კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უბიწოების დამკარგავები

„ვინც მოვიდა, გაუმარჯოს“

შესაძლოა, იმიტომ, რომ პოლიტორიენტაცია გადაუფასდათ, ან, სულაც, იმის გამო, „ვინც მოვიდა, გაუმარჯოს“, მაგრამ, ფაქტია, რომ დედაქალაქის საკრებულოში „ნაცმოძრაობამ“ უმრავლესობა დაკარგა.

დღევანდელი მდგომარეობით, ყოფილ და ერთ დროს ძლევამოსილ სახელისუფლო ფრაქციაში 22 წევრიღა რჩება. სულ ბოლოს ოდესღაც მშობელი ფრაქცია ბ-ნმა იონათამიშვილმა და ბ-ნმა წერეთელმა დატოვეს, თუმცა, ამ უკანასკნელის განდგომას, წინასგან განსხვავებით, აჟიოტაჟი არ გამოუწვევია.

ჩვენთვის უცნობ მიზეზთა გამო, ბ-ნი იონათამიშვილის დემარში იმდენად მტკივნეულად აღიქვეს მისმა პარტიულმა მშობლებმა, რომ მის მიერ პრეზიდენტისთვის მიწერილი პირადი წერილიც კი გამოუქვეყნეს, რომელშიც ბ-ნი იონათამიშვილი პირველ პირს თავისი წილის გასხვისებაში სთხოვს დახმარებას. მართალია, პროკურატურა დაინტერესდა ამ წერილის წარმომავლობით, რადგან, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პირადი ცხოვრების დეტალებია, რაც საჯაროობისგან, წესითა და რიგით, დაცული უნდა იყოს. თუმცა, სავარაუდოდ, ეს ფაქტი ერთგვარი გაფრთხილებაა დანარჩენი გაორგულებისკენ მიდრეკილთათვის, რომ მათაც გამოუქვეყნებენ და, შესაძლოა, იმაზე უარესსაც, ვიდრე ბ-ნ იონათამიშვილს.

მეორე მხრივ, „ნაცმოძრაობის“ მოტივიც გასაგებია: ისე დაცოტავდნენ, რომ დღის წესრიგში საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი დადგა. გასაგებია, ვინაიდან ქართულ პოლიტიკურ თანაცხოვრებაში უმრავლესობის დაკარგვა უბიწოების დაკარგვის ტოლფასია… 

скачать dle 11.3