კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის მიერ ნაკურთხი სასულიერო პირები მოღვაწეობენ აფხაზეთში, რატომ მისცა მსოფლიო პატრიარქმა აფხაზ მღვდელმსახურებს ლიტურგიის აღვლენის უფლება და რატომ მოაწერეს ხელი აფხაზეთის „ეკლესიის“ დამოუკიდებლობას სომხებმა და ქართველებმა

რუსული საიტები, რომლებიც რუსი ტურისტებისთვისაა განკუთვნილი, გვამცნობენ, რომ აფხაზეთის საკურორტო ზონა მზადაა მათ მისაღებად. ზოგად ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ აფხაზეთის სანაპიროზე დასვენება ზაფხულში შვებულების გატარების საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ეს მხარე გამოირჩევა თვითმყოფადობით, მასპინძელთა კეთილგანწყობითა და უნიკალური ბუნებრივი გარემოთი. აქ გვხვდება ქვიშიანი სანაპიროც და იდუმალი მღვიმეებიც, მთის მშფოთვარე მდინარეებიც და სახელგანთქმული კოლხეთის ტყეც. სხვათა შორის, სასტუმროების, სანატორიუმებისა და პანსიონატების ჩამონათვალიც საკმაოდ მრავალრიცხოვანია. მაგალითად, გაგრის პანსიონატი „აიგბა“ დამსვენებლებს სტანდარტულ ოთახში სთავაზობს ტელევიზორს, მაცივარს, კონდიციონერს, ტუალეტს, ფენსა და საშხაპეს. ოთახის დალაგებას ყოველდღიურად, თეთრეულის გამოცვლას კი –  მხოლოდ 5 დღეში ერთხელ. სანატორიუმს აქვს აუზიც, რომელიც, თურმე, ზამთარში თბება. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია კვების დამატებაც: ერთი დღით ამ მომსახურებებით აღჭურვილი სტანდარტული ნომერი ორჯერადი კვებით (შვედური მაგიდა) 70-106  აშშ დოლარი დაგიჯდებათ. ამას გარდა, დამსვენებლებს ჰპირდებიან, რომ სიახლოვეს მდებარე ფასიანი აკვა-პარკით სარგებლობაც შეუძლიათ.

უფრო ძვირი სიამოვნებაა გაგრის სასტუმრო Alex Beach Hotel-ში დასვენება: ზემოთქმულზე თითქმის ორჯერ მეტი, ოღონდ ინტერნეტიც გექნებათ და მინი-ბარიც, ზედაც, სეიფი და ლოჯიაც (სხვათა შორის, თეთრეულს აქ უფრო ხშირად, 3-4 დღეში ერთხელ გამოგიცვლიან).

ჩვენ არ ვიცით, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს რუსული ტურსააგენტოების მიერ რუსი ტურისტებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, თუმცა ვიცით, რომ იაფფასიანი დასვენების მსურველთა სიმცირეს აფხაზეთის სანაპირო ნამდვილად არ უჩივის. უფრო დაწვრილებით აფხაზეთის საკურორტო სეზონსა და იქ მიმდინარე პროცესებზე მამუკა არეშიძისგან შევიტყობთ.

– იმას გარდა, რომ დეპარდიე ჩასულა, რა სიახლეებია, როგორ მიმდინარეობს საკურორტო სეზონი აფხაზეთში?

– ტურისტების რიცხვი აფხაზეთში დიდია. ეს ყველაფერი იმითაა განპირობებული, რომ იქ საუკეთესო ბუნებრივი პირობებია, სერვისი დაბალფასიანია, რაც რუსეთის პერიფერიებიდან ჩასული ტურისტებისთვის მიმზიდველია. მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალის დონე ძალიან მაღალია და ტურისტებს ავიწროებენ, მაინც მიდიან იქ დასასვენებლად.

– მამაცები არიან და არ ეშინიათ, თუ უბრალოდ, სერიოზული კრიმინალი არ ხდება, მაგალითად, მკვლელობები?

– ძარცვა და გაუპატიურებაა ძირითადი დანაშაული. ვისაც საშუალება აქვს, ის, ბუნებრივია, აფხაზეთში არ დადის დასასვენებლად. შეძლებული რუსები დადიან თურქეთში, უკრაინაში ან სხვაგან. აფხაზეთში ჩადის ის, ვისაც ნაკლები საშუალება აქვს. გარკვეული ნოსტალგიური მომენტიც არის და თან, საკომუნიკაციო ენაც ერთი აქვთ. სხვათა შორის, საბჭოთა ნოსტალგიის მიზეზით საქართველოშიც გაიზარდა რუსი ტურისტების რიცხვი: ბოლო თვეებში 52 000 ტურისტი იყო რუსეთიდან, მათ შორის, მაისის დღესასწაულებზე 12 000.  მაგრამ, თუ საქართველოში ნოსტალგიისა თუ ღირსშესანიშნაობების სანახავად უფრო შეძლებული ადამიანები ჩამოდიან, აფხაზეთში, ძირითადად, საშუალოზე დაბალი ფენა ჩადის, რომელთა მატერიალური საშუალებები შეზღუდულია.

– ტურისტს დამატებითი საკვები სჭირდება, არ იქმნება ტურისტული სეზონის დროს აფხაზეთში სურსათის პრობლემა?

– არა, იმიტომ რომ აფხაზეთი კარგად მარაგდება დანარჩენი საქართველოდან. აფხაზებს რაღაც რესურსი თვითონაც აქვთ, რასაკვირველია, მართალია, ხორბალი რუსეთიდან შედის, მაგრამ ბოსტნეულსა და რძის პროდუქტებს ადგილზე აწარმოებენ.

– დანარჩენი საქართველოდან რა პროდუქტით მარაგდება აფხაზეთი?

– იმ რაოდენობით პროდუქტი აღარ გადის, როგორც შარშან და შარშანწინ, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, ცნობილია, რომ გალის რაიონის მოსახლეობა ყოველთვის კვებავდა აფხაზეთს და ახლაც ასეა. რუსეთიდანაც შედის პროდუქცია, თუმცა შეზღუდულად, ოლიმპიადის გამო და რაც შემოდის, ძირითადად ჩრდილო-დასავლეთ აფხაზეთში ნაწილდება.

– ტურისტული სეზონი აფხაზეთის ბიუჯეტს უფრო რგებს თუ ცალკეული მოქალაქეების კეითლდღეობას?

– იქ ბევრი წვრილ-წვრილი სასტუმროა და დღესაც მოქმედებს ეგრეთ წოდებული „კოიკა-მესტას“ ცნება, ისევე, როგორც ველური ტურიზმი კარვებით. რაც შეეხება სასტუმროებს: ბევრი საოჯახო სასტუმრო გაიხსნა, განსაკურებით, ჩრდილო-დასავლეთ აფხაზეთში, სანატორიუმებიც მუშაობს. ამდენად, სახელმწიფო ბიუჯეტს ფული შესდის. აფხაზეთი თავისი ბიუჯეტის 30-35 პროცენტს თავად იმუშავებს, დანარჩენი რუსეთის დოტაციით ივსება, მაგრამ იმ 35 პროცენტში საკმაოდ დიდი შენატანი ტურიზმიდანაა.

– დანარჩენი საქართველო, მაგალითად, აჭარის სანაპირო არის აფხაზეთის კონკურენტი?

– კონკურენცია არ არის მთლად სწორი შედარება. მე არ ვარ სპეციალისტი, რომ ციფრებით ვილაპარაკო, მაგრამ ვიცი, რომ ბევრად მეტი ტურისტია დანარჩენ საქართველოში, ვიდრე აფხაზეთში, თუმცა სხვადასხვა ტიპის ტურისტები არიან. მნიშვნელოვანი შემოსავალი შესდით ერთდღიანი ექსკურსიებით: ათონის მთის მონასტერში, რიწის ტბაზე და ასე შემდეგ. თუ პოსტსაბჭოთა ტურისტებში მხოლოდ რუსებს ვიგულისხმებთ, ამ მხრივ აფხაზეთი ჩვენზე წინ არის, თუმცა თუ პოსტსაბჭოთა სივრცეს ავიღებთ კრებითად, მაშინ დანარჩენი საქართველოა წინ. სხვათა შორის, ჩვენთან ბევრმა არ იცის, მაგრამ ძალიან ეფექტიანად მუშაობს ნოსტალგიურ ხარჯზე წყალტუბოსა და ბორჯომის კურორტები. ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი შუააზიელი ჩამოდის.

– საკურორტო სეზონს დაემთხვა ერთი საინტერესო მოვლენა: იმის შემდეგ, რაც რუსეთის პატრიარქმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია, რას გადაწყვეტს აფხაზეთის მრევლი, შეგროვდა 70 000 ხელმოწერა აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით. იმის პარალელურად, რომ მსოფლიო პატრიარქმაც გამოაჩინა თავისი მადა. 

– ახლა ის პრობლემაა, რომ ყველა ცდილობს აფხაზი მრევლის თავის მხარეს გადაყვანას. თორემ აფხაზეთის „ეკლესია“, რომელიც არ არსებობს, ამდენი ხნის განმავლობაში ასე თუ ისე ფუნქციონირებდა. იქ არის დაპირისპირება სხვადასხვა მიმართულების მომხრეებს შორის. დღემდე იქაურ იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებულია ორი მიტოროპოლია: ბიჭვინთის, რომელსაც ხელმძღვანელობს ბესარიონ აპლია და ახალი ათონის, რომელსაც ხელმძღვნელობენ მეამბოხე აფხაზი მღვდლები.

– მსოფლიო საპატრიარქოში რომ ხედავენ ხსნას?

– დიახ, ესენი არიან: დოროთე დვარი, დავით სარსანია და სხვები. დოროთე დვარმა მიაღწია იმას, რომ რამდენიმე წლის წინათ გახდა ერთ-ერთი ბერძნული განდეგილი ეკლესიის არქიმანდრიტი. ის არის მოაზროვნე ადამიანი, რომელიც, უპირველესად, ბესარიონ აპლიას უდგას კრიჭაში.

– ვიცით, რომ, თავის დროზე, ბესარიონ აპლია მღვდელმსახურად ჩვენმა პატრიარქმა აკურთხა, სხვანაირად ვერც იქნებოდა. დავით სარსანია როგორ გახდა სასულიერო პირი?

– ბესარიონ აპლია გასული საუკუნის 70-იან წლებში აკურთხა დიაკვნად საქართველოს პატრიარქმა, დანარჩენი ტუტულები თვითონ მიითვისა. აჯანყებულთა ბანაკში დავით სარსანიაც, ასევე, საქართველოს პატრიარქმა აკურთხა 2000 წელს. დანარჩენები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხალხმა აკურთხა: დვარი აკურთხა ბერძნულმა განდეგილმა ეკლესიამ, კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი მაიკოპის ეპისკოპოსმა. მსოფლიო პატრიარქმა დავით სარსანიას გადასცა რამდენიმე სიმბოლო და უფლება მისცა, რომ რამდენიმე სპეციფიკური ლოცვა და ლიტურგია აღავლინონ აფხაზეთის ექვს ეკლესიაში. ამ ნაბიჯმა თუ ვინმე გააგიჟა და გადარია, არის რუსული ეკლესია, რადგან ეს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯია. სწორედ ამან განაპირობა რუსული ეკლესიის გააფთრება, რადგან რუსული ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად არ ფლობდა აფხაზურ ეკლესიასა და მრევლს, მაინც თავისად მიითვლიდა. ახლა, ფაქტობრივად, ნახევარი მრევლი ხელიდან გამოეცალა და მიბმულია მსოფლიო პატრიარქზე, რომელმაც არაკეთილსინდისიერი ნაბიჯი გადადგა მსოფლიო მართლდმადიდებელ ეკლესიათა კრებულის წინაშე.

საერთოდ, მსოფლიო პატრიარქი სიმბოლური ფიგურაა და მისი გეოგრაფიული სივრცე მხოლოდ კონსტანტინოპოლით შემოიფარგლება, სადაც ყოველდღიურად იღება 70 ეკლესია, მაგრამ არ ჰყავს მრევლი. აქ კი უცებ მიეცა საშუალება, გაუჩნდეს მრევლი, რომლისთვისაც მსოფლიო პატრიარქი იქნება მწყემსი.

– მიუხედავად სარწმუნოებრივი განსხვავებისა, ფაქტია, რომ მსოფლიო პატრიარქის ეს ნაბიჯი შეუძლებელია, არ მოსწონებოდა თურქეთის ხელისუფლებას, რომელიც რუსეთის შემდეგ აფხაზეთის რიგით მეორე ეკონომიკური პარტნიორია.

– ზუსტად ამან გამოიწვია მოსკოვის პოლიტიკური გაღიზიანება, რადგან მათ ჩათვალეს, რომ მსოფლიო პატრიარქი მიჰყვება თურქეთის ხელმძღვანელობის პოზიციას.

– და ჩვენთვის მთავარი პრობლემა: აფხაზეთში არ არსებობს პროქართული სასულიერო პირები?

– ერთადერთი დავით სარსანია ახსენებს ქართველებს, იმ თვალსაზრისით, რომ ამბობს, ყველა ეკლესიაში იმ ენაზე უნდა აღევლინოს მსახურება, რა ენაზეც ლაპარაკობს მრევლის უმრავლესობა. ანუ რუსულადაც შეიძლება, იყოს აფხაზურად, ბერძნულად ან ქართულად.

– აფხაზურად არის ლოცვები? მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნის ბოლოსთვის რუსეთმა საბოლოოდ ამოძირკვა აფხაზეთში ქართული ანბანი, ეკლესიებში ლოცვა კვლავ ქართულად მიმდინარეობდა, ანუ აფხაზი ღმერთს ქართულად ელაპარაკებოდა. 

– ამ ბოლო დროს შემოვიდა აფხაზურად ლოცვები. ლიტერატურაც არის. დოროთე დვარი აკეთებს იმას, რომ აფხაზურად აღევლინება ლოცვა.

– მსოფლიო პატრიარქმა თავისი ამ ნაბიჯით პასუხი გასცა ჩვენს ეკლესიას და გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება…

– მე მიმაჩნია, რომ მსოფლიო პატრიარქმა უზნეო ნაბიჯი გადადგა.

– იმის კითხვას ვაპირებდი, თუ დაგვრჩა ჩვენ სამოქმედო არეალი, საეკლესიო ურთიერთობებისა და სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე?

– მე ვიცი ის ნიუანსები, რის გამოყენებაც შესაძლებელი იყო რუსეთის ეკლესიის შემთხვევაში. ანუ ვიცი, რა ბერკეტები აქვს ქართულ ეკლესიას რუსული ეკლესიის მხრიდან ასეთი ნაბიჯის პრევენციისთვის. მსოფლიო პატრიარქთან მიმართებაში ეს არ ვიცი, მაგრამ, არ მგონია, რთული იყოს ამის გაკეთება. 

– კერძოდ?

– მსოფლიო პატრიარქი სიმბოლური ფიგურაა და მას ხშირად სჭირდება მხარდაჭერა მართლმადიდებელი ეკლესიების თანამეგობრობისგან სხვადასხვა ბრძოლაში, განსაკუთრებით, ბერძნული ეკლესიისა და იერუსალიმის პატრიარქის მიმართ. ახლა ამ თანადგომას დაკარგავს.

– ერთია, რამდენი მხარე აცხადებს პრეტენზიას, დაიქვემდებაროს აფხაზეთის სულიერი ცხოვრება და, მეორე, აფხაზი საზოგადოების მორწმუნეობის დონე. ქრისტიანობა ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია აფხაზებისთვის?

– ქრისტიანობა არ არის ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და უნდა გითხრათ, რომ აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობაზე ხელმომწერთა შორის არ არიან მხოლოდ აფხაზები და მართლმადიდებლები, იყვნენ სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებიც, რუსებიც. ამ შემთხვევაში მთავარია აფხაზების ხასიათი, როდესაც ესმით სიტყვა „დამოუკიდებლობა,“ ყველაფერზე მზად  არიან. აქ მნიშვნელობა ეკლესიის თემას კი არ ჰქონდა, არამედ –  დამოუკიდებლობის თემას. ასეთი განწყობაა იქ და ამ განწყობის კულტივირება ხდება წლების განმავლობაში.

– რადგან სომხური სამოციქულო ეკლესია ვახსენეთ, რატომ არ აქტიურობს თავისი გავლენისთვის? ეს ცოტა უცნაურად მეჩვენება.

– აქტიურობს, ოღონდ აფხაზეთში ცხოვრობენ ქალკედონელი სომხებიც, ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევრები, ანუ თვითონ სომხურ თემშია განსხვავებები, რაც ბუნებრივია. ისინი თურქეთის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსახლდნენ და, შესაბამისად,  თავიანთი წინაპრების რელიგია ჩამოიტანეს. ამდენად, სომხური ეკლესია დელიკატურად იქცევა, რასაკვირველია, ცდილობს, მრევლი გაიმრავლოს, მაგრამ, ჯერ ერთი, ამის საშუალებას მაინცდამაინც არ აძლევენ აფხაზები და, მეორე, თვითონ სომხურ თემშიც არ არის ამ საკითხის ერთიანი გაგება.

– აფხაზი საზოგადოების წარმომადგენლებმა შეაგროვეს 70 000 ხელმოწერა და ითხოვენ აფხაზური ეკლესიის დამოუკიდებლობას. პესიმისტური გათვლებით, აფხაზეთში 50 000 ქართველი მაინც ცხოვრობს, მათ არ შეუძლიათ ხელმოწერების შეგროვება და ქართული ეკლესიისადმი დაქვემდებარების მოთხოვნა?

– შეუძლიათ, მაგრამ ისინი რთულ მდგომარეობაში არიან, ხომ შეიძლება, ამ ხელმოწერების შეგროვებას რეპრესიები მოჰყვეს?! ის ხალხი იქ დაუცველია და ნუ მოვთხოვთ გმირობას.

– არ ვთხოვ, თეორიულად შესაძლებელ მოქმედებებზე ვსაუბრობ.

– თეორიულად შეუძლიათ. მეტიც, დარწმუნებული ვარ, ქართველებიც არიან აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობაზე ხელმომწერთა შორის. უმეტესობას მეგრული გვარი აქვს და მიდი, გაარკვიე, ვინ ქართველია და ვინ აფხაზი. ყოველ შემთხვევაში, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს ეკლესიაც და საქართველოს ხელისუფლებასაც აქვს მოქმედების საშუალება. ცოტა ხნის წინათ საკითხი იდგა, რომ გადასახედია ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა, მაგრამ ახლა ისეთი ტემპით მიდის მშენებლობა, მტრისას. ასევე, ლაპარაკი იყო აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე, სულ ახლახან გამოვიდა შამბა და თქვა, აფხაზეთის მთავრობა თანახმა იქნება რკინიგზის გახსნაზეო, თუმცა რამდენიმე თვის წინათ წინააღმდეგი იყო. ეს გარკვეულწილად პოლიტიკური თამაშია. განცხადებებით ხდება ნიადაგის მოსინჯვა. ეს დიდი პოლიტიკაა, რაც, საბოლოოდ, დაკავშირებულია იმასთან, თუ ვის ექნება გავლენა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაზე: ამერიკის შეერთებულ შტატებს თუ რუსეთს.

скачать dle 11.3