კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აგროვებს ნაღდ ფულს პარლამენტის წევრის უმუშევარი მეუღლე

სერგო რატიანი – ეკა კეკელია

უმცირესობის წევრ სერგო რატიანის მეუღლე, ეკა კეკელია 1968 წელსაა დაბადებული თბილისში. მისი საკუთრებაა 50 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი ბინა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე. ქ-ნი კეკელიას მეუღლის მიერ შევსებული ბოლო დეკლარაციის მიხედვით, ის ააიპ საქართველოს პორტიჯის ასოციაციაში მუშაობს ადრეული განვითარების სპეციალისტად და ამ საქმიანობაში 2011 წლის განმავლობაში  7 648 ლარი აქვს მიღებული; მანამდე ეკა კეკელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა სუპერვაიზორად, მისმა წლიურმა ხელფასმა კი 5 575 ლარი შეადგინა. იმავე პერიოდში სერგო რატიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახლდათ 71 134-ლარიანი წლიური ხელფასით.

გიგლა აგულაშვილი – ქეთევან გილაშვილი

უმრავლესობის წევრის, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის, გიგლა აგულაშვილის მეუღლე, ქეთევან გილაშვილი, 1972 წელსაა დაბადებული ყვარელში. მათ სამი შვილი ჰყავთ: გიორგი, ლუკა და მათე. ქეთევან გილაშვილის საკუთრებაა 100 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე: ასევე, 2008 წლის გამოშვების მსუბუქი ავტომანქანა Suzuki Grang Vitara. დეკლარაციის შევსების მომენტში ქეთევან გილაშვილს ნაღდი ფულის სახით 7 000 ლარი ჰქონდა, გიგლა აგულაშვილს – 10 000 ლარი, გიორგი აგულაშვილს – 5 000 აშშ დოლარი. თუ დეკლარაციას ვერწმუნებით, ქ-ნი ქეთევანი არსად არ მუშაობს. 2011 წელს აგულაშვილების ოჯახს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციამ 19 000 ლარის შემოსავალი მოუტანა.

ირინა იმერლიშვილი – შალვა ბებოშვილი 

უმრავლესობის წევრის, პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის, ირინა იმერლიშვილის მეუღლე, შალვა ბებოშვილი, 1971 წელსაა დაბადებული თბილისში. შალვა ბებოშვილის საკუთრებაა: მშენებარე სახლი თბილისში, ატენის ქუჩაზე – 129 კვადრატული მეტრი ფართობის; კომერციული ფართი თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე – 130 კვადრატული მეტრი ფართობის; საცხოვრებელი სახლი მცხეთაში – 960 კვადრატული მეტრი ფართობის; მშენებარე სახლი თბილისში, ატენის ქუჩაზე – 189 კვადრატული მეტრი ფართობის; არასაცხოვრებელი კომერციული ფართი თბილისში, გამსახურდიას შესახვევში; მიწის ნაკვეთი მცხეთაში – 600 კვადრატული მეტრი ფართობის; მიწის ნაკვეთის 50-პროცენტიანი წილი თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მეთორმეტე კილომეტრზე (რევაზ მახარაძესთან და ზურაბ მარდახიაშვილთან ერთად); ასევე, იმავე პარტნიორებთან ერთად ფლობს იმავე მისამართზე კიდევ ერთი მიწის ნაკვეთის ფართობის 50-პროცენტიან წილს; მიწის ნაკვეთს თბილისში, ატენის ქუჩაზე, ამხანაგობა „ატენი-19-თან“ ერთად; მიწის ნაკვეთის 18,5-პროცენტიან წილს საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში – 20 000 კვადრატული მეტრი ფართობის (გიგლა აგულაშვილთან და დავით ბუაძესთან ერთად); იმავე პარტნიორებთან ერთად, პატარძეულში არსებული სათბურის 18,5-პროცენტიან წილს – 2 500 კვადრატული მეტრი ფართობით; კიდევ ერთ არასაცხოვრებელ ფართს პატარძეულში, იმავე პარტნიორებთან ერთად (240 კვადრატული მეტრი ფართობით) და მარნეულის რაიონში 110 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობის 50-პროცენტიან წილს (გიორგი გოგილაშვილთან ერთად).

ქ-ნ იმერლიშვილის მეუღლეს ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კომერციულმა ფართმა 18 000 ლარის შემოსავალი მოუტანა; გამსახურდიას შესახვევში მდებარე კომერციულმა ფართმა კი – 3 600 ლარი; შპს „მწვანე ოქროს“ დირექტორობამ – 3 600 ლარი; შპს „მწვანე კალათის“ დირექტორობამ – 60 000 ლარი. იმავე პერიოდში ქ-ნი იმერლიშვილის, როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ რეგიონული და საარჩევნო მდივნის შემოსავალმა 27 000 ლარი შეადგინა. შალვა ბებოშვილს გასავალიც ჰქონდა: 16 200 ლარი  (100 000-დოლარიანი იპოთეკური სესხის დასაფარავად); 15 000-დოლარიანი სესხის მომსახურება 2011 წელს 4 080 ლარი დაუჯდა; 7 000-ლარიანი სამომხმარებლო სესხისა – 2 880 ლარი;  ასევე, მანვე დაფარა შვილების სწავლის გადასახადი, რაშიც 9 000 ლარი გადაიხადა.

скачать dle 11.3