იმის გამო კი არ მოხდა, რომ ნაკლებს მუშაობდნენ, რადგან იქ არავინ მუშაობს ცოტას, უბრალოდ‚ იმ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდნენ, რომელიც უკვე მაღალი მოდის სფეროს ეხება. 

– როგორც აღნიშნე‚ თბილისიდან შემოგთავაზეს გარკვეულ პროექტზე მუშაობა, რომელიც ჩაიშალა...

– ნიუ-იორკში დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს მუშაობა. მე მხოლოდ ერთი მიზეზის გამო დავთანხმდი იმ პიროვნებას, რომელიც ამ პროექტს ახორციელებდა – ძალიან დიდი პატივს ვცემ. უბრალოდ, არ მინდა სახელი და გვარი დავასახელო. ამ პროექტზე მამუშავეს 4 თვის განმავლობაში, თან ჩემი ხარჯები გავწიე – ამერიკაში ვიყიდე ქსოვილები, ასევე ვგულისხმობ ჩემს იდეებს, დავხარჯე დრო. მინდოდა ამ პროექტზე მემუშავა, ჩემთვის ეს კარგი გამოცდილება იქნებოდა, მაგრამ‚ საბოლოო ჯამში‚ ჩაშალეს. 

– რა გახდა ჩაშლის მიზეზი? 

– ის, რომ საკითხს არაპროფესიონალურად, არასერიოზულად უდგებიან. ერთი რამ ვიცი: ჩემი ბრალი ნამდვილად არ ყოფილა. თავიდანვე დაგეგმილი იყო ჯერ ივნისი, შემდეგ ივლისში გადაიწია, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სექტემბერში უნდოდათ გადატანა. მე სექტემბერში აქ არ ვიქნები და‚ შესაბამისად‚ ეს ნიშნავს, რომ პროექტი ჩაიშალა. ორგანიზაციული საკითხები მე არ მეხებოდა და როცა ჩამოვედი, ყველაფერი მოგვარებული უნდა ყოფილიყო, ან დაწყებული მაინც. მაგრამ‚ როგორც შევხედე‚ ყველაფერი ჯერ კიდევ მოლაპარაკების დონეზე იყო. სამწუხაროდ‚ ეს იმაზე მიუთითებს, რომ მე უფრო და უფრო აღარ მომინდეს საქართველოში პროექტების გაკეთება. 

– სამწუხაროა. ახლა‚ რაც შეეხება შენს ბრენდს და ასევე მეორე ხაზს‚ როგორც ვიცი‚ ამ მხრივ‚ გარკვეული წარმატებებია. 

– ახლა ჩემს ბრენდს ვერ მივატოვებ. უკვე 3 წლის არის და ყველაფერი ჩემი შრომით შევქმენი. თან‚ ჩვენი ბაზარი გაიზარდა – უკრაინაში ორ მაღაზიაში ვყიდით, ასევე‚ ვყიდით მოსკოვში და გვაქვს ინდივიდუალური შეკვეთები. ახლა უკრაინაში მივფრინავ, მაღაზიის მეპატრონესთან მაქვს შეხვედრა. ახალ შეკვეთაზეა საუბარი. „ლოლო ბაი ლაკოს“ კატისფოტოებიანი ჯემპრები ძალიან აქტუალურია. ისე მოეწონათ, რომ შეიძლება‚ ძაღლის თემაზეც ვიმუშაოთ, თან ბევრი მეკითხება: ჩემი ძაღლის ფოტო რომ გამოგიგზავნოთ, გაგვიკეთებო? კატები ჩვენ შევარჩიეთ, ქასთინგი მოვაწყვეთ, სტუდიაში გადავიღეთ. ძალიან ძნელი იყო კატების მოთვინიერება, მაგრამ ამ თემამ კარგად იმუშავა, განსაკუთრებით უკრაინაში. სულ გავყიდეთ. მერე საზაფხულო მაისურები შევქმენით, კატებიანი, თვლებით, ბუმბულებით; ფერადი ქურთუკები ყვავილებით და ყველას მოსწონს. „ლაკო ბუკია“ მაინც ჩემი კონცეპტუალური ხედვაა, ბევრი პროცესისა და ფიქრის შედეგად „ფეშენ ვიქებისთვის“ შექმნილი  კოლექციები. ახლა ზუსტად იმიტომ მივემგზავრები კიევში, რომ მაღაზიებში „ლაკო ბუკიას“ შეტანა გვინდა. უკრაინაში ერთი ძალიან ცნობილი და ძვირად ღირებული მაღაზიაა, რომელიც ცნობილ ბრენდებს ყიდის. მათთან გვაქვს შეხვედრა. ისინი უკვე ყიდიან „ლოლა ბაი ლაკოს“ და რადგან ნახეს, რომ დაინტერესება დიდია, უკვე საუბარია „ლაკო ბუკიას“ შეტანაზეც. სხვათა შორის‚ კატიან ჯემპრზე ჩემი ერთი ამერიკელი მეგობარი გაგიჟდა, შეიძინა და სკოლაში მოვიდა. ყველა აღაფრთოვანა. ჩემმა ლექტორმა კი მომწერა: მინდა, შენი კატიანი მაისურიო. 

– ალბათ‚ სწავლის პროცესიც საინტერესო და დატვირთული გქონდა. 

– ჩვენ გვქონდა პროექტი ძალიან ცნობილ კომპანიასთან, „Sophie Hallette“-სთან, რომელიც აწარმოებს გიპიურებს და ინდივიდუალურად მუშაობს „მაქქვინისთვის“, „შანელისთვის“. ქეით მიდლტონის საქორწილო კაბაც მათი გიპიურით იყო გაკეთებული. ამ კომპანიის წარმომადგენლები ჩამოსულები იყვნენ ნოუ-იორკში, გვესაუბრნენ, შემდეგ სამუშაოდ ყუთებით გამოგვიგზავნეს გიპიური, რომელიც თითო 1 000 დოლარი ღირს. უნდა შეგვექმნა გიპიურის თანამედროვე ვერსია – კონცეპტუალურად, იდეით დატვირთული. გიპიური ჩემთვის უკვე ხელოვნების ნიმუშია, ამიტომ თავიდან ძალიან ნაზად ვეპყრობოდი, მაგრამ მივხვდი, რომ ექსპერიმენტები უნდა მეკეთებინა. უცებ გადავწყვიტე, მემუშავა მაგნიტურ მინაზე, ანუ გამადიდებელ შუშაზე. მასზე ყველაფერი გავიგე: როგორია მისი ეფექტი; რას, როგორ ადიდებს და რა მომენტში; რომ სხვადასხვა ზომის შუშა სხვადასხვა ეფექტს იძლევა, ისევე როგორც შუქთან მიმართებაში – სხვადასხვა ფერს და ასე შემდეგ. დავიწყე ქსოვილის გამადიდებელი შუშით გადიდება და მანიპულირება. გავადიდებდი, ფოტოს გადავუღებდი, შემდეგ  იმ ფოტოდან გავადიდებდი და ასე შევცვალე გიპიურის მთელი სტრუქტურა, საერთოდ ავრიე და საბოლოოდ ახალი ქსოვილი შევქმენი. მაგნიტური შუშის ფორმა, რადგან მრგვალია და ყველაფერი სიმრავლისკენ მიდიოდა, ამიტომ ავიღე სქელი რეზინა, მოვახვიე ტანს, დრაპირება გავუკეთე, თან ზევიდან ხელით ვაკერებდი, რომ არ დამშლოდა. ბოლოს ვიდეოც გადავიღე, რომელიც‚ როგორც ჩემი პირველი ვიდეო, ესეც „ფეშენ ტივიზე“ მოხვდა და დღემდე ტრიალებს. როდესაც პირველი პროექტი გავაკეთე, დავუკავშირდი ერთ-ერთ ფოტოგრაფ-ვიდეო-მეიქერს, რომელიც ნიუ-იორკში მუშაობს და მისი ნამუშევრები ძალიან მომწონს. გადავიღეთ ვიდეო, რომელიც „ფეშენ ტივიზე“ გააგზავნა და ისე მოეწონათ, დადეს და გააშუქეს. რომ გიცნობენ, მერე უკვე შენგან ახალ პროექტს ელოდებიან და ჩვენც გავაკეთეთ. ესეც მოეწონათ და დადეს საიტზე. ახლა სექტემბერში რომ ჩავალ, ძალიან დიდი პროექტი გველოდება. არის ასეთი კომპანია PPR, რომელიც ეხმარება ისეთ კომპანიებს, როგორიც არის „სტელა მაკარტნი“, „ალექსანდრე მაქქვინი,“ „პუმა“ და ასე შემდეგ. ჩვენ მათ უნდა  შევთავაზოთ ახალი პროექტი, რომელსაც დიზაინერისთვის შევქმენით. დიზაინერები თავად აგვარჩევენ. ყველასთან სიამოვნებით ვიმუშავებდი, მაგრამ დიდი სიხარულით – სტელა მაკარტნისთან. მისი დახვეწილობა ძალიან მომწონს, თან კარგად იყიდება და მასთან მუშაობა ჩემთვის დიდი გამოცდილება იქნება. საბოლოოდ გამარჯვებული პროექტი დაფინანსდება და შევა დიზაინერთა პროექტში. გარდა ამისა, ამ სემესტრში 6 დიზაინერი აირჩიეს, მათ შორის, მეც და შევქმენით პროექტი ძალიან ცნობილი ჯინსის მწარმოებელ კომპანია „PRPS-სთან“. მათი ჯინსები აცვია ბრედ პიტს, ტომ კრუზს, მოკლედ‚ ბევრ ცნობილ სახეს. გამაოცა იმ ფაქტმა, რამდენად ნაკითხი და მცოდნე ხალხი მუშაობს კომპანიაში – ჯინსი შესწავლილი აქვთ თავიდან ბოლომდე. ყველაფერი იციან მის დამუშავებასთან დაკავშირებით. მოგვცეს თემები‚ რაზეც უნდა გვემუშავა: ვიეტნამის ომი, მეორე მსოფლიო ომი, ამერიკის სამხედრო კოსტიუმი – ანუ ომის  თემა იყო. მე გადავწყვიტე, ბომბის აფეთქება შემექმნა. როცა მკითხეს – რატომო, ავუხსენი: 2008 წელს‚ როდესაც საქართველოში ომი იყო, და ერთ ღამეს თბილისთან ახლოს ჩამოვარდა ბომბი, თავად შევიგრძენი, რამდენად შემზარავი იყო მისი ხმა-მეთქი. საბოლოოდ ავიღე თემა: ვიეტნამის ომი. ამის შესახებ უამრავი რამ მოვიძიე. ბიბლიოთეკაში ვნახე რუკები‚ თუ რა მოიცვა ამ ბრძოლამ. შემდეგ ბომბისა და ომის იდეა გავაერთიანე. ანუ იდეა იყო, ბომბი რომ ააფეთქო რუკის ერთ ადგილას, სად რა აფეთქდება, სად რა მოწყდება, რა დანაკარგი იქნება, როგორ აირევა სურათი. ჯერ ფურცელზე დავიწყე აფეთქებები, შემდეგ რა ფორმებიც დამრჩა აფეთქებული რუკებიდან, გავადიდე და დავიწყე მაისურებზე ამოჭრა: სად რა შეიცვალა, მაგალითად, მკლავი სად გადავიდა. მოკლედ, რა ქაოსი მოხდა ჩემთვის.  საბოლოოდ იდეამ მოწონება დაიმსახურა. შემდეგ ამ იდეიდან უკვე „ლაკო ბუკიასთვის“ გავაკეთე პერანგები, რომელიც მოსკოვში იყიდება.

скачать dle 11.3