კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი კომპიუტერული თამაშებითაა გატაცებული „სუპერმენი“ ჰენრი კევილი და რამდენ ხანს უნდება ის „სუპერმენის“ კოსტიუმის ჩაცმას

30 წლის ჰენრი კევილს, „ფოლადის კაცი – სუპერმენის” ვარსკვლავს ყველა მონაცემი აქვს,  რომ გახდეს დიდი ვარსკვლავი და ჰოლივუდის სექს-სიმბოლო. სერიალ „ტიუდორებისა” და ბლოკბასტერ „უკვდავები – ღმერთების ბრძოლის” ვარსკვლავი პირველი ბრიტანელია, რომელმაც ყველა დროის ყველაზე ცნობილი პერსონაჟი, ლეგენდარული სუპერმენი განასახიერა. 

* ჰენრი უილიამ დალგლიშ კევილი 1983 წლის 5 მაისს ნორმანდიის კუნძულებზე, კერძოდ, ჯერსიზე დაიბადა. მისი მშობლები ბანკის თანამშრომლები იყვნენ. ხუთშვილიან ოჯახში ჰენრი მეოთხე შვილი იყო. მოგვიანებით, ოჯახი ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად და ჰენრიმ სწავლა ბეკინგეპშირის სკოლა-ინტერნატში განაგრძო. ამ სკოლის სამოყვარულო თეატრის სცენაზე კი შედგა ჰენრის, როგორც მსახიობის დებიუტი.

* პირველად დიდ ეკრანზე ჰენრი კევილი 2002 წელს გამოჩნდა, როდესაც ალექსანდრე დიუმას რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში – „გრაფი მონტე-კრისტო” ალბერ მონდეგოს როლი შეასრულა. იმ პერიოდში ჰენრი ლონდონის სახელმწიფო თეატრის დასის მსახიობი გახლდათ. კევილის კარიერის ადრეული ეტაპიდან აღსანიშნავია: „ტრისტანი და იზოლდა”, „წითელქუდა” და გახმაურებული საშინელებათა ჟანრის ფილმ „ჯოჯოხეთიდან მკვდრეთით აღმდგარის” მერვე სერია. 

* 2007 წელს ჰენრი კევილმა დაიწყო თამაში ტელესერიალში „ტიუდორები”, სადაც პარტნიორობას ჯონათან რის-მაიერს უწევდა. ჩარლზ ბრენდონის, საფოლკის ჰერცოგის როლმა კევილს მსოფლიო აღიარება და ბრიტანული კინოს სექს-სიმბოლოს ტიტული მოუტანა. 

* ცნობილია, რომ „ბინდზე” მუშაობისას სტეფანი მაიერი ედვარდ კალენის როლზე ჰენრი კევილის დამტკიცებას მოითხოვდა, თუმცა პროდიუსერებმა მას რობერტ პატინსონი ამჯობინეს. პატინსონმა კევილს კიდევ ერთ ბლოკბასტერში აართვა როლი, საუბარია „ჰარი პოტერი და ცეცხლის თასზე”, სადაც კევილი სედრიკის როლზე ისინჯებოდა, თუმცა გზა აქაც პატინსონმა გადაუღობა. აღსანიშნავია, რომ კევილს იმ პერიოდში „ყველაზე უიღბლო მსახიობად” მიიჩნევდნენ, რადგან ის არ დაამტკიცეს ჯეიმს ბონდის როლზე „კაზინო როიალში”. არადა, პროდიუსერები დიდხანს ფიქრობდნენ, ვინ აერჩიათ: დენიელ კრეიგი თუ ახალგაზრდა ბრიტანელი – ჰენრი კევილი.

* ჰენრი კევილს ოთხი ძმა ჰყავს: უფროსი – პირსი სამხედროა და სატანკო ნაწილის მეთაური იყო, ნიკი – საზღვაო ძალების მაიორია და ავღანეთში მსახურობს, საიმონი – ფინანსების სფეროში მუშაობს, ხოლო უმცროსი – ჩარლი მარკეტოლოგია. 

* ძირითადად, ჰენრი კევილი ლონდონში, სამხრეთ კენსინგტონში ცხოვრობს. თავისუფალი დროის გატარება კი მშობლიურ კუნძულ ჯერსიზე უყვარს. 

* ჰენრის უყვარს კლუბური ცხოვრება. მისი საყვარელი ადგილია, კლუბი და რესტორანი „ველინგტონი”, სადაც ხშირი სტუმარია. აღსანიშნავია, რომ ჰენრი, პრაქტიკულად, არ ეკარება ძლიერ ალკოჰოლს, თუმცა ხანდახან მეგობრებთან ერთად ლუდის დალევა უყვარს.

* ჰენრი კევილი რაგბის დიდი მოყვარულია და ერთი პერიოდი, თამაშობდა კიდეც, თუმცა, ქრონიკული ტრავმის გამო მორაგბის კარიერაზე უარის თქმა მოუხდა. ჰენრის საყვარელი ტელეარხებია „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი” და „ჰისთორი ჩენელი”, აგრეთვე სერიალები: „დექსტერი” და „გალაქტიკა”. ძმებთან ერთად ჰენრი კომპიუტერულ თამაშებშია ჩართული და ძირითადად, ეს არის: „უორლდ ოფ ვარკრაფტი” და „ივ ონლაინი”. მაშინაც კი როდესაც ძმები სხვადასხვა კონტინენტზე არიან, ისინი ონლაინში ახერხებენ თამაშს. 

* პირველი ჰონორარით ჰენრი კევილმა ბავშვობის ოცნება აიხდინა და ორკარიანი, ვერცხლისფერი „ასტონ მარტინი” შეიძინა.

* ჰენრი კევილის აღნაგობის შემხედვარე, ძნელად დაიჯერებ, რომ ბავშვობაში მას სიმსუქნისკენ ჰქონდა მიდრეკილება და სკოლაში თანაკლასელები „ქონიან  ჰენრის” ეძახდნენ. 

* ჰენრი კევილი გატაცებულია ეგვიპტოლოგიით და სრულყოფილად ფლობს რამდენიმე ენას, მათ შორის: იტალიურს, გერმანულს და ფრანგულს. მას ხუმრობით ჰოლივუდელ პოლიგლოტსაც უწოდებენ.

* ჰენრის საყვარელი კერძებია: ბრინჯი, პიცა და სასმელებიდან – ლუდი.

* ჰენრის სხეულზე არ აქვს ტატუირება და პირსინგები.

* ჰენრის სიმაღლე 185 სანტიმეტრია, წონა – 85 კილოგრამი. 

* 2012 წლიდან ჰენრი კევილი რეგულარულად მონაწილეობს რბოლებში, როგორც საპატიო თანამგზავრი. ერთხელ მან ახალი „მაკლარენის” პილოტირებაც კი მოახერხა.

* 2008 წლიდან ჰენრი კევილი მამაკაცის სუნამო – „დანჰილის” სარეკლამო სახეა.

* როდესაც „სუპერმენის” რეჟისორი ზაკ სნაიდერი ჰენრი კევილს როლზე დამტკიცების თაობაზე ურეკავდა, კევილმა არ უპასუხა, რადგან კომპიუტერით „უორლდ ოფ ვარკრაფტით” თამაშობდა. გამოტოვებული ზარის ნახვის შემდეგ კევილი თავად დაუკავშირდა რეჟისორს.

* „ფოლადის კაცი – სუპერმენში” მთავარი როლის გამო კევილს რვათვიანი მომზადების გავლა მოუწია მწვრთნელ მარკ ტუაიტთან, რომელიც „300 სპარტანელის” მსახიობებს ამზადებდა. როლისთვის კევილმა 10 კილოგრამი კუნთოვანი მასა დაიყენა და წონა 85 კილოგრამამდე დაიყვანა. დღეში ის 2,5 საათს ვარჯიშობდა და არანაკლებ 5 000 კალორიას იღებდა საკვების სახით. ვარჯიშის კურსის დასრულების შემდეგ, დიეტისა და ვარჯიშისგან გადაღლილ მსახიობს რეჟისორმა ზაკ სნაიდერმა ვაშლის ღვეზელი, ერთი ვედრო ნაყინი და 3 პიცა მიუტანა.

* თავის ეკრანულ მამასთან „ფოლადის კაცში” – რასელ ქროუსთან ჰენრი კევილს დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს. 1999 წელს კევილის სკოლაში მიმდინარეობდა ფილმ „სიცოცხლის დამტკიცების” გადაღება, სადაც მთავარ როლს რასელ ქროუ ასრულებდა. 16 წლის კევილმა მაშინ ჰკითხა მსახიობს, როგორია მსახიობობაო, რაზეც რასელმა უპასუხა: კარგად გიხდიან, მაგრამ ნეხვივით გექცევიანო.

* სერილ „ტიუდორებში” კევილის გმირს რამდენიმე ეროტიკული სცენა ჰქონდა და ყველაზე მეტად მსახიობს აწუხებდა არა ის, რომ კამერის წინ გაშიშვლება უწევდა, არამედ ის, რომ მისი ძმები ამ სცენების გამო დასცინოდნენ.

* „ფოლადის კაცი – სუპერმენის” ქასთინგზე ყველა მსახიობს აცმევდნენ „სუპერმენის” კლასიკურ კოსტიუმს, რომელსაც კრისტოფერ რივი ატარებდა 1978 წელს გადაღებულ ვერსიაში. ჰენრი კევილი ერთადერთი მსახიობი აღმოჩნდა, რომელიც სასაცილოდ არ ჩანდა ამ კოსტიუმში.

* სუპერმენის კოსტიუმის ჩაცმას ჰენრი კევილი 25 წუთს ანდომებდა და 2 დამხმარე პერსონალი სჭირდებოდა.

* ჰენრი კევილი არ არის დაქორწინებული. ცნობილია, რომ 2011 წელს ის ინგლისელ სპორტსმენზე, ელენ უიტაკერზე დაინიშნა, თუმცა, მალევე დაშორდნენ. 2012 წლის სექტემბერში ჰენრი მსახიობ ჯინა კარანოს ხვდებოდა, მაგრამ, უცნობია, რა სტადიაშია ამჟამად მათი რომანი. კევილს არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი.

* ჰენრი კევილის საოცნებო როლია ალექსანდრე მაკედონელი.

* ჰენრი კევილის ჰონორარი „ფოლადის კაცში” 14 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

* ჰენრი კევილს სამი ოცნება აქვს, რომელიც მან თავის თაყვანისმცემლებს გაანდო: ოჯახი სრული შემადგენლობით იყოს ბედნიერი და ჯანმრთელი; ჰყავდეს მოსიყვარულე მეუღლე და თავად იყოს წარმატებული მსახიობი.

скачать dle 11.3